თქვენი ქალაქი
თბილისი
 ზარი
x
+
ჩვენი კოორდინატები
70, Ir. Abashidze Str.+995 322 00 13 12
ON-LINE დაჯავშნა
26°C

არიდეა. დასვენება, ტურები, მკურნალობა 2024

აღწერა

არიდეა – ბერძნული ქალაქი, სადაც ზრუნავენ თქვენს ჯანმრთელობაზე 

არიდეა – მცირე ზომის ქალაქი გასაოცარი ბუნებით, უნიკალური ღირსშესანიშნაობებით და სტუმართმოყვარე ადგილობრივი მოსახლეობით, გარსშემორტყმული მთებით ვორა და პეკუ.

შემდეგ

არიდეა ქალაქ ედესასგან 26 კმ-ში მდებარეობს, მდინარე ტოპლიცას მარჯვენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 128 მეტრზე.  ქალაქის სახელწოდება უკავშირდება ისტორიულ პერსონას ორიდეოს, (ამინტა III-ის ვაჟი და ალექსანდრე მეკედონელის ბიძა).  ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის  გამო, ქალაქი არი სატრანსპორტო კვანძი, რომელიც აკავშირებს რეგიონს სხვა ქალაქებთან. 
განვითარებული სოფლისმეურნეობის , მესაქონლობის და მეტყეობის გარდა, მნიშვნელოვან როლს არიდეას ეკომონიკურ განვითარებაში  თამაშობს ტურიზმი. დღეს არიდეა -ეს არის თანამედღოვე, ცოცხალი ქალაქი, რომელიც უამრავ  სტუმარს იზიდავს. ქალაქის სიახლოვეს მდებარეობს სამთო-სათხილამურო კურორტი კაიმაკცალანი, მოტოკროსის ცენტრი პანაიცა, ვეგორიტიდას ტბა. და მაინც  არიდეაში ყველაზე პოპულარულ ადგილად ითვლება  ლუტრა პოზარ (თერმული აბაზანები)  რომლებიც ქალაქიდან 12 კმ-შია განლაგებული. 

 

ლუტრა პოზარ – ლუტრა არიდეა – ლუტრაკი - ლუტროპოლი

ლუტრა პოზარ ან როგორც მათ ხშირად უწოდებენ  ლუტრა არიდეა ან ლუტრაკი– საოცრად ლამაზი ადგილი, ცნობილი მთელს ევროპაში თასისი სამკურნალო და გამაახალგაზრდავებელი ცხელი წყაროების მეშვეობით.  

შემდეგ▼

ლუტრა პოზარი საბერძნეთში საუკეთესო თერაპევტულ კურორტად ითვლება, განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურითა და მაღალი დონის მომსახურეობით.

საკურორტო დასახლება ლუტროპოლი (ლუტრა პოზარ) მდებარეობს თვალწარმტაც რაიონში, არიდეასგან 12  და სალონიკიდან 100 კმ-ში. სახელწოდება"პოზარ" გამომდინარეობს სიტყვისგან "პო"და "ზარ", რაც ნიშნავს "ცეცხლის ქვეშ".  

სტუმრების კომფორტისთვის შექმნილია ინდივიდუალური აბაზანები, ოლიმპიური ზომის საერთო აუზი და დახურული აუზი. იმისათვის, რომ მაქსიმალურად გამოყენებულ იქნას წყლის სასიცოცხლო თვისებები აქ ორგანიზირებულია სპა-ცენტრები, რომლებიც ფუნქციონირებს მთელი წლის განმავლობაში.


აქ, წყლის სამკურნალო თვისებების გარდა, ორგანიზმის გაჯანსაღებას ხელს უწყობს სიმყუდროვის  არაჩვეულებრი ატმოსფერო  და კომფორტული პირობები. რელიეფური ცალებადობა, ცხელი და ცივი წყაროები, სიმწვანე -ეს ყველაფერი გელით ამ ადგილას.

