სასტუმრო ბათუმი ვორლდ პალასი მდებარეობს საქართველოს შავიზღვისპირა ქალაქ ბათუმის ისტორიულ ნაწილში. ქალაქის ცენტრი სასტუმროდან სულ რამდენიმე მეტრშია.ფართო შესასვლელი, კომფორტული ლობი ბუხრისა და ტელევიზორის მყუდრო კუთხეებით.მაღალკვალიფიციური და მეგობრული პერსონალი შეგიქმნიან ოჯახურ და თბილ გარემოს.
სასტუმროს ბოლო სართულზე განთავსებულია ა ლა კარტე რესტორანი "ლოფტი", რომელსაც აქვს ასევე ღია ტერასა, საიდანაც ხედი იშლება შავი ზღვის სანაპიროზე. რესტორანი გთავაზობთ უგემრიელეს კერძებს ქართული, ევროპული და თურქული სამზარეულოებიდან.
სასტუმრო მდებაროებს ზღვიდან 150 მ-ში.
სასტუმროში სულ 30 კეთილმოწყობილი ნომერია. აქედან 18 სტანდარტული ტიპის ოთახი, 9 ლუქსის ტიპის და 3 დელუქსის ტიპის.
ნომრებში დაგხვდებათ: კონდიციონერი, მაცივარი, ტელევიზორი, ყავისა და ჩაის მოსამზადებელი ნაკრები. სააბაზანო ოთახში: საშხაპე, თმის საშრობი, ხალათი და ჩუსტები, ჰოგიენური ნაკრები.
LUX და DELUX ტიპის ნომრებში არის აივანი და ჯაკუზი.
ენა: Georgian