კავალა – საბერძნეთის პატრა, მაგრამ ულამაზესი ზღვისპირა ქალაქი. ქალაქი აგებულია მთა სიმბოლოს ძირში, საბერძნეთის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთში, სალონიკიდან 165, ხოლო ათენიდან 680 კმ-ში, პირდაპირ სანერძნეთის ყელაზე მწვანე კუნძულის, თასოსის გასწვრივ. ეს არის თანამედროვე ქალქი, რომელმაც წარსულის კოლორიტი შეინარჩუნა.
ეს არის იგივე სახელწოდების მქონე ოლქის დედაქალაქი. მაკედონიის სიდიდით და მეორე ქალაქი და პორტი. მთელი ჩრდილოეთ საბერძნეთის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პორტი. ფართო მოედნები, თანამედროვე შენობები, სავაჭრო ცენტრები ქალაქის დასავლეთ ნაწილში ჰორმონიულად არსებობენ ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი სახლების გვერით.
«ძველი ქალაქი», იმარეთი, ნეოკლასიკური შენობები, უმშვენიერესი ხავერდოვანი პლაჟები, ცისფერი ცა და შუქურა. ყველაფერი ეს ქმნის ულამაზეს სურათს, რომელსაც საიდანაც არ უნდა შეხედო, გაოცდები მისი მშვენიერებითა და მომხიბვლელობით.
კავალა ფლობს უნიკალურ უპირატესობას - წარსული და მომავალი აქ ისეა შეხამებული, რომ გექმნებათ გრძნობა - დრო აქ გაჩერდა.
წარსულის დიდებული ძეგლები და ქალაქის ბუნებრივი სილამაზე აუცილებლად მოგიბლავთ: მწვანე ტყეები და მშვენიერი მთის პეიზაჟები, სუფთა ზღვა და მასში არსებული პატარა კუნძულები, მაგნიტებივით იზიდავს ბუნების მოყვარულებს. ეს ადგილი პოეტების, მხატვრების, მუსიკოსების შთაგონების წყარო იყო, რომელმაც მათი გულები სამუდამოდ დაიპყრო.
ისტორია
ქალაქის ისტორია იწყება პრეისტორიულ დროში. იგი თავდაპირველად ნახსენებია ჰომეროსის პოემებში და ათენის კავშირის არქივებში.
ქალაქი განთქმული გახდა რომაული ჯარის შემოსვლის შემდეგ, რათა დაეწყოთ ისტორიული ბრძოლა ფილიპებში. ეს არის ევროპის პირველი ქალაქი, რომელმაც ქრისტიანობა მიიღო, იმის მერე, რაც აქ ჩამოვიდა პავლე მოციქული.
ქალაქი დაარსეს დევნილებმა კუნძულ პაროსიდან ძვ. წ. VI საუკუნეში, რომლებმაც ქალაქს ნეაპოლისი უწოდეს (ახალი ქალაქი). 1371-დან 1912 წწ-მდე კავალა ოსმალეთის იმპერიის ნაწილი იყო. ძველი ქალაქის მწვერვალზე განლაგებულია კავალას ციხე-სიმაგრე, რომელიც აშენდა XV საუკუნის პირველ ნახევარში, ბიზანტიური პერიოდის ციხის ნანგრევებზე. 1769 წელს აქ გაჩნდა (წარმოშობით ალბანელი) მუჰამედ ალი, ეგვიპტის მმართველი.
შუასაუკუნეებში ქალაქში ცხოვრობდა უამრავი სლავი, რომლებიც ამ ტერიტორიაზე პრეტენზიას აცხადებდნენ. კავალა ოკუპირებული იყო ბულგარელების მიერ 1912-13 წწ., 1916-18 წწ. და 1941-45 წწ. ბოლო ოკუპაციას თან ახლდა უამრავი მსხვერპლი ბერძნებს შორის. კავალის ბულგარელებისთვის დატოვებას ითხოვდა სტალინი პოტსდამის კონფერენციაზე, მაგრამ მიიღო უარი მოკავშირეებსგან.
