გონიო არის პოპულარული ზღვისპირა კურორტი, რომელიც მდებარეობს საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე, აჭარის დედაქალაქიდან თხუთმეტ კილომეტრში. ბათუმთან სიახლოვის მიუხედავად, გონიო არ ითვლება დიდი ქალაქის გარეუბნად. ეს კურირტი წყნარი ტურისტული ცენტრია და შესანიშნავია კომფორტული ოჯახური დასვენებისთვის. გონიოში სტუმრებმა შეიძლება ისიამოვნონ უჩვეულო სიმშვიდით, ბუნების სილამაზით, საოცრად სუფთა ჰაერითა და მზიანი პლაჟებით.
ამავე დროს, გონიო არის მდიდარი ისტორიის მქონე ადგილი. 20 საუკუნის წინ გონიოს რომაელი ისტორიკოსი გაიუს პლინიუს კესილიუსი ახსენებს თავის ნაშრომებში. იმ დროს გონიო რომაული სტრატეგიული ციხესიმაგრე იყო. მოგვიანებით იგი გახდა თურქეთის მთავარი სამხედრო ციხესიმაგრე 1878 წელს რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლის დროს. დღევანდელ დღემდე მხოლოდ ოდესღაც მძლავრი ციხე-სიმაგრის მხოლოდ ნაწილმა მოაღწია. დღესდღეობით გონიოში ტურისტებს შეუძლიათ მოინახულონ მუზეუმი-ნაკრძალი, რომლის ფართობი 4.5 ჰექტარია. ციხის თითქმის კილომეტრი სიგრძისა და ხუთ მეტრი სიმაღლის კედელი ტურისტებს ხიბლავს თვრამეტი შესანიშნავი კოშკურით.
გონიო განთქმულია სუფთა და კეთილმოწყობილი პლაჟებით. კურიტის ჩრდილოეთ ნაწილში ტურისტებს შეუძლიათ ისიამოვნონ ე.წ. "ველური სანაპიროთი", ხოლო სამხრეთ ნაწილში - თანამედროვე ტურისტული ინფრასტრუქტურით, თანამედროვე სასტუმროებითა და კერძო პლაჟებით.
ტურისტებს შეუძლიათ აგრეთვე მოინახულონ მოციქულ წმინდა მათეს განთქმული სამარხი, აგრეთვე ძველი რომაული აბანოების
ნაშთები და არქეოლოგიური მუზეუმი.