თქვენი ქალაქი
თბილისი
 ზარი
x
+
ჩვენი კოორდინატები
70, Ir. Abashidze Str.+995 322 00 13 12
ON-LINE დაჯავშნა
27°C

ევია | ევბეა. დასვენება და ტურები 2024

აღწერა

ევბეა - საბერძნეთის მარგალიტი

ევბეა (ევია)- საბერძნეთის სიდიდით მეორე კუნძულია, კ. კრეტას მერე. მისი ფართობია შეადგენს - 3580 კვ. კმ, ხოლო სანაპირო ზოლის სიგრძე - 680 კმ!

 ევბიის ცენტრში მდებარეობს დედაქალი - ქალკიდა, რომელიც უკავშირდება მატერიკს ორი ხიდით: ახალი და ძველი. ძველ ხიდზე თქვენ შეგიძლიათ გახდეთ უნიკალური მოვლენის მოწმე,რომლის საიდუმლოს ამოცნობასაც ცდილობდა ჯერ კიდევ არისტოტელე: ზღვის მიმოქცევა და უკუქცევა ცვლიან ერთმანეთს, რის შედეგადაც ფორმირდება «მდგარი ტალღები». ახალი ხიდი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაკიდული ხიდი ევროპაში.

შემდეგ

ევბეა (ევია) 3 გეოგრაფიულ რეგიონადაა გაყოფილი: ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებად. კუნძულის ყველაზე მნიშვნელოვან ცენტრად ითვლება ქალაქი ედიპსოსი (ცნობილია თავისი სამკურნალო წყლებით), ალივერი, ამარანფი, არტაკი, ვასილიკო, ერეთრია, ისტეია, კიმი, კარისტოსი და ლიმნი. ევიის ყველაზე მაღალი მთებია - დირფი, კანდილი და ოხი. ევბეა (ევია) ფლობს შესანიშნავ ტურისტულ ინფრასტრუქტურას, რომელსაც შეუძლია დააკმაყოფილოს ყველაზე მომთხოვნი ტურისტიც კი.
კუნძლი ევბეა (ევია) არის იდეალური ადგილი დასასვენებლათ მთელი წლის განმავლობაში. ტურისტებს ხიბლავს ბუნების საოცარი პეიზაჟები, სხვადასხვა ისტორიული ძეგლები, ეკლესიები და შესანიშნავი მუზეუმები. ფიჭვის ტყეები და ზეთისხილის ჭალები, ჩანჩქერები და წყაროები, ლამაზი ქვიშიანი სანაპიროები, მრავალი ყურე ეგეოსის ზღვის ფირუზისფერი წყლით.

 

სასტუმროები ევბეაზე (ევიაზე)

ევბეა (ევია) მოუხდება ნებისმიერ ტურისტს. აქ თქვენ იპოვით ყველანაირ ტურს: ოჯახური დასვენება, რომანტიული დასვენება, ახალგაზრდული, სამომლოცველო და სხვა. ევბეაზე მდებარეობს, როგორც დიდი სასტუმრო კომპლექსები, ასევე პატარა ეკონომიური აპარტამენტები.
ერთ-ერთი ყველაზი ცნობილი და დიდი სასტუმრო Thermae Sylla Spa, აშენებულია 1897 წელს. სასტუმროს სტუმრები იყვნენ არისტოტელე ონასისი, მარია კალასი, ჩერჩილი, გრეტა გარბო, ომარ შარიფი და სხვა ცნობილი პიროვნებები. დღეს დღეობით ეს შესანიშნავი კომპლექსი ითვლება საუკეთესო SPA-სასტუმროთ მთელ მსოფლიოში, მისი თერმული აბაზანები კი შედის მსოფლიოს top 10-ში.

 

ჩრდიოეთ ევბეა (ევია) - ბუნების საგანძური საბერძნეთის შუაგულში 

ჩრდილოეთ ევბეა - ეს არის მთებისა და ულამაზესი ბუნების შეხამება, კამკამა ლურჯი ზღვა, მოვლილი სანაპიროები, რომლებიც მდებარეობენ ჩრდილოეთ ევიის ყურისა და ეგეოსიის ზღვის სანაპიროზე.
მთის პეიზაჟები, კანიონები, ჩანჩქრები და საოცარი კლიმატი, ქმნიან არაჩვეულებრივ განწყობასა და ატმოსფეროს.

