სასტუმრო King David ქუთაისი მდებარეობს კოლხეთის შადრევანთან ახლოს , ბაგრატის ტაძრიდან 1.9 კილომეტრში და ქუთაისის ისტორიული მუზეუმიდან 300 მეტრში. სასტუმრო უზრუნველყოფს უფასო Wi-Fi-ით, აქვს ბაღი, ტერასა და საერთო დარბაზი.
გელათის მონასტრიდან 10 კმ-ში , მანძილი აეროპორტიდან 22 კმ
სასტუმრო “მეფე დავითი” გთავაზობთ კომფორტულ ოთახებს, თანამედროვე დიზაინით და მოწყობილობით. ოთახის დამლაგებელის გამოძახება ხდება თანამედროვე სენსორული პანელის საშუალებით .
ყოველ ოთახში არის დაფენილი რბილი ნოხის იატაკი. ასევე არის ცენტრალური გათბობა და კონდიციონირება, არის სეიფი,
სველი წერტილი , ხალათი და ჩუსტები, თმის საშრობი, ჩაის მოსამზადებელი ხელსაწყო, საკვების 24 საათიანი მიწოდების სერვისი.
ყოველ ოთახში არის მინი-ბარი მაცივარი, IP-ტელეფონები, ციფრული HD ტელევიზია და მაღალ სიჩქარიანი WiFi. ასევე ოთახებში არის პატარა საწერი მაგიდა.სასტუმროს აქვს საოჯახო ოთახები, სამზარეულო და სარეცხი მანქანით. ოთახებს აქვს ხედი “ბაგრატის ტაძარზე“, სიყვარულის პარკზე და საბაგირო გზაზე, ასევე არსებობს ოთახები მდინარის და მთის ხედით.სასტუმროს აქვს პირობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. შენობას წინა მხარეს აქვს სპეციალური ამოსასვლელი ლიფტი, ასევე ცენტრალური ლიფტის საშუალებით შესაძლებელია პირდაპირ პარკინგიდან ნებისმიერ სართულზე მოხვედრა.
ენა: Georgian