თქვენი ქალაქი
თბილისი
 ზარი
x
+
ჩვენი კოორდინატები
70, Ir. Abashidze Str.+995 322 00 13 12
ON-LINE დაჯავშნა

საბერძნეთში დასვენება

          

 უდავოდ ბერძნები, ეს ის ერია რომელმაც იცის  ღირსეულად დასვენება. ტყუილად კი არ არსებობს ტერმინი „ბერძნულად დასვენება“, რაც ნიშნავს ასი პროცენტით წარმატებულ, ბედნიერ და მრავალფეროვან დასვენებას საბერძნეთში, სადაც წელიწადის ყოველ დროს ტურისტებისთვის იხსნება, რაღაც ახალი და განუმეორებელი. მაგალითად ზამთარში საბერძნეთში დასვენება, არაფრით არ ჩამოურჩება დასვენებას ზაფხულის სეზონზე. უბრალოდ იგი განსხვავებულია: სამთო-სათხილამურო კურორტები, სხვადასხვა საექსკურსიო პროგრამები, სამომლოცველო ტურები- ეს არ არის ყველაფერი, რითიც დაიკვეხნის საბერძნეთი . ტურიზმი ამ საოცარ ქვეყანაში არ წყვეტს განვითარებას, რაზეც გამუდმებით ზრუნავს  სახელმწიფო.

ბერძნების ტემპერამენტი,რომელიც ასე ნათლად არის გამოსახული მუსიკასა და ცეკვებში, ყველა სტუმარზე, რომელიც ამ ქვეყანას ეწვევა  ახდენს გავლენას და ავსებს მათ სასიცოცხლო ენერგიით.

ყოველ წლიურად საბერძნეთში დასვენება  უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ეს არც არის გასაკვირი: რადგანაც საბერძნეთი - ეს არის ქვეყანა, უმდიდრესი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობით, სტუმართმოყვარე ხალხით, ულამაზესი ბუნებით და ჯანსაღი კლიმატით.

              საბერძნეთი. ექსკურსიები.დასვენება

საბერძნეთში დასვენება  ყოველთვის იზიდავდა ტურისტებს, როგორც შესაძლებლობა მოინახულონ ქვეყანა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ევროპულ კულტურას და აჩუქა მსოფლიოს ცოდნის შეუდარებელი  საგანძური. უნიკალური ექსკურსიების მეშვეობით დამსვენებლები ეცნობიან ანტიკური ქალაქების ისტორიას, ასევე მსოფლიო მნიშვნელობის არქიტექტურულ და კულტურულ ძეგლებს.


ახალგაზრდული დასვენება საბერძნეთში, აქტიური ღამის ცხოვრებით,ზღვის კრუიზებით და იახტინგით, კორპორატიული დასვენების და საქმიანი შეხვედრების ორგანიზაციის  შესაძლებლობა, თანამედროვე SPA-ცენტრები და დელუქს კატეგორიის სასტუმროები, სამომლოცველო ტურები და მრავალდღიანი საექსკურსიო პროგრამები, სემინარები, გამოფენები და ფესტივალები. ვიკენდის ტურები და შოპ-ტურები- ყველაფერი ეს გელით საბერძნეთში.

 ზღვაზე დასვენება საბერძნეთში

 საბერძნეთი – ეს ის ქვეყანაა, რომლის სანაპიეროები ყოველწლიურად ჯილდოვდება „ ლურჯი დროშით“, რაც ნიშნავს კრისტალურად სუფთა წყალს და სანაპიროს. საბერძნეთში, დასვენება ზღვაზე- ეს არის გარანტია დატკბეთ ფირუზისფერი ზღვით, ულამაზესი სანაპიროთი, ზეთისხილის როშებით, არაჩვეულებრივი კლიმატით. დასვენება ბერძნების უსაყვარლეს კურორტზე ქალკიდიკის ნახევარკუნძულზე,  უამრავი პლაჟებით და იდეალური ეკოლოგიით. საბერძნეთის ცნობილ კუნძულებზე, რომელთაგან ყოველივე თავისებურად მშვენიერი და უნიკალურია: კრეტა ,როდოსი,კორფუ,სანტორინი,მიკონოსი,პატმოსი და სხვ.

საბერძნეთის კუნძულებზე და მატერიკზე დასვენება – ეს არის ოცნება რომელიც რეალობად იქცევა!

დასვენება ბავშვთან ერთად

უდავოდ, დასვენება ბავშვთან ერთად  ან ეგრეთ წოდებული  « საოჯახო დასვენება საბერძნეთში», - ეს არის არაჩვეულებრივი არჩევანი!  რადგანაც, პრაქტიკულად ყოველი ბერძნული სასტუმრო ზრუნავს იმაზე,რომ ყველაზე პატარა სტუმრებმაც კი იგრძნონ თავი მაქსიმალურად კომფორტულად. ლეგენდების და მითების სამყაროში მათ ელით  უამრავი და საინტერესო გასართობი პროგრამები და თამაშები. მშობლებს კი მიეცემათ საშუალება სულ ცოტა ხნით დაისვენონ თავისი პატარებისგან. 

რა ღირს დასვენება საბერძნეთში?

უმსხვილესი ბერძნული ტუროპერატორი-MOUZENIDIS TRAVEL-ი, რომელსაც ამ სექტორში მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია, ყოველთვის გთავაზობთ საუკეთესო ფასებს. ჩვენ ვზრუნავთ არა მხოლოდ თქვენს  კარგ განწყობაზე, არამედ თქვენს ჯიბეზეც. 

MOUZENIDIS TRAVELმთელი საბერძნეთი თქვენთვის!

 

 

ენა: Georgian

Ok
არჩევა