 
შემდეგ▼

ეს რეგიონი იდეალურია მშვიდი დასვენებისთვისა და შემეცნებითი ექსკურსიებისათვის. მას არ შეეხო მასიური ტურიზმი, რაც ამ ადგილს კიდევ უფრო მეტ შარმს მატებს.
ბუნებრივი სილამაზის გარდა კუნძულის ამ ნაწილში შეინახა ბრწყინვალე ისტორია და უდიდესი ცივილიზაციის კვალი.აქ იმყოფება დიდი რაოდენობის არქიტექტური აღმოჩები,ძეგლები და ღირშესანიშნაობები.
ესეთი ქალაქები როგორც:ედიპსოსი,ისტიეა,ორეი,ლიმნი,არტემისო,კირინფოსი,როვიესი და სხვა შეიტანა დიდი წვლილი ელინიზმის ისტორიაში.
ჩრდილოეთი ევბეა არის ხმელთაშუა ზღვის სტრატეგიული ადგილი.აქ გაიმართა არტემისიის ბრძოლა,რომელიც პარალელურად მოხდა თერმოპილის ბრძოლასთან.
აღსანიშნავია ასევე თერაპიული თერმული წყლები, რომლებიც მდებარეობს ევბეის ჩრდილოეთი ევბეიისდასავლეთით. ეპიდსუს თერმული წყარო 20.000 წელზე მეტი ხნისაა. მასზე ჯერ კიდევ არისტოტელე და სტრაბონი წერდა. შეიძლება ითქვას რომ, ეს არის საბერძნეთის ყველაზე ცნობილი თერმალური კურორტი.



ცენტრალური ევბეა (ევია)

ქალკიდას რეგიონი იდეალური ადგილია სამოგზაუროდ და დასასვენებლად. როდესაც ევბეაზე ათენის მხრიდან მოდიხართ ხვდებით ავლისის მუნიციპალიტეტში, რომლის დედაქალაქია ვაფი.აქ მდებარეობს უმშვენიერესი და ცნობილი სანაპიროები ფაროსი და ავლისი. 

ავლისის  რეგიონი ცნობილია ევრიპიტეს დრამის  «იფიგენია ავლისში» -ს მეშვეობით. იგი მდებარეობს ბეოტიის სანაპიროზე, ევბეის ყურის სამხრეთ ნაწილში. 

შემდეგ ▼

ულამაზესი სანაპიროებისა და ლაგუნების გარდა, რეგიონი განთქმულია თავისი ღამის ცხოვრებით, ასევე სასტუმროების, რესტორნების,ტავერნებისა და ბარების მრავალფეროვნებით. ამის გარდა სწორედ ამ რეგიონში აქტიურად მიდის მდიდარი ბერძნების აგარაკების მშენებლობა. 

ავლისში კი კარგად განვითარებულია მევენახეობა, აქ ფუნქციონირებს მრავალი ღვინის ქარხანა, მაღაზიებში კი ღვინის დიდი არჩევანია.

,ავლისისგან ოდნავ დაშორებით, მდებარეობს ანფიდონის მუნიციპალიტეტი.  

ათენიდან,ქალკიდიდან და თებებიდან ანფიდონის მუნიციპალიტეტის მიმართულებით მოსახერხებელი გზა მიდის. ბუნებრივი სილამაზე, გასაოცარი სანაპიროები და ღრმა,კრისტალურად სუფთა ზღვა- მთავარი მიზეზია, რის გამოც ანფიდონი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გასართობ და დასასვენებელ ადგილად, განსაკუთრებით კი ზაფხულის პერიოდში. აქ ტურისტის გართობისთვის ყველაფერია: მყუდრო ტავერნები, ადგილობრივი უზერი და მხიარული ღამის ცხოვრება. აქ მდებარეობს ევბეას ცნობილი პლიაჟი ალიკეს. 

ანფიდონი ძველ ბერძნულად აყვავებას ნიშნავს. პავსანი გვაცნობებს რომ, ქალაქ ანფიდონის სახელწოდება უკავშირდება მეფე ანფოსის სახელს ან მინფა ანფედონისს. 

მესსარიას მუნიციპალიტეტში შეგიძლიათ ეწვიოთ პსახნას ( დედაქალაქს), პოლიტიკას და დაფნის ულამაზესი სანაპიროებითა და ტრადიციული სოფლებით, რომლებიც განლაგებულია დირფის მთებში. აქ თქვენ დაგხვდებათ  ულამაზესი ხედები და ველური ბუნება.ეგეოსის ზღვის პატარა და მყუდრო სანაპიროები.  

დირფისის მუნიციპალიტეტი . აქაურმა ბუნებამ შეინარჩუნა  მთელი თავისი მშვენიერება უძველესი დროიდან.  შერეული ტყე, ფიჭვის, მუხის და ზეთისხილის,წაბლის, ჭადრის ხეებისგან, რომლებიც იმყოფება 1977 წლიდან დაცვის ქვეშ. მთა დირფიონი კი, იშვიათი ეკოსისტემის მეშვეობით პროგრამა  Natura 2000-ის ნაწილია. ანტიკურ დროში სწორედ დირფისი ითვლებოდა  წმინდა ადგილად, სადაც ძველი ბერძნები თაყვანს სცემდნენ უზნაეს ქალღმერთ ჰერას.




სასტუმროები
  • Hotel's photo
    Bomo Palmariva Beach
    რეგიონი:
    კ. ევბეა  Eretria
     ნომრები
     274
    პირველი სანაპირო ხაზი, დიდი ლამაზი ტერიტორია, რესტორანი, ბარი, ოლიმპიური ზომის აუზი, ანიმაცია, საბავშო კლუბი, სპორტი და გართობა.