თქვენი ქალაქი
თბილისი
 ზარი
x
+
ჩვენი კოორდინატები
70, Ir. Abashidze Str.+995 322 00 13 12
27°C

პროტარასი. დასვენება და ტურები2024

აღწერა

 

პროტარასი - კუნძულის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი კურორტი, განსაკუთრებით მოეწონებათ იმ დამსვენებლებს და მოგზაურებს, რომლებიც აფასებენ ლამაზ ადგილებს. ყურე შემოფარგლულია გრეკოს კონცხით, რომელიც გამოყოფს პროტარასს აგია ნაპას პლაჟისგან. რუკაზე ნათლად ჩანს, რომ პროტარასი მდებარეობს აგია ნაპასა და პარალიმნის შორის.

 

ეს არის სანაპირო, რომელსაც კვიპროსელები და კუნძულის სტუმრები ყველაზე ხშირად ირჩევენ დასასვენებლად. პროტარასი არაჩვეულებრივი ვარიანტია მშვიდი დასვენების მოყვარულთათვის, მათთვის ვინც ირჩევს კომფორტულ დასვენებას ხმელთაშუა ზღვის ოქროსფერ პლაჟებზე. 

კურორტი დინამიურად ვითარდება, სეზონიდან სეზონამდე განახლებული სერვისითა და სასტუმრო სიახლეებით. აქ მოქმედებს კარგად აღჭურვილი სასტუმრო კომპლექსები, რომელიც მოგცემთ დროის არაჩვეულებრივად გატარების საშუალებას, ისე რომ არ დატოვოთ სასტუმროს ტერიტორია, აქ დასვენება შესაძლებელია მშვიდად და ამავდროულად აქტიურად. პროტარასში განთავსებულია კუნძულის საუკეთესო პლაჟები, რომლებიც თავისი სილამაზით კონკურენციას უწევენ აგია ნაპას სანაპირო ზოლს. ნაზი, ოქროსფერი ქვიშა, ხმელთაშუა ზღვის კრისტალურად სუფთა ფირუზისფერი და ლურჯი წყალი, ფიგურული კლდოვანი ყურეები ტოვებენ საოცარ შთაბეჭდილებას და კუნძულს მატებენ საკურორტო კოლორიტს.

ქალაქის ცენტრი თითქმის ყოველთვის გამოცოცხლებულია, თვითმყოფადი და ამავდროულად კოსმოპოლიტური ატმოსფეროთი.

 ძალიან საინტერესოა ამ მიდამოებში სეირნობა. დაკვირვებული ტურისტის თვალწინ იშლება სხვადასხვა ეპოქები, ბუნებისა და თანამედროვე ცხოვრების თავისებურებები: რესტორნებისა და ბარების ლამაზი ფასადები; ლამაზი ბუნება, ნაციონალური პარკი უამრავი იშვიათი მცენარით, რომელთა შორისაც ველური ზამბახი და ორქიდეაა; კლდოვანი გამოქვაბულები; არქიტექტურული შედევრები - მაგალითად ამ რეგიონში დომინანტს ილია წინასწარმეტყველის ეკლესია წარმოადგენს; ასევე ქარის წისქვილები - ეს ყველაფერი კარგ «კოქტეილს» წარმოადგენს დასვენებისა და საექსკურსიო აღმოჩენებისთვის!

ღამის ცხოვრების მოყვარულთათვის ნებისმიერ სეზონზე არის გართობის საშუალება ცნობილ ღამის კლუბებში, ბარებში, საცეკვაო მოედნებზე. კურორტი აგია ნაპასთან შედარებით მშვიდია, მაგრამ ღამის ცხოვრების მოყვარულები იპოვნიან თავის ადგილს! ხოლო უფრო მრავალფეროვანი ღამის ცხოვრებისთვის სამარშრუტო ტაქსით შეგიძლიათ გაემგზავროთ მეზობელ აგია ნაპაში (მოგზაურობა ხანმოკლეა).

