თქვენი ქალაქი
თბილისი
 ზარი
x
+
ჩვენი კოორდინატები
70, Ir. Abashidze Str.+995 322 00 13 12
ON-LINE დაჯავშნა
28°C

დელფო. დასვენება და ტურები 2024

აღწერა

მითიური პარნასას ძირში, სამხრეთ დასავლეთ ფოკიდაში ფედრიადების ორ უზარმაზარ კლდეებს შორის, ათენიდან 176 კმ-ის დაშორებით მდებარეობს ძველი ბერძნული ქალაქი დელფო. მე -19 საუკუნის შუა ხანებში, ამ ადგილის საიდუმლო, რომელიც ასეულობით წლის განმავლობაში ფედრიადების მკლავებში იყო ჩამალული, თანდათანობით გამოვლენა დაიწყო.აქ, კორინთის ყურის კრისტალურად სუფთა წყლებიდან 750 მ სიმაღლეზე, ბრწყინვალე ბუნებით გარშემორტყმული მდებარეობს ძველი ელადის სახელგანთქმული სამისნო,  მთელს საბერძნეთში ყველაზე ცნობილი დელფოს ორაკულით. ძველ ბერძნებს სჯეროდათ, რომ დელფო არის მთელი მსოფლიოს ცენტრი, ”დედამიწის ჭიპი”.

როგორც მოგვითხრობენ მითები, იმისათვის, რომ ეპოვა ქვეყნიერების ცენტრი, ოლიმპიელი ღმერთების მამამ ზევსმა გამოიყენა საკმაოდ უჩვეულო და ორიგინალური მეთოდი: ორი საპირისპირო მხრიდან მან გამოუშვა არწივები. ისინი ერთმანეთს დელფოსთან შეხვდნენ. ამის შემდეგ ეს ადგილი ქვეყნიერების ცენტრად ითვლება. მრავალი საუკუნის განმავლობაში დელფო იყო ძველი ბერძნების ერთიანობის სიმბოლო, ასევე ბერძნების უმნიშვნელოვანესი კულტურული და სავაჭრო ცენტრი. 

ისტორია
დელფოს ისტორია მჭიროდაა დაკავშირებული ძველბერძნულ მითებთან. გადმოცემის თანახმად, თავდაპირველად აქ მდებარეობდა სამლოცველო, რომელიც ეძღვნებოდა მიწის-დედას გეას, რომელსაც იცავდა საშინელი დრაკონი პითონი. მისი პირველი წინასწარმეტყველი იყო ნიმფა დაფნა. თებეს შვილიშვილმა აპოლონმა , რომელმაც შეისწავლა წინასწარმეტყველობის ხელოვნება  მხიარულების ღვთაებისგან პანოსგან, მოკლა დრაკონი და დაარსა საკუთარი სამლოცველო. 

მე -8 საუკუნისთვის. ძვ.წ. საბოლოოდ დელფოში გაიმარჯვა აპოლონის კულტმა. ბერძნებისათვის ისინი ხდებიან მთელი ბერძნული სამყაროს ერთიანობა და მისი მღვდლები დიდ გავლენას ახდენენ მთელი საბერძნეთის პოლიტიკურ და რელიგიურ რეალობაზე.

VI საუკუნიდან. ძვ.წ. სამისნოსთვის ისტორიის საუკეთესო პერიოდი დგება. მისი წინასწარმეტყველებები, რომლებსაც პითიამ  გამოხატავდა, ქურუმები კი განმარტავდნე ხდებოდა კანონი. მეფეები და ქალაქების მმართველები, მთავრები და უბრალო ხალხი,  დიდი საჩუქრები მიიდიოდნენ ორაკულთან, მისგან კონსულტაციისა და რჩევის მისაღებად. დელფო უფრო და უფრო მდიდრდებოდა. ამ პერიოდში აქ დაიწყო პითიის თამაშების ჩატარება, რომელმაც თავისი გავლენის შედეგად მეორე ადგილი დაიკავა საბერძნეთში, ოლიმპიური თამაშების შემდეგ.

