თქვენი ქალაქი
თბილისი
 ზარი
x
+
ჩვენი კოორდინატები
70, Ir. Abashidze Str.+995 322 00 13 12
ON-LINE დაჯავშნა
კატეგორია
რეგიონი
Region
ქალაქი
Abu-Dhabi

Bab Al Qasr Beach Resort by Millenium, 5 *

სასტუმრო მდებარეობს აბუ-დაბიში, კორნიშეს სანაპიროზე. უმნიშვნელოვანესი ღირშესანიშნაობები, როგორიცაა  აბუ-დაბის ლუვრი და შეიხ ზაიედის მეჩეთი, მხოლოდ 20 წუთის სავალზეა.  სასტუმროს ფანჯრებიდან ულამაზესი ხედი იშლება სპარსეთის ყურესა, პრეზიდენტის სასახლესა და არაბთა გაერთიანებული საამიროს სასახლეზე.

საუზმე (BB), ორჯერადი კვება (HB), სრული კვება  (FB),  all inclusive (ALL)

კვება (კატეგორიის მიხედვით):

BB | საუზმე რესტორან Artisan Kitchen-ში (შვედური მაგიდა),  სასმელი წყალი, ჩაი, ყავა, ახლად გამოწურული წვენი.
HB | საუზმე, სადილი ან ვახშამი რესტორან Artisan Kitchen-ში. სასმელი ლანჩზე და ვახშამზე დამატებითი ღირებულებით.
FB | საუზმე, სადილი, ვახშამი რესტორან Artisan Kitchen-ში. სასმელი ლანჩზე და ვახშამზე დამატებითი ღირებულებით.
all inclusive| საუზმე, სადილი, ვახშამი რესტორან Artisan Kitchen-ში (შვედური მაგიდა); შეუზღუდავი გამაგრილებელი სასმელები (soft drinks), ცხელი სასმელები, ყავა, წყალი, შეფუთული წვენები, ლუდი, ღვინო, ალკოჰოლური სასმელები.

რესტორნები და ბარები:

ARTISAN

რესტორანი Artisan -  სასტუმროს მთავარი რესტორანი, რომელიც მუშაობს მთელი დღის განმავლობაში.

რესტორანი გთავაზობთ საერთაშორისო სამზარეულოს მრავალფეროვან კერძებს, "შვედური მაგიდის" კონცეფციით.

 

ROSEMARY

a la carte რესტორანი, რომელიც გთავაზობთ ხმელთაშუაზღვის სამზარეულოს უგემრიელეს კერძებს. აქ გასინჯავთ საუკეთესო პაელიას,  მრავალფეროვანი არომატის მქონე სანგრიას და როზმარინის საფირმო მოქტეილს. ელეგანტური ადგილი, სადაც სტუმრებს შეუძლიათ დატკბნენ ხმელთაშუა ზღვის სხვადასხვა არომატით.
სამუშაო საათები: 19:00 საათიდან 23:00 საათამდე.

 

FRESH BASILI

Fresh Basili არის თანამედროვე ბუტიკ-მაღაზია გურმანებისათვის, რომელიც სავსეა უნიკალური არომატებით მთელი მსოფლიოდან. შვეიცარიული ყველი, იტალიური ხორცეულის ასორტი, ბერძნული ზეთისხილი და ზეითუნის ზეთი, ფრანგული ტრიუფელი -ეს არის მხოლოდ მცირედი იმ გემრიელობებიდან, რომლებსაც აქ შემოგთავაზებენ. ასევე ამ ადგილას შეძლებთ  ხელნაკეთი ნამცხვრებისა და პურის დაგემოვნებას. რესტორანი იდეალურია როგორც სადილისთვის, ასევე  ყავისთვის დასალევად.
სამუშაო საათები: 10:00 საათიდან 20:00 საათამდე.

