თქვენი ქალაქი
თბილისი
 ზარი
x
+
ჩვენი კოორდინატები
70, Ir. Abashidze Str.+995 322 00 13 12
ON-LINE დაჯავშნა
25°C

მეცოვო. დასვენება და ტურები2024

აღწერა

მეცოვო - საბერძნეთის ულამაზესი ტრადიციული ქალაქი

მეცოვო - საბერძნეთის ეპირის რეგიონის ქალაქი, რომელსაც ამფითეატრის ფორმა აქვს და განთავსებულია პინდოსის მთის მეცოვიტიკოს ფერდობზე.  უმშვენიერესი დასახლება მდებარეობს 1200 მეტრ სიმაღლეზე პინდოსის ფერდობზე, მწვანე ფიჭვებსა და ნაძვებს შორის. პერესტერისა და კატარას მწვერვალებიდან ეშვება 5 მდინარე: პინიოსი, აოსი, აქელოსი, ალიაკმონასი და არახნოსი. ეს არის ადგილი, სადაც ბუნებამ დიდსულოვნება და ხელგაშლილობა გამოავლინა და არაჩვეულებრივი პეიზაჟებით დააჯილდოვა ეს პატარა ქალაქი.

აქ ყველა სახლი ეპირისთვის დამახასიათებელ ტრადიციულ არქიტექტორულ სტილშია აშენებული: ქვის კედლებითა და ხისა და კრამიტის სახურავებით.

ქალაქის სახელწოდება ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიის თანახმად გამომდინარეობს

შემდეგ ▼

სიტყვების «მესო»-სა და «ვუნო»-ს შემოკლებიდან (ბერძნულად ნიშნავს სოფლის ადგილმდებარეობას მთებში). მეორე ვერსიის თანახმად - მეცოვო - სლავურად  «mets + ovo», ნიშნავს  «დათვების სოფელს». დადის ლეგენდები, რომ სოფელი ძველი ქალაქის პარორეასის ნანგრევებზეა აშენებული, სადაც რომაელებმა ააშენეს ფორპოსტები კოლონისტების გადაადგილებისა და განსახლებისთვის, ისინი რეგიონებს ლათინურ სახელებს უწოდებდნენ. ამიტომ ვარაუდობენ, რომ "Imperatore"-ის ადგილას (სოფელში) ოქტავიასთვის ( იმპერატორ ცეზარის დისა და მარკ ანტონის ცოლისთვის) აშენდა სასახლე. 
 

მეცოვოში ცხოვრობს 4.000 მაცხოვრებელი, რომლებიც ძირითადად დაკავებულნი არიან სოფლის მეურნეობითა და ტურიზმით. აღსანიშნავია, რომ ამ რეგიონში მაცხოვრებელთა უმეტესობა საუბრობს ბერძნული ენის ვალაჟურ დიალექტზე (ბერძნული და ლათინური ენების შენარევი), რომელიც არსებითად განსხვავდება იმ ენისგან რომელზეც საუბრობს დანარჩენი საბერძნეთი. გარდა ამისა, მეცოვო -  ეროვნული მოღვაწეების სამშობლოა. აქ დაიბადნენ: გეორგიოს ავეროვი, ნიკოლაოს სტურნაროსი და მიხალის ტოსიტსი.

 

შემდეგ ▼

იორგოს ავეროვი (გეორგიოს ავეროფი, 1815-1899) - ბერძენი ვაჭარი და ქველმოქმედი. კომერსანტის ნამდვილი გვარია - ავერინოსი, რუსეთში ხშირი მოგზაურობებისა და საქმიანი კავშირების წყალობით მისი გვარი დროთა განმავლობაში შეიცვალა და გახდა «ავეროვი». გიორგი ავეროვმა დააარსა უამრავი სკოლა საბერძნეთსა და ეგვიპტეში, ასევე პირველი თანამედროვე ოლიმპიური თამაშებისთვის აღადგინა ძველი მარმარილოს სტადიონი ათენში. 

სოფლის ცენტრალური და ერთადერთი მოედანი უნიკალურ ადგილს წარმოადგენს, რომელიც გიგანტური ხეების ჩრდილით არის გარშემორტყმული. მოედნის პერიმეტრზე განლაგებულია სასტუმროები და ქსენონასები (საბერძნეთის ტრადიციული სამთო სასტუმროები), რესტორნები, კაფეები და მაღაზიები ტრადიციული ყველითა და რეგიონის სხვა ცნობილი პროდუქტებით!


