თქვენი ქალაქი
თბილისი
 ზარი
x
+
ჩვენი კოორდინატები
70, Ir. Abashidze Str.+995 322 00 13 12
ON-LINE დაჯავშნა
23°C

სივოტა. დასვენება და ტურები 2024

აღწერა

იდეალური ადგილი დასვენებისთვის

სივოტა –  ეპირის რეგიონის ულამაზესი ზღვისპირა დასახლება, რომელიც მოგაჯადოვებთ თავისი ბუნების სილამაზით. ეს პატარა სოფელი ერთი მხრიდან გარშემორტყმულია მწვანე მთებით, ხოლო მეორე მხრიდან ლამაზი ნავსადგურით. თავისი მწვანე პეიზაჟებისა და ცისფერი ზღვის წყალობით  დასახლება იდეალურია ოჯახური დასვენებისთვის და წარმოადგენს ერთ-ერთ ულამაზეს რომანტიულ ადგილს შეყვარებული წყვილებისთვის.  


თურქების ოკუპაციის დროს სოფელს მურტო ერქვა, მაგრამ 1959 წელს ბერძნებმა მას სივოტა დაარქვეს, ძვ.წ. 433 წელს სივოტონის ბრძოლის საპატივსაცემოდ. სოფელი მდებარეობს ქალაქ იღუმენიცას სამხრეთით, 24 კილომეტრში, თვალწარმტაც კუნძულ კორფუს მოპირდაპირედ (კერკირა).

სივოტა არის ტურისტული ცენტრი სავსე ზეთისხილის ხეებითა და ულამაზესი სანაპიროებით.


მეგა და მიკრი ამოსი კარგად მოვლილი კენჭის სანაპიროებია, ფირუზისფერი კრისტალურად სუფთა წყლებით, რომლებიც ზაფხულის ცხელ დღეებში გაგრილების , ხოლო საღამოს დაუვიწყარი გართობის გარანტიას მოგცემენ.  მეგა ამოსი არის ყველაზე დიდი და ყველაზე პოპულარული პლაჟი ამ რეგიონში, აქ შეგიძლიათ არა მხოლოდ სანაპიროზე დასვენება, არამედ გემრიელად მიირთვად შესანიშნავ ბერძნულ ტავერნებში.



მეგა და მიკრი ამოსის გარდა, სტუმრები ელოდებათ ზავიას სანაპირო, პატარა ნავსადგურით, რომელიც გარშემორტყმულია ზეთისხილის ხეებით. ცნობილი პიზინას სანაპირო მდებარეობს სივოტას ერთ – ერთ კუნძულზე, სადაც მისვლა მხოლოდ ნავით შეგიძლიათ. ასევე, ბელა ბიჩი ერთ-ერთი ულამაზესი პლაჟია სივოტაში, რომელიც აკავშირებს კუნძულ მურტემენოს და სივოტას.

სივოტას იდილიას ავსებს აგიოს ნიკოლაუსის და მავრო ოროს კუნძულები, რომლებიც სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს.

სივოტა იზიდავს არა მხოლოდ თავისი პლაჟებითა და ოქროსფერი ქვიშით, არამედ თვალწარმტაცი სოფლებით, უძველესი ნანგრევებით და ისტორიული ძეგლებით.


მზის ჩასვლისას ადგილობრივი ღამის ცხოვრებას გაეცანით. ულამაზეს ნავსადგურში გაისეირნეთ,  დაიწყეთ სარამო ერთი ჭიქა ღვინით,  დატკბებით ადგილობრივი ტავერნების კულინარიული შედევრებით. გარდა ამისა, თქვენი განწყობიდან გამომდინარე, შეგიძლიათ გაერთოთ სოფლის ღამის ბარებსა და კლუბებში ან დაისვენოთ თქვენი სასტუმროს მყუდრო ოთახში.