Mouzenidis Group
Mouzenidis Group
საბერძნეთი ამჯერადაც მეორე ადგილზეა მსოფლიოში ლურჯი დროშების სანაპიროების რაოდენობით . წელს ლურჯი დროშა მიენიჭა ქვეყნის 497 სანაპიროს და 14 ბუხტას.
აღსანიშნავია ის ფაქტი რომ რეგიონებიდან პირველ ადგილს იკავებს ჰალკიდიკის ნახევარკუნძული რომელსაც 94 ლურჯ დროშიანი სანაპირო აქვს.
მოხარული ვართ იმით რომ რამოდენიმე Bomo Hotels - ის ქსელში შემავალ სასტუმროს მიენიჭა ეს ჯილდო.
ლურჯი დროშა თავისებური სერთიფიკატია, რომელიც პლაჟების ხარისხს 29 კრიტერიუმის მიხედვით აფასებს, მათ შორის: პლაჟამდე მოსახერხებელი მისასვლელი, წყლის სისუფთავე (ყოველკვირეული ტესტირება), სანაპიროს დასუფთავება და ნაგვის შეგროვება, მუდმივი მონიტორინგი და სამაშველო სამსახურის არსებობა, გადაუდებელი დახმარების მომსახურება, შხაპების არსებობა, ავტოტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვა, შინაური ცხოველების არდაშვება და სხვ.
ენა: Georgian