მოედანთან ახლოს მდებარეობს აგია პარასკევას ტაძარი. იგი 1511 წელს აშენდა და 1888 წელს კი იქნა რეკონსტრუირებული. მოჩუქურთმებული კანკელის, წმინდა ჭურჭელის და ნაქარგი ოქროს სახარების გარდა, ტაძარში აუცილებლად უნდა ნახოთ რავენის მოზაიკა, რომელიც საბერძნეთში ერთადერთია.

აგია პარასკევას ტაძრის მოპირდაპირედ მდებარეობს სამი წყარო, რომლის წყალსაც მოგზაურისთვის წარმატება მოაქვს. დღეს მეცოვო - ყველაზე მსხვილი ვილაჟის სოფელია და საბერძნეთის ერთ-ერთი პოპულარული ზამთრის ტურისტული მიმართულება.


 



ღირსშესანიშნაობები

წმ. ნიკოლოზის მონასტერი მდებარეობს სოფელთან ახლოს მეცოვიკოს სანაპიროზე. აქ პატივს მიაგებენ არამარტო წმინდა ნიკოლოზს არამედ მეცოვიტიკის წმინდანებსაც, რომლებიც 1617 წელს ცოცხლად დაწვეს ტრიკალაში . ტაძარში შემონახულია იშვიათი ბიზანტიური ფრესკები.

ავეროფის გალერეა XIX -XX საუკუნის ბერძენი მხატვრების ნამუშევრებით.

ავეროფის ფონდის ყველის საწარმო, სადაც მეცოვოს ცნობილი ყველის ყიდვაა შესაძლებელი, მაგალითად როგორიცაა ცნობილი შებოლილი ყველი მეცოვონე, რომელიც იბოლება არომატული მცენარეებით.

კატოი ავეროვის მეღვინეობა, სადაც ღვინის შეძენის გარდა, შესაძლებელია მისი დაგემოვნება.

აოოს წყაროების ტბა, რომელიც მდებარეობს პოლიცონის პლატოზე.


მეცოვოს ყველი

მეცოვო - საბერძნეთის ყველის დედაქალაქი

მეცოვოს ქალაქი თავისი ყველით ცნობილია არამხოლოდ საბერძნეთში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. დილიდან გვიან საღამომდე ლამაზი მაღაზიები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ადგილობრივებსა და ტურისტებს სთავაზობენ თავის პროდუქციას: ხალხური რეწვის ნიმუშებს, თაფლს, ღვინოსა და ცნობილ ყველს. 

აქ შეძლებთ დააგემოვნოთ მათი სხვადასხვა სახეობა: «ვლახოტირი» ცხვრისა და ძროხის რძისგან დამზადებული სასიამოვნო მსუბუქი გემოს მქონე, მეტნაკლებად მყარი «არხონტიკო», მყარი «ვლახა», კლასიკური «კეფალოგრავიერა», მყარი და მლაშე «კეფალოტირი», ტრადიციული «კასერი», მსუბუქი «ანფოტირო», მშრალი «მიზიტრა», ნაზი «გრავიერა» და განსაკუთრებული გემოთი «კეფალოპარმეზანა», ასევე «პარმეზანუ» და სხვა მრავალი. 

რთულია ყველას გასინჯვა! მაგრამ თუ აქ მოხვდებით აუცილებლად წაიღეთ თან ცნობილი «მეცოვონე» და «მეცოველუ».

 

მეცოვონე

ნახევრად მყარი შებოლილი ყველი ძროხის, ცხვრისა და თხის რძისგან დამზადებული გარედან ოქროსფერი შეფერილობის (მოყავისფრო) შიგნიდან თეთრი. მზადდება ელასტიური ყველის მასის ტექნიკით. აქვს ცილინდრის ფორმა და იწონის 1,5 - 2,5 და 4,5 კგ. ყველი მწიფდება 3-5 თვეში.