ყველაზე ძველი არქეოლოგიური ექსპონატები, რომლებიც ქალაქის ტერიტორიაზეა ნაპოვნი, თარიღდება პალეოლითის ეპოქით. იმ დროს, წყლის დონე ზღვაში გაცილებით დაბალი იყო, ვიდრე დღეს და კუნძული თასოსი ხმელეთით უკავშირდებოდა დანარჩენ ნაწილს. შუა ქვის ხანაში ყინულის დნობის შედეგად წყლის დონემ საგრძნობლად მოიმატა , მიწის ის მონაკვეთი,რომელიც თასოს დანარჩენ მატერიკთან აერთებდა დაიტბორა და თასოსი ცალკე კუნძულად გადაიქცა. პირველი დასახლება აქ ნეოლითის პერიოდში გაჩნდა - ძვ. წ. 5600 წ. ერთ-ერთი მათგანი - თასოსის სკალა სოტირუ - რომელიც უკვე, სპილენძის ეპოქაში გაჩნდა, ერთადერთი უძველესი დასახლებაა ბალკანეთზე, რომელსაც ციხე-გალავანი გააჩნდა. სპილენძის ეპოქის დასასრული აღინიშნება მიკენური კულტურის გავლენით. იმ პერიოდის ბევრი აღმოჩენები ადასტურებენ თასოსის კავშირს სამხრეთ ზღვების მეზღვაურებთან. მათგან ყველაზე ცნობილია – არაჩვეულებრივი წარწერები კლდეზე, თანამედროვე სოფელ ფილიპებთან.
თანამედროვე ქალაქი აშენებულია ორი პრეისტორიული ადგილის ნანგრევებზე: ანტისარა (დღევანდელი კალამიცა) და რკინის ეპოქის დასახლების (პერიგელიოს უბანი). სამწუხაროდ, ერთადერთი რაც მათგან დარჩა, - ეს არის ანტისარის კედლის ნაწილი, რომელიც დგას დღეს მრავალსართულიანი სახლების შორის.
ფინიკიურ ტომებთან ხანგრძლივი ბრძოლების შემდეგ, თასოსის მოსახლეობამ ძვ. წ. 7 საუკენეში ააშენეს ახალი ქალაქი (ნეა პოლი) იმისათვის, რომ თავი დაეცვათ მათგან. გარდა იმისა, რომ ქალაქი მდებარეობდა მნიშვნელოვან სტრატეგიულ ადგილზე, გზაზე რომელიც აერთებდა აღმოსავლეთს დასავლეთთან, მას გააჩნდა ბუნებრივი პორტიც, იგი აშენებული იყო თასოსის მდიდარ და ნაყოფიერ ნიადაგზე. პელოპონესის ომის დროს ქალაქი მხარს უჭერდა ათენს ძვ. წ. 340 წ. , სანამ იგი არ დაიპყრო მაკედონიის მეფემ ფილიპემ.
ეკონომიკა
ქალაქმა დაიწყო სწრაფად განვითარება გასული საუკუნის 20-იან წლებში. დრეს ის იკავებს მეორე ადგილს მოსახლეობის რიცხვით მაკედონიაში და თრაკეაში, ქ. სალონიკის შემდეგ.
დღეს აქ ცხოვრობს დაახლოებით 60.000 მაცხოვრებელი. სხადასხვა წიაღისეულისა და ნავთობის მოპოვების გამო, რეგიონში განვითარებულია მძიმე მრეწველობა, მუშავდება ნავთობი, მარმარილო და მინა. აქ ფუნქციონირებს ქვეყანაში ერთადერთი ფოსფორის სასუქების მწარმოებელი ქარხანა. იმისათვის, რომ შეუფერხებლად განვითარებული მრეწველობა და ვაჭრობა, ქალაქთან ახლოს აშენდა ახალი პორტი, რომელიც უკვე მთლიანად ემსახურება რეგიონის ეკონომიკურ საქმიანობას. განვითარებულია, ასევე მეთვზჭერის მრეწველობა.