 

MORJANA LOUNGE

შესანიშნავი ადგილია დასასვენებლად, სადაც შეძლებთ დატკბეთ შადრევნების დამამშვიდებელი ხმითა და სასტუმროს შესანიშნავი ლობიით, პალმის ხეების ჩრდილით და არაბული ტრადიციული უდას მელოდიით. სტუმრებს შეუძლიათ ისიამოვნონ ახლად მოხარშული ყავით, მაროკოს ჩაით ან ახლად გამოწურული წვენებით, ასევე ხელნაკეთი ნამცხვრებით, სენდვიჩებით და ორცხობილებით, რომელიც მომზადებულია სასტუმროს შეფ-კოდიტერის მიერ. 
სამუშაო საათები:24 საათის განმავლობაში.

ადგილმდებარეობა

აბუ-დაბის საერთაშორისო აეროპორტიდან 40 კმ-ში, ხოლო დუბაის საერთაშორისო აეროპორტიდან (DXB) 158 კმ-ში, ინდივიდუალური ტრანსფერი ავტომობილით  ხორციელდება AUH-დან 40 წუთში  DXB- დან კი 1 საათსა და 30 წუთში.

ნომერის აღწერა

სულ 378 ოთახი: 176 Superior Room (~ 41 კვ.მ), 40 Premier Room (~ 43 კვ.მ), 49 Club Room (~ 41 კვ.მ), 30 Junior Suite (~ 66 კვ.მ), 70 Deluxe Suite (~ 90 კვ.მ), 13 Executive Suite (~ 120 კვ.მ).

ოთახებში: ორადგილიანი საწოლი King size (DBL) ან 2  ერთადგილიანი საწოლი (TWIN), აბაზანა (ცალკე საშხაპე და აბაზანა), ფენი, ხალათები, ჩუსტები, ბრენდირებული ტუალეტის ნაკრები; ტელევიზორი ბრტყელი ეკრანით, სატელიტური ტელევიზია, უფასო Wi-Fi, ტელეფონი, კონდიციონერი, სეიფი, მინიბარი (ფასიანი), ჩაის და ყავის ნაკრები, უთო და საუთაო დაფა, ოთახის ყოველდღიური დალაგების სერვისი.

Superior Room

ნომერს აქვს King-size საწოლი (DBL) ან ორი ცალკე საწოლი (TWIN). ხედი (ნაწილობრივ) ზღვაზე.
შესაძლო განთავსება (მაქსიმუმ) - 3 უფროსი ან 2 უფროსი + 1 ბავშვი.

Premier Room


ნომერს აქვს King-size საწოლი (DBL) ან ორი ცალკე საწოლი (TWIN). ხედი (ნაწილობრივ) ზღვაზე ან  სასახლეზე Emirates Palace.
შესაძლო განთავსება (მაქსიმუმ) - 3 უფროსი ან 2 უფროსი + 2 ბავშვი.

Club Room

ხედი (ნაწილობრივ) ზღვაზე. ოთახი შედგება საძინებლისგან, King size საწოლით (DBL) და მისაღები ზონით. მდებარეობს მე-9-10 სართულზე. სტუმრებისთვის გათვალისწინებულია დამატებითი პრივილეგიები.
შესაძლო განთავსება (მაქსიმუმ) - 3 უფროსი ან 2 უფროსი + 2 ბავშვი.

Club Room-ის პრივილეგიები:

უფასო შუადღის ჩაი, ფუნთუშები, ნამცხვრები, წვენები, გამაგრილებელი სასმელები, სენდვიჩები, ყავა ლაუნჯში 15:00 საათიდან 17:00 საათამდე .
"ბედნიერი საათი" - კანაპე, ყველი, კრეკერი, ჩირი, ხილი, ფუნთუშა, არაბული ტკბილეული, შოკოლადები, ღვინო და ალკოჰოლური სასმელები ლაუნჯში 18:00 საათიდან 20:00 საათამდე.
კონსიერჟის მომსახურება
უფასო შეხვედრების დარბაზი სამი საათით (ხელმისაწვდომია მხოლოდ წინასწარი დაჯავშნით).