შემდეგ▼

ყველის მასას ათავსებენ ხის კასრებში, ზედმიწევნით ურევენ ერთგვაროვნების მისაღებად. შემდეგ იგი გადანაწილდება მოგრძო ფორმებში. ახლადმომზადებული ყველს ... «აბანავებენ» რამდენიმე საათის განმავლობაში ცივ წყალში,მოგვიანებით კი ათავსებენ მარილწყალში. რამდენ კილოგრამსაც იწონის ყველი იმდენი დღით ტოვებენ მარილწყალში. ამის შემდეგ თავებს ასუფთავებენ, აბამენ და ხის ჯოხებზე კიდებენ, ისე რომ არაფერს არ ეხებოდეს. ასე კიდია სამი თვის განმავლობაში და მხოლოდ ამის შემდეგ იბოლება ჩამოკიდებული 12 დღის განმავლობაში პასტა-ფილატას მეთოდით (ყველის მასას აცხელებენ და წელავენ შემდეგ აძლევენ საბოლოო ფორმას, და აციებენ). შესაბოლად გამოიყენება ვაზი, ადგილობრივი ბალახები და სანელებლები. ამის წყალობით მხოლოდ მას აქვს სპეციფიკური, მდიდარი და პიკანტური გემო და არომატი. ყველს აკეთებენ მთელი წლის განმავლობაში. მოიხმარება ცალკე, სალათებსა და ბერძნული სამზარეულოს სხვადასხვა კერძებში. მას მხოლოდ აქ აკეთებენ, ამიტომ ამ ყველს გააჩნია თავისი სავაჭრო ნიშანი: ყველი «მეცოვონე». «მეცოვონეს» «უყვარს» თეთრი ღვინო. თავისი მაღალი და გაწონასწორებული სიმწკლარტის გამო, ღვინო «კტიმა ავეროფი» იდეალურია ამ ყველისთვის, ხოლო მისი მჟავიანობა ხაზს უსვამს ყველის განუმეორებელ გემოს.

მეცოველა

მეცოვოს სხვა ცნობილი ყველი აგრეთვე კეთდება ცხვრის (80%), ძროხისა (10%) და თხის (10%) რძისგან. ეს ნახევრადმყარი ყველი მოთეთრო-მოყვითალო ფერისაა. მას აკეთებენ გაზაფხულზე და ზამთარში. თავიდან ყველი 2 დღით თავსდება მარილწყალში, შემდეგ ახვევენ მშრალ მსხვილ მარილში. მომწიფების პროცესი გრძელდება დაახლოებით 3 თვე.
აქვს ცილინდრის ფორმა, საშუალო ზომისაა, ჩვეულებრივი თავი 2-2,5 კილოგრამს იწონის. ძლიერი და გემრიელი «მეცოველი» ითხოვს ღვინოს კარგი მჟავიანობითა და ინტენსიური «ხასიათით», რათა დააბალანსოს იგი. «პორფირი ღი» იდეალურია ამ ყველის თანხლებით. ისე, თუ უფრო მშვიდი კომბინაციების მოყვარული ხართ, აირჩიეთ ვარდისფერი ღვინო.

 

პარმეზანა

ყველის «მეფედ» ითვლება. გარედან მოყვითალო-მოოქროსფერო შეფერილობისაა. შიგნიდან ყვითელი ან ხორბლისფერი. ძალიან მყარი, მინიმალური ტენიანობით. როგორც კი შედის ჰაერთან კონტაქტში, უფრო მყარი ხდება. ინახება მარილწყალში 20დან 30 დღემდე.
გამოდის მრგვალ ფორმაში წონით 25 კილოგრამი. «პარმეზანუს» დაჭრა საკმაოდ რთულია. ის სპეციალური ჯოხის დახმარებით ორ ნაწილად იჩეხება როგორც საზამთრო. ყველი ძალიან გემრიელია, მაგრამ მისი გაკეთება საკმაოდ რთულია. «პარმეზანუს» წარმოებისთვის საჭიროა ახალი, ძროხის არასტერილიზებული რძე «ორი მოწველის». საღამოს მოწველილ რძეს ტოვებენ მთელი ღამით უჟანგავ ცისტერნებში რათა ბუნებრივი გზით განაცალკეონ ნაღები რომლითაც შემდეგ ამზადებენ კარაქს. შემდეგ «საღამოს» რძეს ურევენ დილით მოწველილ რძეს, ჯერ კიდევ თბილს. ის ქარხანაში დილით ადრე დიდი სატვირთო მანქანით მიეწოდება რომელიც მანამდე ყველა მესაქონლესთან მიდის რათა ახალი რძე წამოიღოს. რძე იწონება. თითოეული პარტიის სინჯი იგზავნება ლაბორატორიაში რძის ხარისხის შესამოწმებლად. შემდეგ რძე გადის სპეციალურ ფილტრში სადაც სუფთავდება. შემდეგ უჟანგავი მილებით ხვდება შესაბამის ქვაბში სადაც ხდება პასტერიზაცია (ყველის სახეობის გათვალისწინებით), გაფუება და შედედება. მას შემდეგ რაც ყველი გამოეყოფა შრატს დაიწყება ყველის შექმნის პროცესი. მისი მომწიფებისთვის საჭიროა არანაკლებ ორი წელი. პარმეზანუს იტალიისა და საბერძნეთის გარდა არსად არ აკეთებენ. 

«პარმეზანა» საკუთარი «ტემპერამენტის» ყველია ამიტომ, იგი თავისნაირ ღვინოს მოითხოვს - ძლიერი, ბევრი ტანინით, საკუთარი ხასიათით. ადგილობრივი ღვინოებიდან  «ფლოღერო»  საუკეთესოდ შეეფერება პარმეზანას.

