მდიდრული კურორტი აქტიური და მშვიდი დასვენებისთვის. ფართო ტერიტორია, კომფორტული ნომრების არჩევანი, აუზები, სანაპირო კლუბი, ბარები და რესტორნები, მომსახურეობა ბავშვებისთვის, სპა-ცენტრი, გოლფ-კლუბი, ტენისის აკადემია, საფეხბურთო სკოლა, სოფლის მოედანი სხვადასხვა მაღაზიით, რესტორნით, ბარით, სამლოცველოთი და კურორტის საბავშვო კლუბით.
კუკლიას რეგიონი, ქ. პაფოსი, 10 კმ. ქ.პაფოსის აეროპორტიდან, 75 კმ. ქ. ლარნაკას აეროპორტიდან, 25 კმ. ქ. პაფოსის ცენტრიდან, 50 კმ. ქ. ლიმასოლის ცენტრიდან. კურორტის საერთო ფართობი შეადგენს 578 აკრს. კურორტი მდებარეობს ორ პლატოზე, რომელსაც ორ ნაწილად ხეობა ყოფს, 300 მ. ზღვის დონიდან და ხედი ხმელთაშუა ზღვაზე. აფროდიტა ჰილსის რეზიდენციები მდებარეობს მთელს კურორტზე. Junior აპარტამენტები და ვილები დასავლეთ პლატოზეა, სოფლის მოედნიდან და კურორტის ყველა ინფრასტრუქრურული ობიექტიდან ფეხით მისასვლელ მანძილზე. Superior ვილების უმრავლესობა აღმოსავლეთ პლატოზეა, საიდანაც არაჩვეულებრივი ხედები იშლება გოლფის მოედანზე, ხმელთაშუა ზღვაზე ან ახლომდებარე მთების კალთებზე.
ყველაზე პრესტიჟული 5-ვარსკვლავიანი კურორტი აქტიური და მშვიდი დასვენებისთვის აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში.კვიპროსის კულტურითა და ტრადიციებით გაჟღენთილი კურორტი, 15 წუთის სავალ მანძილზე ქ.პაფოსის საერთაშორისო აეროპორტიდან. კურორტი მდებარეობს სწორედ იმ ადგილას, სადაც ლეგენდის თანახმად აფროდიტა - სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთი ამოვიდა ზღვის ქაფიდან.
კურორტი აფროდიტა ჰილსი მოიცავს დასასვენებელ რეზიდენციებს, რომელსაც აქვს დასასვენებელი სახლების ფართო არჩევანი; 18 ხვრელიანი გოლფის მოედანი, რომელიც აღიარებულია მაღალი სტანდარტების მქონე Golf, PGA National, Cyprus და გოლფის აკადემიის მიერ. სპა-ცენტრი The Retreat ბერძნულ-რომაული თერმული წყლით, დაჯილდოებული პრესტიჟული ჯილდოებით.
ენა: Georgian