Junior Suite

ხედი (ნაწილობრივ) ზღვაზე ან  სასახლეზე Emirates Palace. ოთახი შედგება საძინებლისგან, რომელშიც არის king size საწოლი (DBL) ან ორი ცალკე საწოლი (TWIN), მისაღები ზონა. სტუმრებისთვის გათვალისწინებულია დამატებითი პრივილეგიები.

შესაძლო განთავსება (მაქსიმუმ) - 3 უფროსი ან 2 უფროსი + 2 ბავშვი.

პრივილეგიები Junior Suites- ისთვის:

უფასო შუადღის ჩაი, ფუნთუშები, ნამცხვრები, წვენები, გამაგრილებელი სასმელები, სენდვიჩები, ყავა ლაუნჯში 15:00 საათიდან 17:00 საათამდე .
"ბედნიერი საათი" - კანაპე, ყველი, კრეკერი, ჩირი, ხილი, ფუნთუშა, არაბული ტკბილეული, შოკოლადები, ღვინო და ალკოჰოლური სასმელები ლაუნჯში 18:00 საათიდან 20:00 საათამდე.
კონსიერჟის მომსახურება
უფასო შეხვედრების დარბაზი სამი საათით (ხელმისაწვდომია მხოლოდ წინასწარი დაჯავშნით).

Deluxe Suite

ნაწილობრივი ზღვის ან ქალაქის ხედი. ოთახი შედგება საძინებლისგან,  King size ზომის საწოლით (DBL), მისაღები ზონით. სტუმრებისთვის გათვალისწინებულია დამატებითი პრივილეგიები.

შესაძლო განთავსება (მაქსიმუმ) - 3 უფროსი ან 2 უფროსი + 2 ბავშვი.

პრივილეგიები Deluxe Suites- ისთვის:

უფასო შუადღის ჩაი, ფუნთუშები, ნამცხვრები, წვენები, გამაგრილებელი სასმელები, სენდვიჩები, ყავა ლაუნჯში 15:00 საათიდან 17:00 საათამდე .
"ბედნიერი საათი" - კანაპე, ყველი, კრეკერი, ჩირი, ხილი, ფუნთუშა, არაბული ტკბილეული, შოკოლადები, ღვინო და ალკოჰოლური სასმელები ლაუნჯში 18:00 საათიდან 20:00 საათამდე.
კონსიერჟის მომსახურება
უფასო შეხვედრების დარბაზი სამი საათით (ხელმისაწვდომია მხოლოდ წინასწარი დაჯავშნით).

Executive Suite


ნაწილობრივი ზღვის ან ქალაქის ხედი. ნომერი შედგება საძინებლისგან, რომელიც მოიცავს King-size საწოლს (DBL), მისაღები ოთახით, რომელსაც აქვს შიდა კარი. სტუმრებისთვის გათვალისწინებულია დამატებითი პრივილეგიები.
შესაძლო განთავსება (მაქსიმუმ) - 3 უფროსი ან 2 უფროსი + 2 ბავშვი.

პრივილეგიები Executive Suite- ისთვის:

უფასო შუადღის ჩაი, ფუნთუშები, ნამცხვრები, წვენები, გამაგრილებელი სასმელები, სენდვიჩები, ყავა ლაუნჯში 15:00 საათიდან 17:00 საათამდე .
"ბედნიერი საათი" - კანაპე, ყველი, კრეკერი, ჩირი, ხილი, ფუნთუშა, არაბული ტკბილეული, შოკოლადები, ღვინო და ალკოჰოლური სასმელები ლაუნჯში 18:00 საათიდან 20:00 საათამდე.
კონსიერჟის მომსახურება
უფასო შეხვედრების დარბაზი სამი საათით (ხელმისაწვდომია მხოლოდ წინასწარი დაჯავშნით).

სანაპირო

კერძო ქვიშიანი პლაჟი (140 მ), აღჭურვილია შეზლონგებით, ქოლგებითა და პლაჟის პირსახოცებით.

ენა: Georgian

Ok
არჩევა