 ღრავიერა

ცხვრის რძისგან დამზადებული ყველი. მზადდება მხოლოდ 20 მაისიდან 20 ივლისის ჩათვლით. ამ პერიოდში ადგილობრივი ცხვრის ფარა მეცოვოშია და ახალი ბალახით იკვებება. ყველი მშრალად მარილდება ანუ ესმევა მსხვილი მარილი, რომელსაც თანდათანობით იწოვს 1 თვის განმავლობაში. მწიფდება 2,5 - 3 თვეში 12-16 გრადუს ტემპერატურამდე.  
ცხიმიანობა - 25%, ტენიანობა - 38%. გარედან ყველი დაფარულია მოყვითალო ფერის კანით, შიგნიდან - თეთრი ან მოყვითალოა, ნახვრეტებით. გააჩნია ოდნავ მლაშე, მოკარაქო გემო და მდიდარი არომატის ბუკეტი. ღრავიერას თავები  იწონის 12-15 კილოგრამს. მოიხმარენ როგორც ცალკე ან ხილთან ერთად ასევე სუფლეს მოსამზადებლად. უხდება სხვადასხვა სახის სალათებს. ძალიან კარგია თეთრ ღვინოსთან ერთად ან სუსტ წითელ ღვინოსთან. კომბინაცია წითელ  «კატოღი ავეროვ» დროით გამოცდილი არჩევანია, რადგან ღვინის ხავერდოვანი გემო მშვენივრად აბალანსებს ყველის მდიდარ გემოს.

 

თხის ყველი «მეცოვისიო»

 «მაისის» ასე იწოდება სხვაგვარად. უკვე გახდა მეცოვოს სინონიმი. იწარმოება მხოლოდ მეცოვოში, ტოსიცის ყველის ფონდში და მხოლოდ მაისში, როდესაც ადგილობრივი თხები მუხის ნაზი ფოთლებით იკვებებიან. 
 ყველის მასის ფორმირებისას მას უმატებენ მსხვილ შავ წიწაკას და აჩერებენ მარილწყალში. ყველს გააჩნია თეთრი ფერი როგორც შიგნიდან ასევე გარედანაც (თხის რძე ძროხის რძეზე უფრო თეთრია). მყარია, სქელი ცილინდრული თავების სახით, 1,5 კგ იწონის. წიწაკის წყალობით, მას აქვს რთული გემო და არომატი. დაეყრდნეთ ჰარმონიის ოქროს კანონს და ამ ყველისთვის აირჩიეთ  ღვინოTraminer. მისი მცენარეული არომატი და დაბალანსებული მჟავიანობა დააგვირგვინებს ყველისგან მიღებულ სიამოვნებას. იდეალურია როგორც ხემსი ადგილობრივ ყურძნის არაყ- ციპუროსთან ერთად.

 

სოფელ დროსოხორიში (იანენას ტბის მახლობლად) ყველის ქარხანაა, სახელწოდებით Metsovo. აქ მზადდება მეტცოვოს სხვა ცნობილი ყველი: ვლახოტირი, არქონტიკო, ვლაჰა, კეფალოღრავიერა, კეფალოტირი, კასერი, ანფოტირო, მიზიტრა, ღრავიერა, კეფალოპარმეზანა და სხვები. ზოგიერთი მათგანი, მაგალითად, "ვლაჰოტირი", "არქონტიკო", "ვლაჰა"  შეგიძლიათ დააგემოვნოდ და შეიძინოთ მხოლოდ მეცოვოს მოედანზე მდებარე მაღაზიებში.

დღესდღეობით მეტცოვოს ყველის ქარხნები ყოველწლიურად ამუშავებს 1600 ტონა რძეს, საიდანაც დაახლოებით 170 ტონა ყველი მზადდება. ძირითადად ის არის "მეტცოვონე". "პარმეზანა" წელიწადში მხოლოდ 60 თავი კეთდება (დაახლოებით 1,5 ტონა). რაოდენობა, რა თქმა უნდა, მცირეა - იმდენად, რამდენადაც ამის წარმოების ტრადიციული მეთოდი იძლევა. ამიტომ მეცოვოს ყველი სუპერმარკეტებში ადვილად არ მოიძებნება. მეტცოვოს გარდა, მათი შეძენა მხოლოდ ათენის, თესალონიკისა და იანენას კონკრეტულ მაღაზიებშია შესაძლებელი. რაც შეეხება მათ არომატს და გემოს,
ეწვიეთ მეტცოვოს და თავად დააგემოვნეთ!