უახლოესი აეროპორტი (მეგას ალექსანდროს) მდებარეობს დაახლოებით 25 კმ-ში კავალადან, ქალაქ ხრისუპოლისთან ახლოს.
კამარეს
ეს არის ალბათ, ქალაქის ყველაზე ცნობილი ძეგლი. კამარეს - შუასაუკუნოვანი რომაული აკვედუკი, რომელიც აგებულია ბიზანტიურ პერიოდში. იგი მრავალჯერ იქნა გადაკეთებული ოსმალეთის იმპერიის დროს.
კავალას ციხე-სიმაგრე
ციხე-სიმაგრე, რომლის ნანგრევებსაც დღეს ვხედავთ, დომინირებს ნახევარკუნძულზე, სადაც ძველი ქალაქი აშენდა. ეს აკროპოლისი, 65 მეტრი სიგრძისა და 17-დან 60 მეტრი სიგანის, აშენდა მე -15 საუკუნის პირველ მეოთხედში (1425 წ.). ბიზანტიის პერიოდში და მომდევნო წლებში მან მრავალი რესტრუქტურიზაცია განიცადა. ბიზანტიელებმა, ვენეციელებმა და თურქებმა ბევრჯერ შეცვალეს მისი გარე კედლები.
დღეს ციტადელის თეატრში ღია ცის ქვეშ ტარდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები.
იმარეთი
იმარეთი - ოსმალეთის მმართველობის დასრულების პერიოდის დიდი კომპლექსი - ისლამური არქიტექტურის კლასიკური მაგალითი. განლაგებულია ნახევარკუნძულ პანაგიას დასავლეთ ნაწილში (ძველი ქალაქი).
1922 წლის ბოლოდან შენობა გამოიყენებოდა ლტოლვილების საცხოვრებლად. 1931 წ. მეზობელი ქუჩის გაფართოების გამო, იმარეთის ნაწილი დაანგრიეს. 1967 წლის ბოლოს ლტოლვილებმა იგი დატოვეს და ძეგლი დაიხურა.
2001 წ. ნაგებობა გაქირავდა 50 წლით, მას ჩაუტარდა რესტავრაცია და ეხლა ეს არის ელეგანტური სასტუმრო, რომელშიც იმ ეპოქის ატმოსფეროა დაცული.
მონასტერი ლაზარისტონი
მონასტერი ლაზარისტონი მდებარეობს კიპრუს ქუჩაზე. აგებულია 1888 -1892 წწ. მის არქიტექტურაში შეთავსებულია სხვადასხვა არქიტექტურული სტილი, რომლებზეც გავლენა იქონია ნეოკლასიკურმა სტილმაც. დღეს აქ განლაგებულია საფრანგეთის საკონსულო.
კავალას დიდი კლუბი
ბერძნული თემის დიდი კლუბის შენობა ქ. კავალში აშენდა 1909 წელს. ღარიბი ქალბატონების საზოგადოების შეგროვილი თანხით.მდებარეობს ქალაქის მერიის გვერდით. მისი არქიტექტურის ნეოკლასიკურ სტილში ძველიბერძნული არქიტექტურის უამრავი ელემენტია.
Adolf Wix-ის სახლი
შენობა აგებულია 1899 წ. გერმანელი ბარონისთვის. მის არქიტექტურაში ბევრი საერთოა მერიის შენობასთან. იგი ბევჯერ გადაკეთდა. დღეს ეს შენობა ქალაქის მერიას ეკუთვნის.