 

კურორტი პროტარასი რეკომენდირებულია, როგორც მშვიდი, ოჯახური დასვენებისთვის, ასევე წყალქვეშა ცურვის მოყვარულთათვის და მათთვის ვინც განწყობილია გაწონასწორებული დასვენებისთვის ოქროსფერი ქვიშის არაჩვეულებრივ პლაჟებზე. რეგიონის პლაჟების მოხერხებული შესასვლელები ზღვაში კურორტს მიმზიდველს ხდის დასასვენებლად და ბავშვებთან ერთად არდადეგების გასატარებლად. პროტარასი საზაფხულო კურორტია. ზამთრის პერიოდში სასტუმროებისა და რესტორნების უმეტესობა არ ფუნქციონირებს. ისინი ემზადებიან მომდევნო მზიანი სეზონისთვის. 



ფესტივალები და დღესასწაულები

 

ყვავილების ფესტივალი ანფესტირია

  მაისის ყვავილების დღესასწაული ანფესტირია-ფერადი მოვლენაა. კუნძულის მაცხოვრებლები პატივს მიაგებენ ადგილობრივი ბუნებისსა და კლიმატის საჩუქარს: გაზაფხულის საპატივცემულოდ ყვავილების კარნავალში მონაწილეობას იღებს კუნძულის ყველა მაცხოვრებელი!  

 

ფესტივალი კატაკლიზმოსი

 კვიპროსის უმნიშვნელოვანესი ფოლკლორული ფესტივალი, იმართება ერთი კვირის განმავლობაში მაისის ან ივნისის თვეში (თარიღი ყოველწლიურად იცვლება) და მოიცავს უამრავ კულტურულ ღონისძიებას: სახალხო ცეკვებს, თეატრალიზირებულ ფოლკლორულ წარმოდგენებს, სიმღერებს, გასართობ თამაშებს პროტარასის პლაჟებზე. 

 

ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი

 

ტარდება რამდენიმე დღის განმავლობაში ივნისის ბოლოს. მუსიკა, ცეკვა, თეატრალიზირებული წარმოდგენები მსახიობების მონაწილეობით მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ერთიანდება  ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში, ყოველ დღეხდება ახალი პროგრამის წარდგენა.


პლაჟები

 

არაჩვეულებრივი ქვიშის პლიაჟები აგია ნაპას პლაჟებთან ერთად - კვიპროსის საუკეთესო პლაჟების რიცხვში შედის. კურორტი კრისტალურად სუფთა, გამჭირვალე წყლით და წყლის სპორტის სხვადასხვა სახეობებით დაკავების საშუალებით: ქარის სერფინგი, წყლის თხილამურები, პარაშუტით ხტომა.

შედარებით ცნობილია ლეღვის ხის ყურის პლაჟი (Fig Tree Bay), რომელიც ხმელთაშუა ზღვის რეგიონის საუკეთესო პლაჟების რეიტინგში ღირსეულად იკავებს თავის ადგილს.


ღირსშესანიშნაობები

 

აკვარიუმი

არაჩვეულებრივი ვარიანტია მთელი ოჯახისთვის. კურორტისა და კუნძულის სტუმრებს ეძლევათ საშუალება გაატარონ დაუვიწყარი დღე და თვალყური ადევნონ ზღვის ბინადრებს. აკვარიუმის ყველაზე უჩვეულო მაცხოვრებლები არიან პინგვინები, მათთვის გამოყოფილია სპეციალური პავილიონი. ეს არის მოგზაურობა ულამაზეს, ფერად სამყაროში, სადაც წარმოდგენილია ზღვის ბინადრების 1000-ზე მეტი სახეობა. 

 

ნაციონალური პარკი

გრეკოს კონცხის ტერიტორია ლამაზი ტყით, უნიკალური მცენარეულობით, სანაპიროთი გამჭირვალე წყლითა და წყალქვეშა გამოქვაბულებით (განთქმულია მყვინთავებში). აქ გასეირნება გახდება სასიამოვნო, დადებითი ემოციების წყარო!

