იანენა - ეპირის შუაგული
იანენა (იოანენა) – ეპირის რეგიონის დედაქალაქია, ქალაქი რომელიც პირველივე დანახვიდან გიყვარდება, რადგანაც იგი ჰარმონიულად ითავსებს ყველაფერ იმას ,რაც ასე გვხიბლავს პროვინციაში ( ულამაზესი ბუნება,სიწყნარე, სისუფთავე, ჰაერი, ნატურალური პროდუქტები, სტუმართმოყვარე ადგილობრივი მოსახლეობა), ამავე დროს დედაქალაქს გააჩნია კარგად განვითარებული ინფრასტუქტურა, უამრავი გასართობი დაწესებულება, მაღაზიების ფართო არჩევანი და სხვ.
იანენა -ეს ის ქალაქია, რომელშიც სიამოვნებით იცხოვრებდა ყოველი ჩვენგანი!
ქალაქის შესასვლელთან ყურადღება მიაქციეთ იანენას უნივერსიტეტს, რომელშიც განათლებას იღებს 12.000-ზე მეტი სტუდენტი. იანენაში დასვენების დროს, ულამაზესი ბუნებისა და ატმოსფეროს გარდა, თქვენ აღმოაჩენთ უამრავ ისტორიულ ძეგლებს, მშვენიერი სასახლეებით, მეჩეთებით, ძველი უბნებით, სადაც ყოველი კუთხე მოგვითხრობს თავისი წარსულის შესახებ.
იანენას შესახებ ბევრი რამ, ცნობილი ხდება ლეგენდებიდან და თქმულებებიდან. ცნობილია რომ, ეს არის ალი-ფაშასა და კირა ფროსინის ქალაქი, ეს ის ადგილია სადაც, ქრისტიანები, მუსულმანები და იუდეელები უზიარებდნენ ერთმანეთს თავიანთ ცოდნასა და კულტურას.
დასახელება იანენა, არსებობს ძვ. წ. მე-10 საუკუნიდან, როდესაც იგი ოფიციალურად ნახსენებია ბულგაროკტონის მეორე სამეფოს დოკუმენტებში. იმის მერე რაც კონსტანტინოპოლი ფრანკებმა დაიპყრეს 13 საუკუნეში, ქალაქმა აყვავება დაიწყო, რადგანაც აქ ჩამოსახლდა არისტოკრატია და ქალაქი გადაიქცა კულტურულ ცენტრად.
14-საუკუნე ქალაქის ისტორიაში უამრავი მოვლენებითაა სავსე. ეპირის რეგიონზე პრეტენზიას აცხადებენ სერბები, ბერძნები, ალბანელები და თურქები. რაც შეეხება იანინას მმართველობას, დარეგულირდა 1430 წლიდან, როდესაც ქალაქი საბოლოოდ დაიპყრეს თურქებმა, მიუხედავად ამისა მათ შეინარჩუნეს პრივილეგიები. მოქალაქეები რჩებოდნენ თავისუფლები, ტაძრები აგრძელებდნენ ფუნქციონირებას და ეპისკოპოსმა შეინარჩუნა თავისი ძალაუფლება ქალაქის უბრძოლველად ჩაბარების ხარჯზე.
XVI საუკუნეში ქალაქში მშვიდობიანად ცხოვრობდნენ ქრისტიანები, იუდეველები და მუსულმანები. ამ პერიოდის განმავლობაში იანინა ვითარდებოდა როგორც ეკონომიკური, ასევე კულტურული თვალსაზრისით. ქრისტიანების აჯანყების მაგალითები საკმაოდ შემცირდა და ქალაქი თავისებური კულტურული და ნაციონალური შერწყმის მაგალითი გახდა. მოსახლეობა დაკავებული იყო ვერცხლის, ბეწვეულისა და აბრეშუმის გაყიდვით, ტექსტილით ვაჭრობით ბალკანეთის რამდენიმე ქალაქთან და დასავლეთ ევროპის მსხვილ ქალაქებთან. 1730 წელს ქალაქში 40.000 ადამიანი დასახლდა. აქ მდებარეობდა 16 მეჩეთი, 18 ისლამური სასაფლაო, 2 სინაგოგა, ევროპული სასაფლაო და 6 ქრისტიანული ტაძარი.
ჰარმონიული თანაცხოვრება წყდება 1788 წელს, როდესაც ალისი გამოცხადდა იანინას ფაშად (ალი ფაშა). მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი აგრძელებდა აყვავებს, ბერძნები მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ. ალი ფაშამ ქალაქ სალონიკამდე გააფართოვა თავისი მფლობელობის ქვეშ მყოფი ტერიტორიები, როდესაც თავისი სახელი მთელს ევროპაში გავრცელდა. ალი ფაშამ დაკარგა რეგიონზე ძალაუფლება და განრისხებული სულთანის ავტონომიური ვასლის ბრძანებით 1822 წელს ჯალათის ნაჯახით მოკვდა.