მეჰმედ ალის სახლი
ძველი ქალაქის მოედანზე შემორჩენილია სახლი, რომელშიც დაიბადა მოჰამედ ალი – ბოლო ეგვიპტის სამეფო დინასტიის დამფუძნებელი. ეს ლამაზი შენობა, აშნებულია მაკედონურ სტილში და ეგვიპტის მთავრობის კუთვნილებას წარმოადგენს. სახლი შედგება ორი ნაწილისგან: მიწისქვეშა და პირველი სართულისგან. მოედნის ცენტრში 1934 წ. სულთანის საპატიოდ დადგეს მისი ბრინჯაოს ქანდაკება, ბერძენი სკულპტორის დიმიტრიადისის ნამუშევარი.
მერია
ეს შენობა, რომელშიც დღეს, ქალაქის მუნიციპალიტეტი მდებარეობს - უნგრეთის ციხის ასლია – აშენებულია 1895 წ. უნგრელი ტამბაქოს ვაჭრის პიერ ჰერცოგის მიერ.
გამარჯვების ძეგლი
გამარჯვების ბრინჯაოს ქანდაკება, ბერძენი სკულპტორის პარმაკელისის ნამუშევარია. მდებარეობს მერიის შემობის წინ არსებულ ბაღში.
კონსერვატორია
კონსერვატორიის შენობა – ყველაზე ძველი შენობაა კავალაში 1864 წლამდე აგებული შენობებისგან, იმის მერე რაც აქ პანაგიას ნახევარკუნძულიდან ბერძნები დასახლდნენ. მისი ძლიერი ნეოკლასიკური სტილის შთამბეჭდავი დეტალებით სახურავზე , სვეტები და გამოძერწილი დეკორაციები არქიტექტორის ჩანაფიქრით ბერძნული არქიტექტურის ძალის, სიმდიდრისა და სიამაყის სიმბოლო უნდა ყოფილიყო.
უძველესი ფილიპები
აღმოსავლეთ მაკედონიის უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური ძეგლი. ამ არქეოლოგიურ ნაკრძალში შემორჩნილია ბერძნული, რომაული და ადრექრისტიანული ეპოქის კვალი. აქ პავლე მოციქულმა დაარსა ევროპის პირველი ქრისტიანული ეკლესია და მონათლა ევროპის პირველი ქრისტიანი ქალი - ლიდია.
არქეოლოგიური მუზეუმი
კავალას არქეოლოგიური მუზეუმი – საბერძნეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და უმდიდრესი მუზეუმია. აქ ინახება ნეოლითის ეპოქის ქვისა და თიხის ფიგურები. ასევე აქ გამოფენილია ყველა ნივთები, რომლებიც ნაპოვნია უძველესი დასახლების ტიკილი ტაშის გათხრების შედეგად.
კლიმატი ზღვისპირა რეგიონში ხმელთაშუაზღვიურია, საშუალო ნალექის 400-600 მმ. წელიწადში. ზღვიდან მოშორებით კლიმატი უფრო კონტინენტური ხდება და ნალექის რაოდენობა კი თითქმის ორმაგდება.
მიუხედავად იმისა, რომ კავალა თანამედროვე ქალაქია, მას მრავალი პლაჟი გააჩნია. ეს არის ქალაქში 4 პლაჟია: დასავლეთით რაპსანი, კალამიტას მუნიციპალური პლაჟი და ბატისი. კავალას თითქმის ყველა პლაჟი დაჯილდოვებულია ევროკავშირის მიერ «ლურჯი დროშით».
ქალაქი გარშემორტყმულია სპორტული ობიექტებით, იდეალურია ერთდღიანი მოგზაურობისთვის. ქალაქის ცენტრში არის საზოგადოებრივი ბაღი. მუნიციპალურ სანაპიროს აქვს კალათბურთის, ჩოგბურთის და სათამაშო მოედანი და სკეიტბორდი. ქალაქის ცენტრში მრავალი საფეხმავლო ბილიკია.