 

პროტარასის ისტორიული მუზეუმი

ნივთებისა და სტენდების კოლექციის ექსპოზიცია მოგვითხრობს XIX საუკუნეში რეგიონის ცხოვრებას - თიხის ნაკეთობები, საბავშვო სათამაშოები, ფაეტონები და სხვა.

 

პერნერა

სანაპიროს გამოცოცხლებული ნაწილი, სადაც დაფუძნდა ხალხური რეწვისა და სუვენირების მაღაზიები, კოქტეილ ბარები, პიცერიები, აზიური რესტორნები. გადმოსახედი მოედნიდან იშლება არაჩვეულებრივი ხედი ფამაგუსტას ყურეზე.

 

ცხენით ჯირითი

Moonshine-ის რანჩო, რომელიც მდებარეობს სასტუმრო Grecian Park-თან ახლოს ყოველდღიურად იღებს დამთვალიერებლებს: სეზონზე დღეში რამდენჯერმე ეწყობა ცხენით სეირნობები. 

 

დაივინგი

პროტარასის კლდოვანი სანაპირო ზღვის გამოქვაბულებით იწვევს წყალქვეშა ცურვის მოყვარულთა ინტერესს, ხოლო გამოცდილი ინსტრუქტორი დამწყებებს ასწავლის აკვალანგის გამოყენებას.

 

გრეკოს კონცხი

უნიკალური ადგილი, სადაც სანაპიროში შეჭრილია ლურჯი ლაგუნები და ქმნის მომაჯადოვებელ სანახაობას. განმარტოების შესაძლებლობა აქ იზიდავს შემოქმედებით, რომანტიულ და სიმშვიდის მოყვარულ ადამიანებს. ძველ დროში თვლიდნენ, რომ კონცხი ქალღმერთ აფროდიტას ეძღვნებოდა, დღეს კონცხი ბუნების ნამდვილი სამოთხეა, სადაც ბინადრობს უამრავი სახეობის ფრინველი. 

 

ქარის წისქვილების მდელო

კუნძულზე პლაჟების მხარეს შეგიძლიათ ნახოთ ქარის წისქვილების საოცარი მდელო, სადაც წისქვილების ასობით მბრუნავი პირის საშუალებით მიმდებარე მინდვრებს მიეწოდება სარწყავი წყალი. 

 

ილია წინასწარმეტყველის ეკლესია

თეთრი ტაძარი, თითქოს ზეცის საჩუქარი მდებარეობს მთის მწვერვალზე, რომლისკენაც 170 საფეხური მიდის, იგი იზიდავს უამრავ მომლოცველს. ამ გზის გადალახვის შემდეგ, აღმოჩნდებით მოედანზე საიდანაც იშლება არაჩვეულებრივი ხედი მიდამოზე. ტაძართან ახლოს არის «ნატვრის ხე»: აქ მოსულები ღმერთს უტოვებენ წერილებს.

 

დერინია

სოფელი წარმოადგენს კვიპროსის ბერძნულ ნაწილში ბოლო დასახლებულ პუნქტს, რომელიც «მწვანე ზოლთან» მდებარეობს. მეორე მხარეს სულ რაღაც 2-3 კილომეტრში მდებარეობს ფამაგუსტას საპორტო ქალაქი და ტერიტორია, რომელიც თურქების მიერ არის დაკავებული. კულტურული ცენტრის გადმოსახედი მოედნიდან ჭოგრიტით შესაძლებელია მიტოვებული ვაროშას უბნის დანახვა, რომელიც წარსულში ტურისტულ ქალაქს წარმოადგენდა, დღეს ქალაქი ბერძენ-კვიპროსელი ხალხის სამწუხარო ტრაგედიას მოგვაგონებს.