თქვენი ქალაქი
თბილისი
 ზარი
x
+
ჩვენი კოორდინატები
70, Ir. Abashidze Str.+995 322 00 13 12
27°C

პარალიმნი. დასვენება და ტურები2024

აღწერა

პარალიმნი − პატარა ქალაქი კვიპროსის საკურორტო ზონაში. სანაპიროდან რამდენიმე კილომეტრიანი დაშორება კურორტს მიმზიდველს ხდის ტურისტებისთვის, რომლებსაც პირდაპირ ზღვასთან სურთ განთავსება. ამავდროულად ეს არის მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრი, რომელიც აერთიანებს ცნობილ ზღვისპირა კურორტებს: პროტარასი, პერნერა და კაპარისი. 

ქალაქის სახელწოდება ბერძნულად ნიშნავს «ტბასთან», ტურისტები ამ ადგილებში ჩამოდიან ზაფხულობით, ტბის დანახვა ყოველთვის ვერ ხერხდება - რადგან ცხელი თვეების პერიოდში შრება, მაგრამ ამით მიმდებარე მიწების ნაყოფიერება არ მცირდება: ადგილმდებარეობას, სადაც პარალიმნი არის განთავსებული, ბერძნულად კოკინოხორია ეწოდება, რაც «წითელ ნიადაგიან სოფლებს» ნიშნავს. ნაყოფიერ წითელ ნიადაგზე კუნძულის მაცხოვრებლები იღებენ კარტოფილის და სხვა სამეურნეო კულტურის მოსავალს. 

პარალიმნი ცნობილი გახდა ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში, ამ დროის განმავლობაში პატარა სოფლიდან, რომელიც ფამაგუსტისთან ახლოს მდებარეობდა (თურქეთის ოკუპაციამდე ცნობილი დასვენების ცენტრიდან) გადაიქცა ხმელთაშუა ზღვის მიმზიდველ კურორტად. პარალიმნის პლაჟზე ავტობუსით მოხვედრა მარტივია პროტარასიდან.

 

 



ღირსშესანიშნაობები

წმ. გიორგის ახალი და ძველი ეკლესია

ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლებს შორის პარალიმნიში საინტერესო მონასტრებია, განლაგებულნი ერთმანეთის გვერდიგვერდ: წმინდა გიორგის ძველი და ახალი ეკლესია. 

ილია წინასწარმეტყველის  ეკლესია

გზად, პარალიმნიდან პროტარასისკენ ტრასიდან მოჩანს მთა, რომელზეც მდებარეობს ილია წინასწარმეტყველის  ეკლესია. ქათქათა, ერთი შეხედვით ნაზი ტაძარია. ტაძართან მივყევართ კიბეს, რომელსაც 170 საფეხური გააჩნია, თვით ეკლესიასთან კი მდებარეობს  «ნატვრის ხე», რომელზეც ტურისტების სურვილები კიდია. აქედან იხსნება განსაცვიფრებელი ხედი მიდამოებზე. 

პერნერა

პარალიმნიდან ათი წუთის სავალზე, სანაპიროზე, მდებარეობს საკურორტო დასახლება პერნერა – თბილ სეზონზე ეს ადგილი ხალხმრავალია, უამრავი რესტორნებით, ბარებით, სუვენირების დახლებით.  გადმოსახედი მოედნიდან  იხსნება მშვენიერი ხედი ფამაგუსტას ყურეზე.

სოფელი დერინია

პარალიმნიდან ჩრდილო დასავლეთით, ტბის უკან მდებარეობს სოფელი დერინია, რომელიც კვიპროსზე ბერძნული ნაწილის ბოლო დასახლებულ პუნქტს წარმოადგენს, «მწვანე ზოლთან» ახლოს. მეორე მხარეს სულ რაღაც 2-3 კილომეტრში მდებარეობს ფამაგუსტა და თურქების მიერ ოკუპირებული ტერიტორია. კულტურული ცენტრის გადმოსახედი მოედნიდან ჭოგრიტით შეგიძლიათ დაინახოთ მკვდარი ქალაქი-ვაროშა, რომელიც ბერძნულ-კვიპროსულ სამწუხარო ტრაგედიას მოგვაგონებთ.