კალამიცა
2 კმ-ის დაშორებით, ქალაქის ცენტრიდან, აქ მდებარეობს ორგანიზებული ქვიშიანი კალამიცას სანაპირო, კრისტალურად სუფთა წყლით. გამოსაცვლელი კაბინებით, საშხაპეებით, სპორტული მოედნებითა და თევზის ტავერნებით, ეს შესანიშნავი ვარიანტია მათთვის, ვისაც არ სურს დიდ მანძილზე გადაადგილება.
ბატისი
კალამიცას სანაპიროს შემდეგ მდებარეობს ბათისის სანაპირო, რომელიც ეკუთვნის საბერძნეთის ტურიზმის ორგანიზაციას (EOT). იგი ასევე აღჭურვილია საშხაპეებით, გამოსაცვლელი კაბინებით. აქ არის დიდი საცურაო აუზი, ფრენბურთის მოედანი, საბავშვო აუზი. აქვე არის ბარი, კაფე და რესტორანი, სანაპიროზე შეგიძლიათ დააგემოვნოთ ცნობილი მაკარონი ლობსტერით.
ტოსკა
დიდი ორგანიზირებული მშვიდი პლაჟი 4 კმ-შია ქალაქიდან. აქ ქირავდება ბუნგალოები.
პალიო
პალიო - კავალას უახლოესი გარეუბანი, მდებარეობს 6 კმ-ში ქალაქის ცენტრიდან. აქ ძირითადად დიდი სახლები და ვილებია. გააჩნია რამოდენიმე მყუდრო, პატარა პლაჟი.
ირაკლიცა
მდებარეობს ქალაქის ცენტრიდან 12 კმ-ში. პლაჟის სიგრძეა 3 კმ. სანაპიროს მთელ სიგრძეზე არის ბარები და უფასო პარკინგბი.
ნეა ირაკლიცა
მდებარეობს 13 კმ-ში კავალიდან. დასახლება დაყოფილია ორ ნაწილად - ძველ და ახალ. ძველ ნაწილში რამოდენიმე ოჯახი ცხოვრობს. მანდვეა განლაგებული პატარა პორტი და უმშვენიერესი სანაპირო ტავერნებითა და კაფე-ბარებით. არის პატარა მაღაზიები, მინი-სასტუმროები, ინტერნეტ-კაფეები. სამხრეთ-დასავლეთ დასავლეთ ნაწილში, ფიჭვნარის უკან სანაპიროა. ქალაქის ახალ ნაწილში, გასწვრივ თითქმის 5 კილომეტრიანი სანაპიროა. აქ ფუნქციონირებს ორი ჰიპერმარკეტი.
ნეა პერამოსი
დასავლეთით მდებარეობს სოფელი ნეა პერამოსი. ეს დიდი სოფელია. აქ უამრავი მაღაზიაა, ძირითადად ტურისტებზე ორიენტირებული. სწორედ პერამოსში მდებარეობს თევზის საუკეთესო ტავერნები და თევზის საუკეთესო მაღაზია ამ მხარეში.დასახლებას გააჩნია კომფორტული ადგილობრივი პლაჟი. დასავლეთით შემორჩენილია შუასაუკუნეების ციხესიმაგრის ნანგრევები. გარდა ამისა, პერამოსი ასევე არის მევენახეობისა და მეღვინეობის ცენტრი. სწორედ აქ აწარმოებენ ყურძნის არაყს - ციპუროს.
ამოლოფო
ნეა პერამოსას დასავლეთით მდებარეობს ამოლოფოს პლაჟები უნიკალური ქვიშის დიუნებით. ეს არის 2 კმ სიგრძის სანაპირო ზოლი, წვრილი ქვიშით და კრისტალურად სუფთა წყლით. ამოლოფოსის ყველა პლაჟი აღჭურვილია საშხაპეებითა და გამოსაცვლელი კაბინებით, ასევე შეზლონგებითა და ქოლგებით.