ქალაქის გათავისუფლების შემდეგ 1913 წლიდან რამდენიმე ათეული წელიწადი იანენა განიცდიდა ეკონომიკურ დაცემას, ამის მიზეზი ორი მსოფლიო ომი, სამოქალაქო ბრძოლა და ემიგრაცია გახდა. 60-იანი წლების ბოლოს ძირითადად უნივერსიტეტის დაარსების წყალობით ქალაქის ეკონომიკა გაუმჯობესდა.
იანენაში გასეირნება
ქალაქში გასეირნებისას შეამჩნევთ, რომ შენობების უმეტესობა აღდგენილია ურბანული რიტმის ტრადიციული მახასიათებლების შესაბამისად. ყურადღება მიაქციეთ რამდენიმე საფეხმავლო ბილიკს, სადაც გასეირნება ძალიან საინტერესოა. აქ დაგხვდებათ მრავალი მაღაზიები, ასევე დიდი და პატარა კაფეები და ბარები.მათი უმეტესობა სავსეა სტუდენტებით და ადგილობრივი ახალგაზრდობით. მერიის მოპირდაპირე მხარეს არის შთამბეჭდავი "იანენას საათი", რომელიც აშენდა ოსმან ფაშას ბრძანებით არქიტექტორ პანტელის მელირიტოს პროექტით 1900 წელს სულთან აბდულ ჰამიტის იუბილეზე. საათს ოთხივე მხრიდან ამშვენებს სულთნის ემბლემა, ხოლო კონსტრუქციაში წარმოდგენილია ნეოკლასიკური, ხმელთაშუა და აღმოსავლური სტილის ელემენტები.
დაიწყეთ ქალაქის გაცნობა იანენას ციხესიმაგრით, რომელიც წარმოადგენს კლდოვანი ნახევარკუნძულის კედელს ორი ბუნებრივად გამაგრებული მთით (აკროპოლისები). შიგნით მდებარეობს ძველი ქალაქი, რომელიც იმსახურებს თქვენს ყურადღებას და გაგაოცებთ სხვადასხვა შენობების ხედებით, რომლებსაც ქალაქის მულტიკულტურული ცხოვრების კვალი ამჩნევია.
ციხესიმაგრის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში თქვენ დაინახავთ ასლან ფაშას მეჩეთს. აქ განთავსებულია ქალაქის მუზეუმი, რომელშიც წარმოდგენილია სამი თემის ისტორია, რომლებიც მრავალი საუკუნის განმავლობაში ცხოვრობდნენ ციხესიმაგრეში და ქალაქ იანენაში: ბერძნული, ებრაული და მუსულმანური. ბერძნული ტრადიცია წარმოდგენილია საყოფაცხოვრებო ნივთებში, სამკაულებში, ავეჯსა და ტრადიციულ კოსტუმებში. ებრაული წარსული ნაჩვენებია ხელნაწერებსა და ჭურჭელში, რომლებიც ადგილობრივ სინაგოგას ეკუთვნის. დაბოლოს, მუსლიმთა ყოფნის მაგალითები ვლინდება წმინდა წიგნებში, ხის ავეჯში, დეკორატიულ ქსოვილებში და ნაქარგებში.
მეჩეთი
1618 წელს დაარსებული მეჩეთი ითვლება ერთ-ერთ კარგად შემონახულ ძედლად საბერძნეთში. ინტერიერი წარმოადგენს ოსმალეთის ხელოვნების ტიპიურ მაგალითს. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ნიშის გაფორმება, დეკორატიული თაბაშირი და გუმბათი. მეჩეთთან ახლოს განლაგებულია ესტია, ხოლო მოპირდაპირედ - ალი-ფაშას საპყრობილე. ასევე შენიშნავთ რომლებსაც სემინარიას, ბიბლიოთეკებს, კონსერვატორიის შენობას და სუფარი სერაიას, სადაც ადრე განთავსებული იყო ალი-ფაშას კავალერია. ჰამამი, რომელიც ბიბლიოთეკის სამხრეთით მდებარეობს ერთადერთია ეპირის რეგიონში შემორჩენილი.
ბიზანტიის მუზეუმი
ციტადელის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილმა ალი ფაშას ძველი სასახლის ადგილი დაიკავა. პირველ სართულზე მდებარე შვიდ ოთახში ნახავთ საგნებს ადრეულ ქრისტიანობიდან პოსტ-ბიზანტიის პერიოდამდე. გარდა ამისა, აქ გამოფენილია XVI საუკუნის რელიგიური სიწმინდეები და ხატები. აგრეთვე გაეცნობით XV საუკუნის ისტორიულ ხელნაწერებს და დაბეჭდილ წიგნებს. დაბოლოს, ნახავთ ექსპონატებს, რომლებიც აჩვენებს ბიზანტიური ხელოვნების ევოლუციას მე -17, მე -18 და მე -19 საუკუნეებში.
იანინას სასახლეში განთავსებულია სხვა შენობებიც, მაგალითად: სამზარეულო, დენთის სარდაფი და ფეტიხის მეჩეთი, რომელიც ბიზანტიური ტაძრის, ტაქსიახრონის ნანგრევებზეა აშენებული. სწორედ მის მოპირდაპირე მხარეზე მდებარეობს ალი-ფაშას სამარხი.