მუზეუმი
ადგილი, სადაც მდებარეობდა დელფოსის სამისნო, ნამდვილად შთამბეჭდავია.  პირველი დანახვიდანვე ადვილი მისახვედრი ხდება, თუ რატომ ამოირჩიეს იგი ძველმა ბერძნებმა, როგორც დედამიწის ცენტრი.
იუსტინიანემ კი თქვა, რომ აქ წარმოთქმული სიტყვები, ჩურჩულითაც კი, მყისიერად გავრცელდა გარშემო და ბევრჯერ მეორდებოდა. ეფექტი არაჩვეულებრივი იყო: ექოს ხმა ყოველ ჯერზე ძლიერდებოდა და უმაღლეს წერტილს როგორც კი მიაღწევდა, ქრებოდა.

პირველ რიგში, უნდა მოინახულოთ დელფოსის არქეოლოგიური მუზეუმი. აქ თქვენ იხილავთ უამრავ  მნიშვნელოვან არტეფაქტებს, რომლებიც აღმოჩენილია  სამლოცველოს გათხრების დროს. მუზეუმში წარმოდგენილია ქანდაკებებისა და უმშვენიერესი ძეგლების მდიდარი კოლექცია. მათგან ყველაზე  დიდ ინტერეს წარმოადგენსბ 2  ბრინჯაოს კუროსი, ტირან პოლიზალოსის საჩუქარი, და ქანდაკებების ფრაგმენტები - ორი სპილოს ძვლისგან დამზადებული თავი, რომლებიც,როგორც მეცნიერები   ვარაუდობენ აპოლონსა და არტემიდას ეკუთვნით.  აქ არის შემონახული ვერცხლისგან დამზადებული ხარის სკულპტურული გამოსახულება, რომელიც, სავარაუდოდ, ამშვენებდა ტახტს ან საკურთხეველს.განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს აპოლონის ტაძრის ფრონტონის ნატეხებს, თეზევსისა და ჰერკულესის ამორძალებთან (ამაზონები) ბრძოლის გამოსახულებით, რომელიც მუზეუმში ინახება. უძვირფასესი ექსპონატების უზარმაზარი რაოდენობა, დაახლოებით 6 ათასი, შეწირულია ორაკულისთვის ან ეძღვნება ღმერთებს, გაგაოცებთ შესრულების ტექნიკით, სილამაზითა და ესთეტიკით.

 დელფოში არქეოლოგიური გათხრები დაიწყო  1860 წ. 1891 წ. ფრანგმა არქეოლოგებმა მიიღეს ნებართვა ბერძნული მთავრობისაგან სისტემატიურ კვლევების ჩატარებაზე და დელფოში დაიწყო «დიდი გათხრები». მათი მსვლელობის დროს გაკეთდა უნიკალური და შთამდეჭდავი აღმოჩენები:  3000 წარწერამდე, რომლებიც ამ საოცარი ადგილის სხვადასხვა ასპექტებზე მოგვითხრობენ, აპოლონის ტაძრის ნანგრევები, ათენელებისა და სიფრონელების  განძთსაცავები,ათენელების გალერეა (სტოა), უძველესი ამფითეატრი, სატადიონი, გიმნაზია და  სხვა ნაგებობები.  დღესაც კვლევითი და სარესტავრაციო სამუშაოები გრძელდება თითქმის მთლიანად რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ათენელების განძთსაცავს , ქიოსის საკურთხეველს, აპოლონის ტაძარს და «ქვეყნიერების ჭიპს».

უნიკალური ძეგლები
დელფოში ყოველ ქვას გააჩნია საკუთარი ისტორია. იმისათვის, რომ დაათვალიეროთ მთელი კომპლექსი  ერთი დღე არ არის საკმარისი, მაგრამ ეს ამად ღირს!

