სასტუმრო "Aristocrat Hotel Batumi" გაიხსნა 2018 წლის ზაფხულში.
ექვს სართულიან შენობაში მდებარეობს 29 ნომერი. სასტუმროს გააჩნია ლიფტი.
ყველა ნომერი არის აივნით, რომლიდანაც იხსნება ხედი ქალაქზე ან ზღვაზე.
სასტუმროს რესტორანში 9:00-დან 11:00-მდე იშლება შვედური მაგიდა.
სასტუმროს მთელ ტერიტორიაზე, ნომრების ჩათვლით შესაძლებელია უფასო Wi - Fi -ით სარგებლობა.
რესეფშენზე დარეკვით შეგიძლიათ გამაგრილებელი სასმელის შეკვეთა ნომერში.
სასტუმრო მდებარეობს ქალაქის ცენტრში, ხოლო სანაპირო ფეხით ხუთი წუთის სავალზეა. დაახლოებით 300-400 მეტრის დაშორებით.
თითოეული ნომერი აღჭურვილია მაცივრით, კონდივიონერით, ტელევიზორით, ტელეფონით, ჩაიდნით ყავისა და ჩაის ნაკრებით, ერთი ბოთლი წყლით რომელიც ივსება ყოველდღიურად. სააბაზანო ოთახში არის საშხაპე, საპონი, შამპუნი, თმის საშრობი.
სასტუმროში არის ნომრების შემდეგი კატეგორიები: სტანდარტული DBL/TWIN (35 м²), TRPL (42 м²) და STUDIO სამზარეულოს კუთხით (46 м²).
ნომრებში და სასტუმროს მთელ ტერიტორიაზე აკრძალულია მოწევა. ასევე აკრძალულია ცხოველების განთავსება სასტუმროში.
ენა: Georgian