თქვენი ქალაქი
თბილისი
 ზარი
x
+
ჩვენი კოორდინატები
70, Ir. Abashidze Str.+995 322 00 13 12
ON-LINE დაჯავშნა
26°C

კალამატა. დასვენება და ტურები 2024

აღწერა

კალამატა – პელოპონესის კაშკაშა ვარსკვლავი

კალამატა - დიდი ბერძნული ქალაქია, რომელიც პელოპონესის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ის მესენიას ოლქის დედაქალაქია და ამავე დროს მისი ხელსაყრელი გეოგრაფიული ადგილმდებარეობსა და ხმელთაშუაზღვიური კლიმატის გამო, იგი საბერძნეთის ერთ-ერთ საინტერესო ცენტრად ითვლება.  

კალამატა ძველი ქალაქის ფარესის  ნანგრევებზეა აშენებული, ის ტაიგეტოსის მთის ძირას და მესინის სრუტის შუაგულში მდებარეობს.

შემდეგ ▼


სახელწოდება  «კალამატა»  პირველად ნახსენებია 1142  წელს წმინდა ნიკონის ცხოვრების, მესამე ნაწილში «მოინანიეთ».  სახელი სავარაუდოდ კალომატას ღვთისმშობლის მონასტრის სახელწოდებიდან მომდინარეობს.  კალამატა პელოპონესზე (პატრას შემდეგ) მოსახლეობის რაოდენობით მეორე ქალაქია. ათენიდან 255 კილომეტრით არის დაშორებული, პატრადან  215 კილომეტრით, ხოლო სალონიკიდან 715 კილომეტრით.

ქალაქის ისტორია საუკუნეების სიღრმიდან იწყება, როდესაც კალამატიდან ჩრდილოეთით 2-3 კილომეტრში აკოვიტიკის დასახლებაში 2600-2300 წწ. ჩვენს წელთ აღრიცხვამდე აღმოაჩინეს ადამიანის ნაკვალევი. ქალაქი (VIII - IV საუკუნეში ჩვენ წელთ აღრიცხვამდე.) სპარტანელების ბატონობის ქვეშ იყო, 1205 წელს ფრაგონების, ხოლო 1685-1715 წლებში ვენეციელებისა და თურქების.

კალამატას ისტორიულ ცენტრში გასეირნებით თქვენ შეძლებთ შეიქმნათ ნათელი წარმოდგენა ქალაქის შორეული წარსულის შესახებ,  რადგან ქალაქმა  შემოინახა ძველი სამეფო  ისტორიული ცენტრის ხიბლი და ლამაზი ნეოკლასიკური შენობები. ამის გარდა, ქალაქს ალამაზებს პატარა ვიწრო ქუჩები, ბიზანტიური ეკლესიები და მშვენიერი სანაპიროები, კრისტალურად სუფთა წყლითა და შთანმბეჭდავი ნაგებობებით.

 

ბუნების მოყვარულთათვის......

იმ  შემთხვევაში თუ მოგბეზრდებათ რეგიონის სანაპიროები, ან მოგინდებათ ალტერნატიული დასვენება საბერძნეთში, ქალაქთან ახლოს მდებარეობს დიროსის მღვიმეები. მხოლოდ ამ მღვიმეების გამო ღირს კალამატას მონახულება.

შემდეგ▼

კიდევ ერთ მნიშვნელოვან ადგილს სპარტისკენ მიმავალი გზა წარმოადგენს, სადაც შეიძლება ისტორიული ადგილების, არაჩვეულებრივი ბუნებისა და  მწვანე მთა ტაიგეტოსის მონახულება.

ქალაქ კალამატადან 32 კილომეტრში, არაჩვეულებრივ პოლილიმნოსში , თქვენ ნახავთ თხუთმეტ ლამაზ ტბას გამოქვაბულებითა და ჩანჩქერებით, რომლებიც თავისი სილამაზით ქმნიან არაჩვეულებრივ პეიზაჟებს, მას გარშემო ვენახები და ზეთისხილის ჭალები აკრავს. ბუნების შესასწავლად იდეალური ადგილია 19 კილომეტრიანი რიდომოსის მღვიმე, რომელიც მანის დასახლების დასაწყისში, ქალაქთან ახლოს მდებარეობს.

 

 

ისტორიის მოყვარულთათვის

ცხადია, რომ ქალაქის შესწავლა მისი ცენტრიდან , ვიწრო ქუჩებში ხეტიალით უნდა დაიწყოთ, თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ 1317 წელს აშენებული წმინდა მოციქულთა ეკლესიით. მოინახულოთ ბენაკის არქეოლოგიური მუზეუმი, მუნიციპალური გალერეა და ქალაქ კალამატას ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, სადაც 1821 წლის ომის არტეფაქტებია შემონახული. 