აუცილებლად გაჩერით ძველ სტადიონზე, სადაც ყოველ 4 წელიწადში ტარდებოდა პითიური თამაშები.  სტადიონი აგებულია ძვ. წ. 5 საუკუნეში. მაშინ აქ იყო ხის დასაჯდომები. სტადიონმა დღევანდელი სახე მიიღო იროდი ატიკის  დროს ძვ. წ. 2 საუკუნეში,ამ პერიოდშივე ააგეს  დიდებული შესასვლელი – ტრიუმფალური თაღი.  სრადიონი იტევდა  6,5 ათას მაყურებლამდე. 

აქვეა განლაგებული პითიელი აპოლონის ტაძარი, რომლის შიგნითაც იდგა პითიას ოქროსგან დამწადებული წმინდა სამფეხა სავარძელი. ტაძარი აგებულია ძვ. წ.  6 საუკუნეში, მაგრამ შემდგომ იგი დაინგრა მიწისძვრის დროს.  ტაძარი აღადგინეს ძვ. წ. 4 საუკუნეში, მისი აღდგენისთვის საჭირო სახსრები მთელი ელადიდან მოგროვდა. ჩვეულებრივ, პითიას ირჩევდნენ იმ გოგონებსა და ქალებს შორის, რომლებიც დელფოში და მის გარშემო ცხოვრობდნენ. დასაწყისში ეს ახალგაზრდა ქალწულები უნდა ყოფილიყვნენ, მოგვიანებით - 50 წელს გადაცილებული ქალები. პითია წარმოთქვა წინასწარმეტყველებებს, რომლებიც ღმერთსგან ჩაესმოდა. ეს ხდებოდა წელიწადში მხოლოდ ერთხელ - აპოლონის დაბადების დღეს - ყოველ 7 თებერვალს. ამის შემდეგ, იმის გამო, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი იყო, ვისაც სურდა გაეგო მათი ბედი, პითიამ ღმერთთან ურთიერთობა დაიწყო ყოველი თვის 7 რიცხვში, ზამთრის სამი თვის გამოკლებით. იგი დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა წმინდა მსახურებისთვის. ჯერ, იგი ბანაობდა კასტალის წყაროს წმინდა წყლებში. შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში შიმშილობდა, მხოლოდ დაფნის მწვანე ფოთლებს ჭამდა და  ამის შემდეგ ჯდებოდა წმინდა სამფეხაზე, რომელიც მდებარეობდა ტაძარში  ნაპრალთან, საიდანაც შხამიანი, დამათრობელი ორთქლი გამოდიოდა. ამის შემდეგ პითია იწყებდა თავისი წინასწარმეტყველების წარმოთქმას. ჩვეულებრივ, ეს იყო ფრაგმენტული, გაუგებარი სიტყვები და ფრაზები. ტაძრის ქურუმები, მათ თავისებურად განმარტავდნენ, ალაგებდნენ ლექსების სახით და  წარუდგენდნენ თეოტროპებს, მათთვის, ვისთვისაც ისინი განკუთვნილი იყვნენ.

ტაძრის შიგნით, სიღრმეში იდგა აპოლონის ქანდაკება, ოქროსა და ომფალისგან დამზადებული, ოვალური თეთრი მარმარილოს ქვა– «ქვეყნიერების ჭიპი». ტაძრის ფრონტონები შემკული იყო რელიეფური კომპოზიციებით: აპოლონისა და არტემისის ეტლით დელფოში ჩასვლის სცენა, გარშემორტყმული მამრობითი და მდედრობითი ფიგურებით და გიგანტომაქიით, საიდანაც რამდენიმე ფიგურაა შემორჩენილი: ათენა, გიგანტები და მიწაზე დაცემული ორი ცხენი. 

