სასტუმრო BLACK SEE STAR BATUMI, აშენებულია 2016 წელს, მდებარეობს ბათუმის ცენტრში.
ხუთსართულიან შენობაში მდებარეობს 16 ნომერი.
ტერასაზე, მუშაობს კაფე-რესტორანი, სადაც დილაობით იშლება საუზმე, შვედური მაგიდის სისტემით 09:00-დან 11:00-მდე.
დღის სხვა ნებისმიერ მონაკვეთში შესაძლებელია სადილობა და ვახშმობა ქართული და ევროპული სამზარეულოს კერძებით.
სასტუმროს მთელ ტერიტორიაზე, ნომრების ჩათვლით შესაძლებელია უფასო Wi-Fi - ით სარგებლობა.
სასტუმროდან სანაპირომდე მანძილი 600 მეტრს შეადგენს. ფეხით 10 წუთის სავალი მანძილი.
თითქმის ყველა ნომერს აქვს აივანი ქალაქის ხედით. ნომრებში: კონდიციონერი, მაცივარი, ტელევიზორი სატელიტური არხებით, სეიფი, ჩაიდანი ყავისა და ჩაის ნაკრებით, ერთი ბოთლი წყალი , რომლის მარაგის შევსებაც ხდება ყოველდღიურად. სააბაზანო ოთახში: საშხაპე, თმის საშრობი, ხალათი, შამპუნი, გელი. DE LUX ნომრებში (სასტუმროში სულ 6 ასეთი ნომერია) სააბაზანო ოთახში არის ჯაკუზი.
ნომრების დალაგება ხდება ყოველდღიურად, თეთრეულის შეცვლა სად დღეში ერთხელ.
სასტუმროში მდებარეობს შემდეგი კატეგორიის ნომრები:
DBL/TWIN (25 м²);
TRPL (32 м²);
DE LUX DBL/TWIN (35 м²);
DE LUX TRPL (35 м²)
დამატებითი საწოლი - გასაშლელი.
სასტუმროს ნომრებში და მთელ ტერიტორიაზე მოწევა აკრძალულია. ასევე აკრძალულია სტუმრების ცხოველებით განთავსება.
ენა: Georgian