მდებარეობს ზღვის დონიდან 2000 მეტრ სიმაღლეზე, ულამაზეს დასახლებაში, მთებითა და ფიჭვნარით გარშემორტყმული. სასტუმროს დიზაინი გადაწყვეტილია rustic სტილში. მაღალი დონის მომსახურება და დამატებითი სერვისების ფართო სპექტრი, როგორიცაა: უფასო პარკინგი, დახურული და გარე აუზები, პანორამული სპა და ველნესი ცენტრები ამ სასტუმროს ბაკურიანში დასვენების იდეალურ ადგილად აქცევს. სათხილამურო სეზონის განმავლობაში, სასტუმრო გთავაზობთ უფასო ტრანსფერის მომსახურებას სათხილამურო ტრასებზე. სასტუმროსთან ახლოს არის კაფეები, რესტორნები და მაღაზიები.
სულ 45 ოთახი.
ნომრები აღჭურვილია სატელიტური ტელევიზიით, ტელევიზორით, სეიფით, უფასო Wi-Fi-ით, მინიბარით, სამუშაო მაგიდითა და ჩაის / ყავის კუთხით. ზოგიერთ ოთახში ასევე არის აივანი და მყუდრო ბუხარი.
მდებარეობს ბაკურიანის ცენტრში, კოხტაგორის სათხილამურო საბაგიროდან 300 მეტრში, დიდველის სათხილამურო საბაგიროდან 2 კილომეტრში, ბორჯომიდან 16 კილომეტრში.
ენა: Georgian