ასევე შესაძლებელია დელფოში სხვა მნიშვნელოვანი ძეგლების ნახვაც. საკურთხევლის, აგორასა და აპოლონის ტაძრის წინ პატარა მოედნიდან აღმართულია წმინდა გზის ნაშთები, რომლის გასწვრივ  მრავალი ქალაქის მიერ აშენებული საგანძურია, სადაც ინახებოდა ქალაქის მოსახლეობის მიერ სასახლეში მიტანილი საჩუქრები, გიმნაზია, ათენა პრონიის ტაძარი, მრავალკუთხა კედელი, დაოქის საჩუქარი, უძველესი თეატრის ნაშთები, რომელშიც 5000 მაყურებლამდე ეტევა. ამ ადგილიდან იხსნება ულამაზესი ხედი აპოლონის ტაძარზე და მთელ ხეობაზე.

ათენელების განძთსაცავი – ერთადერთი ნაგებობა დელფოში, რომელიც საკმაოდ კარგად გადარჩა. ამის წყალობით, მისი სრულად აღდგენა გახდა შესაძლებელი და დღეს კომპლექსის სტუმრებს მას მთელი თავისი დიდებულებით ხედავენ. 

მდიდარი რელიეფური ქანდაკებები და კომპოზიციები ამშვენებდა დელფური საკურთხევლის კიდევ ერთ ცნობილ საგანძურს - სიფნიურს. მის დასავლეთ და აღმოსავლეთ მხარეებში გამოსახულია პარისის განსაცდელი და ოლიმპიური ღმერთები,  რომლებიც თვალს ადევნებენ ტროას ომს, ხოლო სამხრეთ და ჩრდილოეთ მხარეს გამოსახულია სცენები ლევკიპოსის ქალიშვილების გატაცებისა და გიგანტომაქიის შესახებ. ტაძრის ფასადის ფრონტონს ამშვენებს დელფური ორაკულის ფლობისთვის ჰერაკლესა და აპოლონის ბრძოლის რელიეფური სცენები. ყველა მათგანი დღეს რესტავრირებულია და ინახება მუზეუმში.

სამისნოს პოპულარობისა და მნიშვნელობის ვარდნა დაიწყო ძვ.წ III საუკუნეში, თუმცა ის ფუნქციონირებდა ჩვენი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნეშიც, იმპერატორ ადრიანეს დროს. სწორედ ამ პერიოდში დელფოს ეწვია ანტიკურ დროის ცნობილი მოგზაური პავსანიასი, რომელმაც დაწვრილებით აღწერა დელფოს ყველა ნაგებობა და ძეგლი. მისმა ამ ნაშრომმა ხელი შეუწყო კომპლექსის მრავალი შენობის აღდგენას შემდგომში. 394 წელს ბიზანტიის იმპერატორის თეოდოსიუს I- ის ბრძანებით სამისნომ არსებობა შეწყვიტა. დელფოში ქრისტიანობის გავრცელებისთანავე დაარსდა საეპისკოპოსო, რომელმაც არსებობა შეწყვიტა VII საუკუნის დასაწყისში, სლავების შემოსევის დროს. თანდათანობით, ძველი საკურთხეველი ჩამოინგრა და მიწით დაიფარა. ბევრად მოგვიანებით, მის მიწაში ჩაფლულ ნანგრევებზე აშენდა ახალი სოფელი კასტრი.

 დელფო – საბერძნეთის მრავალი მარგალიტიდან ერთ-ერთი. მისი არქეოლოგიური კომპლექსი შეტანილია იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. ამ უზარმაზარი არქეოლოგიური კომპლექსის მონახულება, რომელიც გარშემორტყმულია არაჩვეულებრივი ბუნებით,  ნიშნავს "სამყაროს ცენტრის" მონახულებას. სწორედ აქ მდებარეობს "დედამიწის ჭიპლარი" და სწორედ აქედან მითიური პითია წინასწარმეტყველებდა მსოფლიოს ბედს.