თქვენი ქალაქი
თბილისი
 ზარი
x
+
ჩვენი კოორდინატები
70, Ir. Abashidze Str.+995 322 00 13 12
ON-LINE დაჯავშნა
კატეგორია
რეგიონი
ბათუმი Region

ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო "კოლიზეუმ მარინა" ბათუმის დასავლეთ ნაწილში, ზღვის პირველ სანაპირო ზოლში მდებარეობს. სტუმრების განკარგულებაშია კეთილმოწყობილი პლაჟი და მიმდებარე ტერიტორია. 10-სართულიანი სასტუმრო 101 ოთახს აერთიანებს.

გამორჩეულ არქიტექტურასა და დახვეწილ დიზაინთან ერთად, თითოეულ ოთახს დამატებით უპირატესობას ზღვის უმშვენიერესი ხედი სძენს. საცურაო აუზები, კომფორტული ოთახები, რესტორნები, ბარები, სპა - ამ და სხვა კომპონენტების ერთობლიობა საოცნებო დასვენებისთვის იდეალურ გარემოს ქმნის.

სასარგებლო ინფორმაცია

სასტუმროს მთელ ტერიტორიაზე ფუნქციონირბს უფასო Wi-Fi.

სასტუმროში არის საუნა, ჯაკუზი, საკონფერენციო დარბაზი 120 ადამიანზე. 

დამსვენებლებს შეუძლია დაისვენონ როგორც ღია აუზზე რომლის სიღრმე 150 მ-ია და სიგანე 110 მ, ასევე დახურულ აუზზე. 

ადგილმდებარეობა

მდებარეობს ცენტრიდან 3,5 ში, ახალ ბულვარში. 

ნომერის აღწერა

ოთახის სერვისები: ზღვის/აუზის ხედი, აივანი/ტერასა, სავარძლები და მაგიდა აივნებზე, ელექტრონული გასაღები, ცენტრალური კონდიცირება, ტანსაცმლის კარადა, ბარგის სადგამი, ელექტრონული სეიფი, უფასო WI-FI, ტელეფონი, Smart TV, ელექტრო ჩაიდანი, მინი ბარი, უფასო ჩაი და ყავა ოთახში, სააბაზანო საშხაპით, ხალათი და ერთჯერადი ჩუსტები, WC, გამადიდებელი სარკე, თმის საშრობი, ჰიგიენური საშუალებები.

Standard room: 20 - 22 მ² (აივნის ჩათვლით), 1 საძინებელი (2 ადგილიანი საწოლი ან ცალ-ცალკე საწოლი), ტუალეტი, სააბაზანო საშხაპით, ტანსაცმლის კარადა, აივანი მაგიდით და სკამებით.

Superior room: 30 - 32 მ² (აივნის ჩათვლით), 1 საძინებელი (2 ადგილიანი საწოლი ან 2 ცალ-ცალკე საწოლი), ტუალეტი, სააბაზანო საშხაპით, ტანსაცმლის კარადა, აივანი მაგიდით და სკამებით.

Family suite: 41-50 მ² (აივნის ჩათვლით), 1 მისაღები, 1 საძინებელი (2 ადგილიანი საწოლი ან 2 ცალ-ცალკე საწოლი), ტუალეტი, სააბაზანო საშხაპით, ტანსაცმლის კარადა, აივანი მაგიდით და სკამებით.

Executive suite: 65 მ² (აივნის ჩათვლით), 1 მისაღები, 1 საძინებელი (2 ადგილიანი საწოლი), 2 ტუალეტი, სააბაზანო საშხაპით, ტანსაცმლის კარადა, აივანი მაგიდით და სკამებით.

0(აივნის ჩათვლით), 1 მისაღები (ზოგ სართულზე), 1 საძინებელი (2 ადგილიანი საწოლით), 2 ტუალეტი (ზოგ სართულზე), სააბაზანო საშხაპით, ტანსაცმლის კარადა, აივანი მაგიდით და სკამებით.

სანაპირო

სანაპიროდან დაშორება - 50 მ

ენა: Georgian

Ok
არჩევა