გუდაური მსოფლიო მნიშვნელობის სათხილამურო კუროტია, რომელიც თანაბრად პოპულარულია უცხოელ ვიზიტორებსა და საქართველოს მოსახლეობას შორის. იგი მდებარეობს ყაზბეგის რაიონში, თბილისიდან სულ რაღაც 120 კილომეტრში, ზღვის დონიდან 2196 მეტრ სიმაღლეზე. კურორტიდან იშლება ალპური ზონის შესანიშნავი პეიზაჟები.
სათხილამურო სეზონი გუდაურში ნოემბრის თვიდან იხსნება. თოვლიანი ამინდი, ჩვეულებრივ მაისამდე ნარჩუნდება. ეს კურორტი მიზიდველია არა მარტო ტურისტებისთვის, არამედ ინვესტორებისთვისაც. 2014 წელს ჟურნალმა National Geographic, გუდაური დაასახელა მსოფლიოს წამყვან სათხილამურო კურორტებს შორის. სათხილამურო ადგილებამდე მისვლა საბაგირო გზით არის შესაძლებელი. აქ თხილამურებით სრიალი უსაფრთხოა, არ არის ზვავებისა და კლდოვანი დაბრკოლებების საშიშროება. გუდაურში პოპულარულია მთის მწვერვალებამდე ვერტმფრენით ასვლა და იქიდან სწრაფდაშვება. სათხილამურო ტრასების საერთო სიგრძე 50 კილომეტრია. არის ტრასები როგორც დამწყებებისათვის, ასევე სპორტსმენი მოთხილამურეებისთვის. ქვედა საბაგირო სადგური 1990 მ-ზეა, ზედა სადგური - 3307 მ-ზე.
ძირითადი ტრასებია:
- "პირველი" - 1053 მეტრი (3-ადგილიანი საბაგირო)
- "სოლიკო" – 2295 მეტრი (მაღალსიჩქარიანი 4-ადგილიანი საბაგირო)
- "კუდაბი" - 1063 მეტრი (3-ადგილიანი საბაგირო გზა კუდების მწვერვალამდე)
- "თოვლის პარკი" - 1104 მეტრი (3-ადგილიანი საბაგირო)
- "საძელე" - 1504 მეტრი (4-ადგილიანი საბაგირო)
- "გუდაური" - 2800 მეტრი (გონდოლას ამწე, 10 ადგილიანი)
- "ზუმა" - 600 მეტრი (ამწე).
სათხილამურო ტრასაზე "პირველი" ღამის განათებაა დამონტაჟებული. სათხილამურო ტექნიკის გაქირავების ოფისები
საბაგირო სადგურებთან არის განლაგებული. სასტუმროები ასევე უზრუნველყოფენ გაქირავების მომსახურებას.
გუდაურში სათხილამურო დამღლელი დღის ბოლოს, ტურისტებს შეუძლიათ ეწვიონ SPA-ცენტრს, დახურული
აუზით, ჯაკუზითა და საუნით, ასევე ბოულინგითა და
ბილიარდით.
საღამოს სტუმრებს შეუძლიათ დაისვენონ ადგილობრივ
რესტორნებში, დააგემოვნონ ქართული სამზარეულოს კერძები და განთქმული ქართული ღვინოები.