თქვენი ქალაქი
თბილისი
 ზარი
x
+
ჩვენი კოორდინატები
70, Ir. Abashidze Str.+995 322 00 13 12
ON-LINE დაჯავშნა

ბერძნები

როგორები არიან ბერძნები?

ბერძნებს სხვა ევროპელი ერებისგან განსხვავებით ცხოვრების მიმართ  ფილოსოფიური განწყობა აქვთ.  რაც შეეხება  სიცოცხლის ხანგძლივობას ბერძენი მამაკაცები ევროპის ჩემპიონები არიან .  კრიმინალის დონე ქვეყანაში დაბალია. მიუხედავად ეკლესიების და ტაძრების დიდი რაოდენობის ბერძნები ზომიერად რელიგიური ერია.   უმრავლესობა  დადის ეკლესიაში. 

ძალიან ეამაყებათ თავიანთი მრავალსაუკუნოვანი ისტორია. არ ანადგურებენ ისტორიულ ძეგლებს, არ ლანძღავენ წინაპრებს, პირიქით ყველგან და ყოველთვის გრძნობენ, რომ უძველესი ელლინების შთამომავალნი არიან. მათ უყვართ და იციან გართობა. უყვართ ხალხში, ქუჩაში, ჰაერზე ყოფნა, რასაც ქვეყნის კლიმატიც უწყობს ხელს. 

ევროპის არც ერთ სხვა ქვეყანაში არ არსებობს ამდენი ფესტივალი, დღესასწაული და უქმე დღეები.  ტავერნების, რესტორნების, ბარების, კაფეების და ღამის კლუბების რაოდენობით კი  ეს ქვეყანა უკონკურენტოა. ასევე ბერძნები ვერ ამბობენ უარს კიდევ ერთ სიამოვნებაზე - სიესტაზე ( მესიმერი, დასვენება14.00-დან 17.00-მდე ). ამ დროს ქალაქი კვდება, მაღაზიები იხურება, ბერძნები სადილობენ და დასაძინებლად მიდიან. 9.00 საათიდან კი იწყება ღამის ცხოვრება, რომელიც აქ ძალიან მრავალფეროვანია. ბერძნები გამოდიან ქუჩებში  ტავერნებისკენ, ბარებისკენ და ბერძნული ღამის კლუბებისკენ -„ბუზუკებისკენ“(გასართობი დაწესებულება, რომელშიც ჟღერს ცოცხალი მუსიკა) მიემართებიან. ყველაფერი ეს შეიძლება გაგრძელდეს დილის 3-4 საათამდე.
კარგად გამოიხატება ბერძნების ხასიათი ნაციონალურ ცეკვებში («სირტაკი», «კალამატიანო», «კოჩარი» და სხვ .).ალბათ არ არსებობს ბერძენი, რომელმაც ცეკვა არ იცის.

ბერძნებთან კარგი ურთიერთობის დაჭერა ადვილია: მთავარია დაიცვათ ქცევის საერთო მიღებული წესები. ტაძრებში და მონასტრებში პატივით მოეპყროთ რელიგიურ ფასეულობებს. ეკლესიებში შესვლისას სადად უნდა გეცვათ, მხრები დახურული უნდა გქონდეთ, აკრძალულია მოკლე კაბებით და შორტებით შესვლა. ქალებისთვის მანდილის ტარება არ არის აუცილებელი.  ზოგიერთ მონასტრებში ტურისტებს აძლევენ სპეციალურ ქვედაბოლოებს.

ენა: Georgian

Ok
არჩევა