ამორგოსი - საოცარი აღმოჩენები
ამორგოსი - კიკლადის ყველაზე აღმოსავლეთით მდებარე კუნძული, დიდებული მთიანი რელიეფით. მთები, კლდეები, პლატოები და სამხრეთით სანაპიროზე ღრმად შეჭრილი ყურეები, მშვენიერი სანაპიროების ულამაზესი პეიზაჟები - ეს ყველაფერი კუნძულის ლანდშაფტის ძირითადი მახასიათებლებია. კუნძულის ყველაზე მაღალი მწვერვალია კრიკელო (ზღვის დონიდან 821 მ.) . მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლები, ბიზანტიური და პოსტბიზანტიური ტაძრები, ძველი სამლოცველოები ამორგოსის დიდ ისტორიაზე მეტყველებენ.
შემდეგ ▼
ჯერ კიდევ პრეისტორიულ პერიოდში დასახლებული ამორგოსი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი კიკლადური ცივილიზაციის ( მესამე ათასწლეული ჩვენს წელთ აღრიცხვამდე) ძველ დროში კუნზულზე ყვაოდა სამი ქალაქი ეგიალი, არკესინი და მინოა. ძველი რომის პერიოდში ამორგოსი იყო გადასახლების ადგილი, ხოლო ბიზანტიურ პერიოდში კლდეზე აშენებული უნიკალური ხოზოვეტისის ღვთისმშობლის მონასტრის წყალობით, მნიშვნელოვან სამომლოცველო ცენტრს წარმოადგენდა.
ხორა - ძველი ეპოქის სურნელი კუნძულის დედაქალაქში
ხორა არის კუნძულის ადმინისტრაციული ცენტრი , სადაც ნამდვილი კიკლადური ატმოსფერო შეგიპყრობთ. ხორა მშვენიერი და სრულიად თეთრი სოფელია, რომელიც იზიდავს მნახველს თავისი ქუჩებით, პატარა მოედნებითა და ტრადიციული ეკლესიებით.
როგორც წესი, ტურისტების უმეტესობა აქ ამოდის საღამოობით, რათა ივახშმონ ერთ-ერთ ტავერნაში ან დატკბნენ გამაგრილებელი კოქტეილით ტრადიციული ბერძნული მუსიკისა და სიმღერების თანხლებით. მაგრა ეს სოფელი დილითაც არაჩვეულებრივი სანახავია. გაისეირნეთ ვენეციურ კოშკ გავრასში მდებარე არქეოლოგიური მუზეუმიდან, ზედა წისქვილებამდე, რომლებისკენაც ვიწრო თეთრი ქუჩების ლაბირინთი მიდის.
გარდა ამისა ხორიდან შეძლებთ ავტობუსით იმოგზაუროთ კუნძულის ნებისმიერ ადგილამდე.
პანაია ხოზოვეტისის მონასტერი : ცასა და მიწას შორის
ღვთისმშობლის ქათქათა თეთრი მონასტერი ამორგოსის არქიტექტურული სტილის ნათელი მაგალითი და ერთ-ერთი განთქმული ღირსშესანიშნაობაა. ის ფაქტობრივად კლდეზეა « მიმაგრებული», ზღვის დონიდან 180 მეტრ სიმაღლეზე. მონასტერი 1088 წელს დაარსდა ალექსიოს კომნინოს II-ის მიერ. მონასტერში ინახება იშვიათი რელიგიური რელიქვიები და ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი .
მონასტერთან ახლოს მდებარეობს ცნობილი სანაპირო აგია ანნა, სადაც მიმდინარეობდა ლუკა ბესსონის ცნობილი შედევრის «ცისფერი უფსკრული»-ს გადაღებები. კიდევ ერთ საინტერესო სანაპიროს წარმოადგენს მუროსი,აქ საგრძნობლად ნაკლები კენჭებია აგია ანნას სანაპიროსთან შედარებით, წყალი აქაც ზურმუხტისფერია. გარდა ამისა , მუროსზე არის გამოქვაბულები - ეს არის იდეალური ადგილი წყალქვეშ ნიღბით საცურაოდ.
.
კატაპოლა თუ ეგიალი?
კატაპოლა - კუნძულის მთავარი პორტი და ულამაზესი რაიონია , რომლის ერთ-ერთ ღირშესანიშნაობას კატაპოლინის ღვთისმშობლის ტაძარი წარმოდგენს. ის ძველი აპოლონის ტაძრის ადგილას არის აშენებული. გარდა ამისა კატაპოლში შემორჩა ძველი ბერძნული ქალაქის მინოას ნანგრევები. სანაპირო დასვენების მოყვარულებს ამ ადგილის მოხიბლავთ სუფთა ქვიშიანი პლიაჟი. კატაპოლა იდეალურია მშვიდი, ოჯახური დასვენებისთვის.
თუ გსმენიათ დილამდე გართობის შესახებ და გსურთ გამოსცადოთ ახალგაზრდული დასვენების მშვენიერება საკუთარ თავზე აირჩიეთ ეგიალიამნიშვნელობით ( მეორე პორტი კუნძულზე) , რომელიც განთქმულია არამარტო საოცარი სანაპიროებით, არამედ უამრავი მუსიკალური კაფე-ბარით.
კუნძულის ტურისტული ინფრასტრუქტურა მუდმივად ვითარდება და ტურისტთა რაოდენობა მატულობს. ძირითადად ამორგოსს დასასვენებლად ირჩევენ ბერძნები, რომლებსაც იზიდავთ განსაკუთრებული ატმოსფერო და სუფთა ეგეოსის ზღვა.