თქვენი ქალაქი
თბილისი
 ზარი
x
+
ჩვენი კოორდინატები
70, Ir. Abashidze Str.+995 322 00 13 12
ON-LINE დაჯავშნა

კვარიათი

აღწერა

კვარიათი ზღვისპირა კურორტია ბათუმიდან 15 კილომეტრში, თურქეთთან საზღვართან ახლოს. ეს მთიანი კურორტი მდიდარია ტყის მასივებით, რაც კვარიათს აჭარის რეგიონის ერთ–ერთ საუკეთესო კურორტად აქცევს. პლაჟის ულამაზესი ხედები, ევკალიპტის ტყეების არომატი და ლურჯი ზღვა იზიდავს ათასობით ადგილობრივ და უცხოელ ვიზიტორს. კვარიათი ასევე ცნობილია, როგორც გამაჯანსაღებელი კურორტი ფილტვის დაავადებებისა და ალერგიის სამკურნალოდ. აქ შეგიძლიათ შესანიშნავ საზღვაო არდადეგებს შეუწყვილოთ არომათერაპია და გაიუმჯობესოთ ნერვული სისტემა და მეტაბოლიზმი, ასევე გაიძლიეროთ ზოგადი იმუნური სისტემა.

 

კვარიათის პლაჟები სუფთა და მოწესრიგებულია, ზღვის წყალი კრისტალურად სუფთა და მშვიდია. ადგილი წყნარია. ტურისტები შეიძლება ეწვიონ ზღვის სანაპიროზე განლაგებულ კაფეებსა და წყლის ატრაქციონებს. კვარიათიდან ბათუმში მისვლა მარტივია. სულ რაღაც 20 წუთის მანქანით სავალზე სტუმრები შეიძლება  შეუერთდნენ ბათუმის ხმაურიან ადგილებს, გართობასა და მხიარულებას.

 

კვარიათში სტუმრებს ასევე შეუძლიათ ეწვიონ მყვინთავთა ცენტრს. გამოცდილი ინსტრუქტორები მზად არიან ღრმა ზღვაში გაგიყვანონ, რომ ზღვის ფსკერზე ჩაძირული ხომალდები დაათვალიეროთ. თქვენ ასევე შეგიძლიათ მიიღოთ მყვინთავის სპეციალური მოწმობა, მას შემდეგ რაც ჩააბარებთ შესაბამის ტესტებს. რესტორნები მთელი წლის განმავლობაში ღიაა. სტუმრებს, ძირითადად სთავაზობენ განთქმული ქართული სამზარეულოს კერძების ადგილობრივ აჭარულ ნაირსახეობებს.