ლუტრა არიდეაში შექმნილია ყველა პირობა, როგორც ფიზიკური ასე ფსიქიკური ჯანმთელობისთვის. აქ ორგანიზმის მოვლის უამრავი ვარიანტი დაგხვდებათ

ლუტრა პოზარში განლაგებულია სასტუმროები, აუზები,თურქული აბანოები(ჰამამი), ხელოვნური ჩანჩქერები, სილამაზისა და რელაქსაციის სალონები, ტრადიციული  პროდუქტების სავაჭრო დახლები. რესტორნები და კაფეები. 



დახურული აუზი და  ჰამამი

ლუტროპოლისის ტერიტორიაზე მდებარეობს "ალექსანდრიო". ეს არის თანამედროვე შენობა, რომელშიც მდებარეობს 8 აუზი ხელოვნური ჩანჩქერებით. 

შემდეგ▼

ამის გარდა აქვე მდებარეობს პალეონტოლოგიური მუზეუმი. ასევე სპა-ცენტრში ფუნქციონირებს 48 ინდივიდუალური აბაზანა, 2 თურქული აბანო, რომელიც 6 კაცს იტევს. 

ჩანჩქერები და ღია აუზი

ამ ადგილს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს თერმული წლის, 20 მ სიმაღლის ჩანჩქერები, რომლებიც გაჭიმულია მდინარის მთელ სიგრძეზე, სადაც სტუმრებს შეუძლიათ მიიღონ აბაზანა, როგორც ჯანმთელობისთვის ასევე გასართობად. ასევე ბუნების შუაგულში არის ღია აუზი. 

შემდეგ▼

ბილიკს, რომელიც აუზიდან იწყება, მივყევართ 22 მეტრიან დიდ ჩანჩქერთან. 

ლუტრასა და ნიკოლაუს ხეობა იდეალური ადგილია ალტერნატიული ტურიზმის მოყვარულთათვის, სეირნობისთვის, მთამსვლელობისთვის, ალპინიზმისთვის. 

ცოტაოდენი ისტორია

მრავალი საუკუნის განმავლობაში, ხალხი თაყვანს სცემდა წყალს, რაც ასახულია რელიგიაში, მითოლოგიაში და ტრადიციებში.  წყალს იყენებდნენ სხვადასხვა რიტუალებში, რომელთა მიზანი იყო განკურნება. 

შემდეგ ▼

 პრაქტიკამ დაამტკიცა, რომ თერმალური წყლები ამსუბუქებს ტკივილს და სხვადასხვა დაავადებებს კურნავს.


ასკლეპიები– ტაძრები, რომლებიც შენდებოდა ანტიკური საბერძნეთის დროს, ეძღვნებოდა დაავადებატა განკურნებას. ასეთ ტაძრებს წყაროების მახლობლად აგებდნენ. პაციენტების განკურნება ხდებოდა თერმალური აბაზანების, სწორი კვების  და კარგი ფსიქოლოგიური მდგომარეობის მეშვეობითმეშვეობით. 

ამ თერაპიულ წყაროებს პირველად ეწვია ძველიბერძნული ისტორიკოსიჰეროდოტე, რომელმაც შემდეგ თავის ნაშრომებში არაერთხელ აღწერა ეს უნიკალური ადგილი. თერმლურ წყაროებს ასევე,  ახსენებს თავის ნაშრომებში მედიცინის ფუძემდებელი ჰიპოკრატე (ძვ. წ. 5 საუკუნე) და ხაზს უსვავს  ცივი და ცხელი აბაზანების დადებით გავლენას ადამიანის ორგანიზმზე. ჰიპოკრატეს ნაშრომებში ჩამოთვლილია დაავადებათა სია, რომელთა განკურნება შეიძლება თერმალური წყლის მეშვეობით. ასევე მედიცინის მამამ ჩამოაყალიბა თერმული აბაზანების მიღების წესები და შექმნა  წყაროების პირველი კლასიფიკაცია ფერის, სუნის და გემოს თანახმად. 

 თერმული წყლებით ჰიდროთერაპიის 

სამკურნალო თვისებები 

 

ჰიდროთერაპია

თერმალური ჰიდროთერაპია ეხმარება სისხლისმიმოქცევის , ნერვული, კუნთოვან-ძვლოვანი სისტემის და კანის და სხვ.  უამრავი დაავადების  განკურნებას. 