შემდეგ▼

ქალაქის მნიშვნელოვან ისტორიულ ძეგლს კალამატას სასახლე წარმოდგენს, რომელიც ფიჭვიან გორაზე მდებარეობს. აქედან იშლება არაჩვეულებრივი ხედი ზღვაზე. სასახლე 1208 წელს უილიამ ვილარდუენომ ააშენა. იგი გახდა შთაგონების წყარი ბერძენი მწერალი ანგელოს ტერზაკისთვის, რომელმაც დაწერა რომანი ოდესთაც აქ მცხოვრებ, პრინცესა იზაბუზე.  სასახლის ძირში წმინდა იოანეს ეკლესიაა, რომლის აშენების პერიოდიც ემთხვევა პოსტბიზანტიურ პერიოდს. ვარაუდობენ რომ სწორედ სასახლის ქვემოთ მდებარეობდა ძველი ქალაქის ფარესის აკროპოლისი. 

ქალაქის ცენტრალური ქუჩის (რომელსაც ეწოდება არისტომენუსი) ბოლოს მდებარეობს ორიგინალური და ერთადერთი რკინიგზის პარკი  საბერძნეთში. ეს არის უნიკალური მუზეუმი ღია ცის ქვეშ , სადაც განთავსებულია სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში შექმნილი ლოკომოტივები და  ვაგონები. ასევე ეს პარკი წარმოადგენს შესანიშნავ დასასვენებელ ადგილს ნებისმიერი ასაკის მოგზაურთათვის.


ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში განთავსებულია ძველი მესენის არქეოლოგიური ზონა, სადაც წარმოდგენილია არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი მნიშვნელოვანი არტეფაქტები, რომელიც საბერძნეთის ერთ-ერთ კარგად შემონახულ არქეოლოგიურ ძეგლს წარმოდგენს.


დასვენება სეირნობის შემდეგ

როგორც კალამატაში ასევე მის გარეუბნებში თქვენ შეგხვდებათ უამრავი ტავერნა, სადაც შემოგთავაზებენ ახალდაჭერილ თევზსა და ზღვის პროდუქტებს, ასევე ადგილობრივი სამზარეულოს სხვა უგემრიელეს კერძებს.

შემდეგ▼

ტურისტებს , რომლებსაც ვერ წარმოუდგენიათ დასვენება ღამის კლუბებში გართობის გარეშე, კალამატა სთავაზობს კაფე-ბარების, დისკოტეკების, კლუბებისა და რესტორნების ფართო არჩევანს.

 

კალამატას სასტუმროები

კალამატასა და მის გარეუბნებში არსებობს  დიდი სასტუმრო კომპლექსების, სასტუმროების, აპარტამენტებისა და ვილების ფართო არჩევანი - პატარა მყუდრო სასტუმროებითა და რომანტიული ბუტიკ-სასტუმროებით დაწყებული დელუქს კატეგორიის კომპლექსებით დამთავრებული .




სანაპიროები

რადგანაც საბერძნეთში დასვენება პლაჟისა და ზღვის გარეშე – წარმოუდგენელია, აუცილებლად უნდა ეწვიოთ კალამატას არაჩვეულებრივ პლაჟებს, რომლებიც მდებარეობს ცენტრთან ძალიან ახლოს და იდეალურია მხიარული დროის გასატარებლად.  

სულ რაღაც 6 კილომეტრში აღმოსავლეთით, განლაგებულია კარგად მოწყობილი პლაჟი ალმიროსი. ეს სანაპირო ყველაზე ხალხმრავალია რეგიონში - აქ არის ყველაფერი იმისათვის რომ აქ მოსულმა დამსვენებელმა კომფორტულად იგრძნოს თავი. ასევე პოპულარული პლაჟებია: მიკრი მადინია,  ბუკა და პეტალიდი, რომლებსაც უპირატესობას ანიჭებენ ადგილობრივი მაცხოვრებლები. მოშორებით, 12 კმ-ში, მდებარეობს პლაჟი სანტოვა  ოქროსფერი ქვიშითა და სანაპირო ბარებით, სადაც პირდაპირ პლაჟზე მოგართმევენ კოკტეილებს ან ყავას. 

 აუცილებლად ეწვიეთ პლაჟ ფონეასს კარადიმილისში, რომელიც განთქმულია თავისი ფირუზისფერი წყლით, თეთრი ღორღითა და მაღალი კლდებით, ხოლო თუ უპირატესობას ხმაურიან სანაპიროებს ანიჭებთ, რომლებზეც დღესასწაულის ატმოსფერო  სუფევს, მაშინ უნდა გაემგზავროთ სტუპაში პლაჟზე კალოგრია.