ნიქოსია – კვიპროსის დედაქალაქი, კულტურული და ეკონომიკური, სავაჭრო და სამეწარმო ცხოვრების ცენტრი, სტუდენტური ქალაქი . ყოველი დედაქალაქისთვის დამახასიათებელი ტრადიციული ადმინისტრაციული როლის გარდა, ქალაქ გააჩნია ერთი თავისებურება: ეს არის ერთადერთი დედაქალაქი მსოფლიო რუკაზე, რომელიც გაყოფილია ორ ნაწილად, სხვადასხვა სახელმწიფოების მიერ. საზღვარი – ე.წ. «მწვანე ზოლი», რომელიც უშუალოდ ქალაქის ცენტრში გადის - ყოფს მას კვიპროსის რესპუბლიკად და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკად (ქალაქს თურქულად ლევკოშას უწოდებენ).
ნიქოსიის ისტორია იწყება ძვ.წ მე-6 . იცვლებოდა ეპოქები და სახელწოდება: მე-5 საუკუნეში ქალაქი იყო ქრისტიანობის კერა, 12-15 საუკუნეებში კათოლიკების რეზიდენციას წარმოადგენდა, მე-16 საუკუნეში კი, ვენეციურ ეპოქაში, შეიძინა იერსახე, რომელმაც მოაღწია დღევანდელ დღემდე. თურქების და ბრიტანელები ბატონობის შემდეგ 1960 წელს კვიპროსი დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა, 1974 წელს კი საზღვარმა კვიპროსი ორ ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილად გაყო. დღეს ქალაქში 400 ათასი მაცხოვრებელია – დაახლოვებით 300 ათასი კვიპროსის მხარეს და 100 ათასი თურქეთის ნაწილში. როგორც დედაქალაქს შეეფერება, ნიქოსიაშიც მდებარეობს პრეზიდენტის და არქიეპისკოპოსის რეზიდენცია, ასევე საელჩო.
ნიქოსიის უმნიშვნელოვანესი არქიტექტურული ძეგლებიდან აღსანიშნავია – ვენეციური ეპოქის ციხე-სიმაგრეების კომპლექსი და ფამაგუსტას კარიბჭე, არქიეპისკოპოსის რეზიდენცია, ასევე წმინდა სოფიას ტაძარი ჩრდილოეთ ნაწილში.
ღირსშესანიშნაობები კონცენტრირებულია ძველ ქალაქში, აქვეა გადაჭიმული საფეხმავლო ქუჩა ლედრა, მაღაზიებითა და კაფეებით – იგი იწყება თავისუფლების მოედნიდან და D'Avila ბასტიონიდან, რომელშიც განთავსებულია მუნიციპალიტეტი. ლედრის გავლით შესაძლებელია მოხვდეთ თურქულ ნაწილში გადასასვლელ სასაზღვრო კონტროლის პუნქტთან. ტურისტებს უნდა ახსოვდეთ, რომ თუ მათ სურთ ქალაქის თურქულ მხარეში მოხვედრა, აუცილებლად თან უნდა იქონიონ პასპორტი.
საინტერესო სანახავია ნიქოსიას «ხალხური უბანი» – ლაიკი გიტონია: აქ დაგხვდებათ კოლორიტული ქუჩები უამრავი სუვენირების მაღაზიებით.
ქალაქის ახალ ნაწილში დუღს აქტიური, დედაქალაქისათვის დამახასიათებელი ცხოვრება: აქ განლაგებულია სავაჭრო და გასართობი ცენტრები, ღამის კლუბები, რესტორნები, ოფისები და სხვადასხვა მნიშვნელოვანიშენობები.