ჰიდროთერაპიით მკურნალობან:

  •     რევმატიული დაავადებები
  •     სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები
  •     კანის დაავადებები (ეკზემა დერმატიტი და სხვ.)
  •     გინეკოლოგიური დაავადებები (ქრონიკული ანთებითი პროცესები, საკვერცხეების ფუნქციის დარღვევა და სხვა.)
  •     პერიფერიული ნერვების დაავადება (ნევრიტი, რადიკულიტი, ნევრალგია).
  •     ნერვული სისტემის  დარღვევის სინდრომები. 

ჰიდროკინეზოტერაპია

 შველის პათოლოგიურ ცვლილებებს( ატროფია, დეფორმაცია, რეჰიდრაცია) და შველის მათ აღდგენას.  

ადგილობრივი სამზარეულო და ალტერნატიული ტურიზმი 

არიდეა უმშვენიერესი ბუნების გარდა გთავაზობთ ალტარნატიული ტურიზმის სხვადასხვა ვარიანტებს და რათქმაუნდა  უგემრიელეს აგდილობრივ სამზარეულოს( მოიცავს მაკედონურ კერძებს, რომლის რეცეპტებიც უცვლელი დარჩა მრავალი საუკუნის განმავლობაში).

შემდეგ ▼

ლუტრაკის გარშემო ტერიტორია და მთლიანად არიდეა უამრავ შესაძლებლობას იძლევა აქტიური დასვენებისთვის, კერძოდ კი: კაიმაკჩალანის მთებში თხილამურებზე სრიალი, ფეხით სეირნობისთვის რეგიონის ულამაზეს ბუნებაში. უნიკალური ხეობები იდეალურია ალპინიზმისთვის. 

ზოგიერთ წვრილ ბილიკს მივყევართ გამოქვაბულებთან. ეს არის პირველი გამოქვაბულთა პარკი საბერძნეთში. პარკი შედგება  გამოქბაბულთა 17 კომპლექსისგან, რომლებშიც ნაპოვნია ნეოლიტის ეპოქის პალეონტოლოგიური მონაპოვარი. 

სასარგებლო და საინტერესო დროსტარების შემდეგ გირჩევთ ეწვიოთ რომელიმე ტრადიციულ ტავერნას, სადაც აუცილებლად  ღირს გასინჯოთ ადგილობრივი სამზარეულოს უნიკალური კერძები, რომლებიც არ შეგხვდებათ საბერძნეთის სხვა რეგიონებში. აქ ამზადებენ უგემრიელეს ხორციან კერძებს (ცომლეკი, კლეფტიკო,სტამნატო, ძუბარლიგეს ან ძიბრეს) სარმადაკია (ტოლმა ვაზის ფოთოლში), ასევე კერძები ახალი თევზისგან ( რეგიონის მდინარის) :  გულიანოს(ლოქო), გრივადი (კობრი), პესტროფეს (კალმახი),კასია . გასინჯეთ ასევე ტრადიციული ფენოვანი ღვეზელი(პიტეს), ტრაქანასი,ბატსოსი(ტრადიციული ყველი) და სხვადასხვა სახის წნილი. 

აუცილებლად გასინჯეთ თაფლი, ხილი,მურაბა, ციპურო( სპირტიანი სასმელი), ასევე ნატურალური მაკარონის ნაწარმი. მთელს საბერძნეთში ცნობილია ადფგილობრივი წითელი წიწაკა- «ცეკეს ან ბუკოვო» - არაჩვეულებრივი არომატითა და გემოთი.

არიდეას და ლუტრა პოზარის სასტუმროები 

არიდეა პოპულარული ტურისტული მიმართულებაა ქსენონების(ტრადიციული ბერძნული სასტუმროების), შალეების, ბუხრიანი ოთახებით, პატარა ბუტიკ-ოტელები, მდიდრული სასტუმროები, ტავერნები, რესტორნები, კაფეები და ბარები, რომლებიც სთავაზობენ სტუმრებს მაღალი დონის მომსახურეობას.