სასტუმრო Best Western Hotel მდებარეობს ქუთაისის ხეობაში, თეთრი ხიდისა და კოლხეთის შადრევანთან ახლოს. სასტუმროს გააჩნია ტერასა და უფასო Wi-Fi. რესტორანი ევროპული სამზარეულოთი.
BestWesternქუთაისი სტუმრებს სთავაზობს საერთაშორისო დონის მომსახურეობას, რომელიც შესანიშნავად ერწყმის ადგილობრივ სტუმართმოყვარეობას. თანამედროვე ინტერიერისა და პრემიუმ კლასის 45 მყუდრო ოთახი თავს სრულყოფილ კომფორტში გაგრძნობინებთ, ხოლო ადგილობრივი კულინარიული შედევრები დაუვიწყარ გასტრონომიულ შეგრძნებებს დაგიტოვებთ. თქვენ მოგემსახურებათ ორი რესტორანი და კოკტეილ ბარი. სპეციალური შეხვედრებისთვის კი, სასტუმროს აქვს ფართო ბრეიქოუთ ტერიტორიები, რომელთაც 100 დელეგატზე მეტის მასპინძლობა შეუძლია.
ლობი ლაუნჯი
Lobby Lounge - ეს სწორედ ის ადგილია, საიდანაც ჩვენი სასტუმროს გაცნობას იწყებთ. აქ თქვენ დაგხვდებათ კომფორტული გარემო მოწვეულ სტუმრებთან შეხვედრისატვის ან თუნდაც მცირე ხნით განტვირთვისთვის, მანამ სანამ თქვენს ოთახში მოეწყობით. შექმნილი ატმოსფერო საშუალებას მოგცემთ თავი კომფორტულად იგრძნოთ, დაისვენოთ და დღის დაგეგმვას შეუდგეთ, იქნება ეს მეგობრებთან შეხვედრა თუ სრული დღის Best Western Kutaisi-ის თანამედროვედ აღჭურვილ ოთახში გატარება.
2.8 კმ-ში მდებარეობს ბაგრატის დაძარი , 10 კმ-ში კი გელათის ტაძარი , მანძილი აეროპორტიდან 21 კმ
ნომრები აღჭურვილია კონდიციონერით , ტელევიზორით და სატელიტური არხებით, ასევე არის ჩაიდანი , საწერი მაგიდა , სველი წერტილი საშხაპით .
ოთახების სერვისი
დატკბით ბესთ უესთერნ ქუთაისის კომფორტული ოთახებითა და აივნიდან გადაშლილი საუკეთესო და მრავალფეროვანი ხედებით. შეუკვეთეთ თქვენთვის სასურველი საკვები და სასმელი Room Service-ის მენიუდან. სასტუმროს პერსონალი მათ უმოკლეს ვადაში მოგართმევთ. ბესთ უესთერნ ქუთაისში Room Service-ი მოქმედებს 11:00 საათიდან 23:00 საათამდე.
ენა: Georgian