Отзывы паломников
Дорогие партнеры! От имени нашей компании, а также лично от меня хотелось бы поблагодарить Всю компанию Mouzenidis за организацию Директорского инфотура 13-20мая. В ходе инфотура я смогла прочувствовать на себе высокое качество ваших услуг и познакомится поближе с Грецией, которая так тепло нас встретила. Также мне было очень приятно познакомиться и пообщаться с представителями вашей компании в ходе тура и тренинга! Все они высококвалифицированные профессионалы своего дела. Спасибо за вашу поддержку!
Sabina Seredneva
მოგესალმებით!ჩემი კომპანიის სახელით (Viptour LTD)და პირადად მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო Mouzenidis Travel-ს და პირადად Giannis Onufriadis ასეთი საოცარი მოგზაურობისთვის. ტური იყო ძალიან კარგად დაგეგმილი საინტერესო ექსკურსიებით და ზღვის კურორტების მონახულებით. .დიდი მადლობა ჩვენ გიდს Petros Mavopoulos და მძღოლ Maksim-ს,ეს იყო დაუვიწყარი 7 დღე (13.06.2016-20.06.2016). უამრავი დადებითი ემოციით. :) ,კომპანია Mouzenidis Travel-ს და მის კოლექტივს ვუსურვებ წარმატებებს!!!
ლალი მჭედლიშვილი
10/05/16-17/05/16 ეს საოცარი 1 კვირა იყო. მინდა პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ "საინფორმაციო ტურისათვის" საოცარი კოლექტივით, ანა ქარდავას, მარიბელს, ტატიანას, ევრიპიდის<3 იშვიათი როდესაც ყველა ასეთი კარგია :) მადლობა, ასევე იმისათვის რომ ტური იყო ძალიან ინფორმაციული, დატვირთული, ნაყოფიერი და ეს ჩემთვის არის მნიშვნელოვანი,რაც უკვე აღინიშნება ჩვენი ტურისტების დაინტერესების მხრივ. ვისიამოვნეთ, გავერთეთ, გავიზარდეთ რაც მთავარია. ვისურვებდი, რომ საბერძნეთში კიდევ ბევრჯერ შევძლო საინფორმაციო ტურში მონაწილეობა, რადგან დაგვრჩა უამრავი ადგილი რომელიც აუცილებლად უნდა ნახოს ადამიანმა. იმდენად,კარგები ხართ, ისეთი კარგი იყო ყველაფერი, რომ არაფერს შევცვლიდი. კვლავ გავიმეორებდი იგივე შემადგენლობით, ანალოგიური კოლექტივით და მონაწილეობით თქვენს ინფო ტურს.(იფიქრეთ ამაზე) :)) მიყვარხართ! პატივისცემით, ანი გაბუნია! <3
ანი გაბუნია
გიდი (მარიბელი) 10/10 !!!, დამხმარე გიდი 8/10, მზღოლი 8/10. პროგრამა ზედმეტად დატვირთული იყო, მომსახურების ხარისხს რაც შეეხება საკმაოდ მაღალია.
გიორგი მელიქიშვილი
საინტერესო ტური იყო , ძალიან მომეწონა გიდები და მომუშავე პერსონალი. კმაყოფილი ვარ ,მადლობა კომპანია mouzenidis travels.
natia bibileishvili
ჩვენი კომპანიის სახელით უღრმეს მადლობას გიხდით გატარებული დღეებისთვის, თქვენმა წარმომადგენელმა ანამ და თქვენმა გიდებმა ძალიან შეგვაყვარეს თავი. ტური ძალიან კარგად იყო დაგეგმილი, იყო საინტერესო და დატვირთული, ამასთანავე ძალიან კარგი დრო გავატარეთ. იმედი გვაქვს ახლო მომავალში ისევ შემოგვთავაზებთ ინფო ტურს სხვა მიმართულებებით. გისურვებთ წარმატებებს .
ქითი კვირკველია
მოგესალმებით :) მინდა მადლობა გადავუხადო კომპანია Mouzenidis ასეთი ჩატარებული ინფო ტურისთვის . ეს იყო დაუვიწყარი 7 დღე . უამრავი დადებითი ემოცია , აღფრთოვანება , სულიერი სიმშვიდი , ადრენალინი . მართლაც შეგვაყვარეთ საბერძნეთი . მადლობა იანის , მარიბელს , პანაიოტს და ყველა თანამშრომელს . რაც მთავარია თქვენ ნამდვილად დაიმხახურეთ ჩემი ნდომა . თამამად შემიძლია ტურისტის გამოშვება და დარწმუნებული ვარ ყველაფერი იქნება 100 % შესრულებული. კეთილი სურვილებით !!!! დიანა
Diana Mailiani
2 დღის წინ ჩამოვედი საოცარი ინფო ტურიდან “ჩრდილოეთ საბერძნეთი“, ძნელია სიტყვებით გადმოსცე ის ემოცია და შთაბეჭდილებები, რას დამეუფლა ამ მოგზაურობის დროს, და საოცარ მონატრებას ვგრძნობ უკვე... აღფთოვანებული ვარ მასპინძელი კომპანიის „მუზენიდის თრეველი“-ს დიდი პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდით, მძროლი, გიდი თუ ნებისმიერი სხვა მენეჯერული პოზიციის მქონე თანამშრომელი , არის თავის ქვეყანაზე და საქმეზე უსაზღვროდ შეყვარებული და მათ მიერ მიღწეული შედეგებიც ამის შედეგია. სწორედ ამ არაჩვეულებრივ გუნდის მეშვეობით მომიწია 1 კვირის განმავლობში მემოგზაურა და მომენახულებია ამ ულამაზესი ქვეყნის საოცრებები, რისი სიტყვებით გადოცემაც ნამდვილად შეუძლებელია, მინდა ყველამ თავისი თვალით მოინახულოს და განიცადოს იგივე. დიდი მადლობა „მუზენიდის თრეველის’ დიდ ერთიან გუნდს, რომელმაც ასეთი ემოციებით ამავსო და ასევე განავითარა ჩემი პროფესიული გამოცდილება. გულწრფელი გულით ვუსურვებ მათ კიდევ მეტ წინსვლას და წარმატებებს. სიყვარულით და პატივისცემით, მზია მახარობლიძე. „თრეველ ნ სერვის პლუს“
Mzia Makharoblidze
ჩვენი მოგზაურობის დროს ყოველი დღე თავგადასავალი იყო, ყველაფრი ბუნებრივად ხდებოდა.მომდევნო დღე წინაზე უკეთესი იყო და ასე გრძელდებოდა მთელი კვირა.არაჩვეულებრივი გუნდი, არაჩვეულებრივი მომსახურება და უსაყვარლესი წარმომადგენლები „MOUZENIDIS TRAVEL“-ის. ამ მოგზაურობამ ძალიან პოზიტიური გავლენა მოახდინა ჩემზე. ეს ის ქვეყანაა, რომლის შეგრძნებაც ყოველთვის მინდოდა.მომხიბვლელი ქალაქები, უნიკალური მთები, ულამაზესი ზღვა, გემრიელი საჭმელი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ძალიან მეგობრული ხალხი.მადლობა მთელ გუნდს ამ დიდი სიამოვნებისთვის.
MAKA TENEISHVILI