თქვენი ქალაქი
თბილისი
 ზარი
x
+
ჩვენი კოორდინატები
70, Ir. Abashidze Str.+995 322 00 13 12
ON-LINE დაჯავშნა

ურეკი

აღწერა

ურეკი არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილი საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე. აქ, სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ როგორც საზღვაო დასვენების ყველა ნაირსახეობით, ასევე დაკავდნენ გამაჯანსაღებელი პროცედურებით.

ურეკი მდებარეობს ორ მნიშვნელოვან საზღვაო ქალაქს ფოთსა და ქობულეთს შორის. დიდი ხნის განმავლობაში, ეს ადგილი წარმოადგენდა უმდიდრეს წყაროს მაგნიტიტის მოსაპოვებლად, რომელიც მეტალურგიულ ინდუსტრიაში გამოიყენება. ურეკის ქვიშიანი სანაპირო ძალიან მდიდარია ამ და სხვა მნიშვნელოვანი მინერალებით, რაც ადგილს განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის იმ ტურისტებისთვის, რომლებსაც ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემები აწუხებთ.

გერმანელმა მეცნიერმა ვერნერ ფონ ბრაუნმა, რომელიც ამ ადგილებში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მუშაობდა, აღმოაჩინა, რომ ადგილობრივი პლაჟის ქვიშას აქვს უნიკალური სამკურნალო თვისებები. მოგვიანებით გერმანელი მეცნიერის აღმოჩენები სხვა სამეცნიერო კვლევებმაც დაადასტურეს. ამ აღმოჩენამ ურეკი ერთ–ერთი უნიკალურ გამაჯანსაღებელ ადგილად გადააქცია. მას შემდეგ ურეკის მაგნიტიტიანი ქვიშა ფართოდ გამოიყენება ფიზიოთერაპიული პროცედურების დროს. ადგილობრივი ჰოსპიტალები და სანატორიუმები შემოგთავაზებენ უნიკალურ სამკურნალო პროგრამებს, რომლებიც უკვე მრავალი წელია პაციენტებს ეხმარებიან კუნთოვანი და სახსრების სისტემის პრობლემების მოგვარებაში. ურეკში იმკურნალება ოსტეოართრიტი, პოლიართრიტი და ოსტეოპოროზი, აგრეთვე ფიზიკური დაზიანებებები და ნერვული სისტემის პრობლემები. ურეკის უნიკალური კლიმატი, ევკალიპტისა და ფიჭვის ადგილობრივი ტყის მასივებით იონიზირებული ჰაერი უნიკალურ სამკურნალო არომატებს შეიცავს და ხელს უწყობს სასუნთქი გზების გაუმჯობესებას. 5 კილომეტრის სიგრძის ურეკის პლაჟი საუკეთესოა ბავშვებისთვისაც, რადგან ამ სანაპიროზე წყლის დონე დაბალია და ზღვის სუფთა წყალში საბანაოდ კომფორტულია ჩვილებისთვისაც კი.