თქვენი ქალაქი
თბილისი
 ზარი
x
+
ჩვენი კოორდინატები
70, Ir. Abashidze Str.+995 322 00 13 12
ON-LINE დაჯავშნა
25°C

ვოლოსი: მეზე და ციპურო კენტავრების მთის ჩრდილის ქვეშ

აღწერა

საბერძნეთის ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი პორტი. თანამედროვე ქალაქის ცენტრი საინტერესო ღირშესანიშნაობებითა და სხვადასხვა ექსკურსიების მონახულების უნიკალური შესაძლებლობებით. ვოლოსი იდეალური ადგილია საბერძნეთში დასასვენებლად.  


ქალაქი ვოლოსი არის მაგნესიისა და თესალიის რეგიონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო და ინდუსტრიული ცენტრი. ის საბერძნეთში სიდიდით მესამე სავაჭრო პორტია. 

ვოლოსს ცენტრალური საბერძნეთის ტერიტორიაზე ხელსაყრელი ადგილმდებარეობა გააჩნია. სალონიკიდან და ათენიდან ის თითქმის თანაბარი მანძილითაა დაშორებული. ეს არის ცოცხალი ქალაქი, კარგად განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურით, საინტერესო ღირშესანიშნაობებითა და საოცარი მოგზაურობის შესაძლებლობებით.
 

შემდეგ ▼

ვოლოსი - საბერძნეთის ულამაზესი და სტუმართმოყვარე ქალაქი, სადაც შეუდარებელი ბუნების სილამაზე ერწყმის ქალაქის განვითარებას. ვოლოსის ერთ-ერთ უპირატესობას მისი განლაგება წარმოადგენს. საბერძნეთის ამ ულამაზეს მხარეს აქვს უნარი შეინარჩუნოს მშვენიერ მთებსა და ულამაზეს ზღვას შორის ბალანსი. ის მოიცავს ულამაზეს ბუნებას, ტრადიციებსა და მაღალი დონის კულტურას. მხოლოდ ერთი გასეინებაც კი საკმარისია მოგზაურობის მოყვარული ადამიანებისთვის, რათა მოჯადოვდნენ ამ ულამაზესი ქალაქით.    


ქალაქის სამხრეთით იშლება დაუვიწყარი ხედი ზღვაზე, ხოლო ჩრდილოეთით პელიონის მთის მწვანე ფერდობებზე. ვოლოსში დასასვენებლად უამრავი ტურისტი ჩამოდის. სტუმრებს ხიბლავს ძველი ქალაქის  ვიწრო ქუჩებში სეირნობა, მოგზაურობა მითებსა და ეკლეკტურ არომატებსა და გემოში.
   
მწვანე პელიონის გარშემო ამფითეატრივით აშენებეული 14 კმ სანაპირო ზოლის მქონე, ულამაზესი და წყნარი პაგასიკოს ყურეთი, მსხვილი პორტითა და თესალიის სარკინიგზო ცენტრით, ვოლოსი წარმოადგენს მომხიბვლელ ადგილს ტურისტებისთვის მთელი მსოფლიოდან.
 ვოლოსი განვითარდა, როგორც მრეწველობისა და ვაჭრობის ქალაქი,  მაგრამ ასევე თავი გამოიჩინა, როგორც  მაღალი კულტურისა და სოციალური პროგრესის ქალაქი და  გასული საუკუნის დასაწყისში მას საბერძნეთის ურბანული სასწაული ეწოდა.  

ვოლოსის პორტი იკავებს 6 კილომეტრიან სანაპირო ზოლს. 

გავსინჯოთ ციპურო? ვოლოსის განთქმული ციპურადიკები

არ იქნება სწორი, თუ ვოლოსში ყოფნისას არ ეწვევით ქალქის კოლორიტულ ციპურადიკებს  (ტავერნები, სადაც შემოგთავაზებენ ციპუროსა და ზღვისპროდუქტების კერძებს) და არ დააგემოვნებთ განთქმულ ციპუროს (ალკოჰოლური სასმელი, რომელიც მზადდება საუკეთესო ჯიშის ყურძნისაგან ) მეზეთი (მისაყოლებელი კერძი) ახალი ზღვის პროდუქტებით.

შემდეგ ▼

ნეა იონიის უბნიდან  ანავროსამდე და ანო ვოლოსიდან ვოლოსის სანაპირომდე ფუნქციონირებს  400-მდე  ე. წ. ცუპურადიკა, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის და სტუმრების შეხვედრისა და  ურთიერთობის პოპულარულ ადგილს წარმოადგენენ. 