სასახლის დათვალიერებისას აუცილებლად ნახეთ ბიზანტიური მუზეუმის ვერცხლის სამკაულები. ისინი ძველ შენობაშია, სადაც ადრე სახაზინო მდებარეობდა. თქვენ ნახავთ საერო და საეკლესიო ობიექტებს, რაც ქალაქის მაცხოვრებლების მიერ შექმნილი ნამდვილი ხელოვნების ნიმუშებია. ადრე ძველი ქალაქის კედლებში არსებობდა 20 მოქმედი ტაძარი, რომელთაგანაც დღეს რამდენიმე ნანგრევი შემორჩა.
იანენაში ყოფნისას გირჩევთ ნავით გაემგზავროთ პატარა კუნძულზე, რომელიც ტბის შუაგულში მდებარეობს. კუნძულზე, სადაც ცხოვრობს დაახლოებით 100 ოჯახი თქვენ შეგიძლიათ მოინახულოთ წმ. პანტელეიმონის მონასტერი (ადგილი, სადაც 1822 წელს ალი-ფაშა სიკვდილით დასაჯეს). კუნძულის დასავლეთ მხარეს მდებარეობს წმ. ნიკოლოზის მონასტერი. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ფრესკა, რომელსაც შესასვლელიდან მარცხნივ დაინახავთ, მასზე გამოსახულია პლატონი, სოლონი, არისტოტელე, ფუკიდიდე, აპოლონია, ქილონა და პლუტარქე.
გასტრონომიული ღირშესანიშნაობებიდან ერთ-ერთია პალასის საკონდიტრო ძალიან გემრიელი იანენას ტკბილეულობებით. სანაპიროზე მდებარეობს რამდენიმე ტავერნა და რესტორანი, სადაც გაგიმასპინძლდებიან ბაყაყისგან დამზადებული კერძითა და ტბის თევზით.
ალი პაშას სახელმწიფო და ცხოვრება
ალი ფაშა ტეპელენლისი - ეს ის ფიგურაა, რომლის სახელი განუწყვეტლადაა დაკავშირებული ქალაქ იანენას ისტორიასთან. ამავე დროს იგი არის მე-18-19 საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა ბალკანეთზე.
ალი ფაშამ გაიარა სხვადასხვა ეტაპები სანამ მოვიდოდა სათავეში. თავდაპირველად იგი დაინიშნა ტრიკალას ფაშად და ამ მხარის დერვენაგად (რეგიონის მერად). კურტა ფაშას გარდაცვალების შემდეგ მისთვის გაიღო გზა უფრო მაღალი თანამდებობისკენ. 1788 წელს ალი-ფაშამ იანინას მმართველობა საკუთარ თავზე აიღო და ცხოვრების ბოლომდე იკავებდა ამ თანამდებობას. მისი ქმედებები განსაკუთრებულად საინტერესო რუსეთ-თურქეთის ომის დროს 1787-1792 წლებში იყო.
ალი ფაშამ, რომელსაც დიადი პორტისგან ფართო უფლებამოსილებები ჰქონდა მიღებული, სულთნისგან სრული ავტონომია გამოაცხადა, რაც მას საკუთარი სიცოცხლის ფასად დაუჯდა - 1822 წლის 17 იანვარს იგი სიკვდილით დასაჯეს წმიდა პანტელეიმონის მონასტრის ციხეში, ქალაქის ორწლიანი ალყის შემდეგ.
ალი ფაშამ, ქარიზმატულმა ლიდერმა პოლიტიკური და დიპლომატიური თვისებებით, მოახერხა დიდი სახელმწიფოების მეტოქეობის გამოყენება თავის სასარგებლოდ. ის იყო მტკიცე, ზოგჯერ სასტიკი მმართველი, მაგრამ იცოდა როგორ უნდა ეღიარებინა ღირსეული ადამიანები, განურჩევლად მათი ეთნიკური ნიშნისა და რელიგიისა. მართლმადიდებელი ბერძნები მსახურობდნენ ალი ფაშას კარზე.
ქალაქში უამრავი საინტერესო ადგილია, რომელთა მონახულებაც ღირს. მათ შორისაა:
- პავლო ვრელისის ცვილის ფიგურების მუზეუმი (12 კმ იანენა - ათენი). ბატონმა ვრელისმა "შეინარჩუნა" მთელი ბერძნული ისტორია 2800 კუბურ მეტრზე, უდიდესი რეალიზმითა და ვნებით. ამ მუზეუმის დათვალიერება უნიკალური გამოცდილებაა.
- პარამატოს გამოქვაბული, მდებარეობს მთა გორიცაში, სოფელ პერამაში, იანინადან 4 კმ-ზე მეცოვოსკენ მიმავალ გზაზე. ითვლება, რომ იგი 1,400,000 წლის წინ ჩამოყალიბდა! მღვიმე ცნობილია თავისი სტალაგმიტების მრავალფეროვნებით და აქვს 18-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის სტალაქტიტი. მოსანახულებელი ფართის სიგრძეა 1.500 კვ.მ.