ეს შეხვედრები ვოლოსის მოსახლეობის თავისებურ რიტუალსა და ყოველდღიურ ჩვევას წარმოადგენენ.  პოპულარული ტრადიციის საიდუმლო მდებარეობს ციპუროს უმაღლეს ხარისხში და მისაყოლებელი კერძების მრავალფეროვნებაში: სალათები ხორციტა და თევზით, ბადრიჯნის კრემ-სალათი, კრევეტები, მიდიები, განთქმულინყველი ფეტა გამომჩხვარი პომიდორთან ერთად, ფარშირებული კალმარები და მრავალი სხვა.


სად გავჩერდეთ ვოლოსში? ვოლოსის სასტუმროები

ვოლოსის სასტუმრო ბაზის შეშურდება ნებისმიერ ევროპულ ქალაქს – აქ სასტუმრო კომპლექსების, ვილების, აპარტამენტების დიდი არჩევანია, რომლებიც ყველა ტურისტის მოთხოვნასა და გემოვნებას დააკმაყოფილებს.

დასვენება ვოლოსში

არგონავტების ზღვა და კენტავრების მთა, არგო, იასონი და მატარებელი დე კირიკო, ნეოკლასიკური შენობები და მდიდრული პელიონური სახლები, არქეოლოგიური მუზეუმი და ინდუსტრიალური მემკვიდრეობა, თეოფილეს ნახატები და მრავალი სხვა გელით ვოლოსზე დასვენებისას.  

შემდეგი ▼

გამჭირვალე, კრისტალურად სუფთა წყლის მქონე პლაჟები, დაჯილდოვებულია «ლურჯი დროშით». დილის ყავა პირდაპირ ზრვის სანაპიროზე, ახალი ზღვის პროდუქტები და ერთი ჭიქა განთქმული ციპურო, ვოლოსში დასვენების ვარიანტების დიდი არჩევანი, დაუვიწყარი შთაბეჭდილებების გარანტიაა.



ღირსშესანიშნაობები

ამ ისტორიული ქალაქის ღირშესანიშნაობებიდან მნიშვნელოვანია ძველი აგორა და ძველი ქალაქი თავისი ნეოკლასიკური შენობებით, ასევე VI საუკუნის შუაპერიოდში აშენებული ვოლოსის ციხე-სიმაგრე.

ვოლოსის აღმოსავლეთით მდებარეობს გორიცას მთა - ეს არის პატარა ბუნებრივი მთა, რომელის სიმაღლეც ზღვის დონიდან 200 მეტრს აღწევს. მის მწვერვალზე აშენებულია მაცოცხლებელი წყაროს ტაძარი. 
ამ ადგილიდან იშლება ულამაზესი პანორამული ხედი ქალაქ ვოლოსსა და მის პორტზე. ზემოთ აღნიშნულ ღირშესანიშნაობების გარდა , ვოლოსში არის ენტომოლოგიური, არქეოლოგიური, ტოპოგრაფიული, ისტორიული და სამრეწველო ისტორიის მუზეუმები. 


ვოლოსიდან პელიონის მთისკენ თუ წახვალთ – პირველი სოფლები, რომლებიც გზაზე დაგხვდებათ არის მაკრინიცა და პორტარია, ულამაზესი ტრადიციული არქიტექტურითა და უმშვენიერესი მთის ხედით. 
 ვოლოსიდან ფეხით რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს დიმინიოსის, სესკლოსისა და ძველი დიმიტრიადას არქეოლოგიური ზონები. 

დიმინიოსი - ნეოლითის პერიოდის დასახლება, რომელიც განთავსებულია ქალაქ ვოლოსიდან 5 კილომეტრის დაშორებით, სოფელ დიმინის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. მთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს მნიშვნელოვანი მიკენური დასახლება, რომელიც არქეოლოგების ვარაუდით არის იოლკოსი - ლეგენდარული იასონის წარმოშობის ადგილი. 

ვოლოსიდან 8 კილომეტრით დასავლეთით არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინეს სესკლოსა - პრეისტორიული დასახლება, რომელიც კასტრაკის მთაზეა განლაგებული. ის ევროპის ტერიტორიაზე ერთ-ერთ უძველეს დასახლებად ითვლება (ტერიტორიზეპირველი დასახლება გაჩნდა ძვ.წ. VI ათასწლეულის შუა პერიოდში).


ძველი პერიოდის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქად ითვლებოდა ძველი დიმიტრიადა, რომელიც ვოლოსის შენაკადის სამხრეთით, თანამედროვე ქალაქის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს. აქ იყო განთავსებული ძველი თეატრი, სასახლე, დამოკრატიასის ბაზილიკა და რომაული აკვედუკის ნანგრევები.