კურორტი "საირმე" მდებარეობს სუბტროპიკული სარტყლის მთიან ზონაში, ქუთაისის სამხრეთით ზღვის დონიდან 950 მ-ზე და ადმინისტრაციულად ბაღდათის რეგიონს ეკუთვნის. "საირმე" ევროპის ყველაზე დიდი კურორტია. მწვანე საფარი შეადგენს 60 ჰექტარს და არის ერთადერთი კურორტი, სადაც 4 სხვადასხვა სამკურნალო თვისების და 1 თერმული წყარო ამოედინება და მრავალი დაავადების განკურნებაა შესაძლებელი. ახალი კურორტ "საირმის" რეაბილიტაციის პროექტის შემდეგ კომპლექსში წარმოდგენილია 3 სასტუმრო, 342 ნომერით, სადაც 1000-მდე ადამიანის განთავსების შესაძლებლობაა ერთდროულად. აგრეთვე საირმის ლანდშაფტის მოდერნიზებაც განხორციელდა: ჩატარდა მნიშვნელოვანი სამუშაოები სარეკრეაციო და საკვები ობიექტების მოსაწყობად.
კურორტის რეაბილიტირება 2011 წელს დაიწყო, დასრულებული სახე 2013 წელს მიიღო, ხოლო სრული რეაბილიტაცია კი 2018 წელს დასრულდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო სასტუმრო საირმე, რომელიც 152 ნომრისგან შედგება და 390 დამსვენებელზეა გათვლილი. მოხდა საირმის ლანდშაფტის მოდერნიზება: ჩატარდა მნიშვნელოვანი სამუშაოები სარეკრეაციო, სავაჭრო და საკვები ობიექტების მოსაწყობად.
კურორტზე აგრეთვე მოქმედებს სპა და ველნეს ცენტრი, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი გერმანული ფირმის კრაფტის, უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი. დიდი მოცულობის კომპლექსი ნებისმიერი ტიპის გამაჯანსაღებელ პროცედურას შემოგთავაზებთ. დამსვენებლებს აგრეთვე აქვთ საშუალება ისარგებლონ საკურორტო პოლიკლინიკით, რომელიც სასტუმრო საირმის ტერიტორიაზე მდებარეობს და დამსვენებლებს 24 საათის განმავლობაში ემსახურება. პოლიკლინიკაში შესაძლებელია თერაპიული, კარდიოლოგიური, უროლოგიური მომსახურების მიღება. კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე ლაბორატორიით და ექოსკოპიური კაბინეტით.
საირმეში აგრეთვე მოეწყო მინერალური წყაროების კეთილმოწყობილი ბიუვეტები, განახლებული კვების ბლოკი, კაფე-ბარისა და მარკეტის შენობა, კურორტის ბაღი, ბაღდათი-საირმეს 20-კილომეტრიანი ახალი გზა, კურორტის განახლებული შიდა გზები, თანამედროვე საკურორტო მომსახურება და ა.შ...
კურორტზე წარმოდგენილი „თერმული სპა და ველნესი“ უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი. კომპლექსი ნებისმიერი ტიპის გამაჯანსაღებელ პროცედურას სთავაზობს დამსვენებლებს.
გამაჯანსაღებელი პროცედურები
სპა ცენტრში ყველა პროცედურა თერმული წყაროებით კეთდება. აქვე წარმოდგენილია ღია საცურაო აუზიც, რომელიც ასევე მიწიდან ამოსული, 41-გრადუსიანი თერმული წყაროთი ივსება.
სპა ცენტრში წარმოდგენილია დახურული აუზი, მარილის ოთახი, რომელიც საუკეთესოა სასუნთქი გზებისა და ფილტვების წმენდისთვის, სველი და მშრალი საუნა, ასევე სხვადასხვა სამკურნალო და გამაჯანსაღებელი საპროცედურო კაბინეტი.
ჭარბწონიანობა
ცელულიტების პროფილაქტიკა და სხეულის კორექცია
ძვალსახსროვანი სისტემა
ართრიტი, ართროზი, რევმატიული დაავადებები
ცენტრალური ნერვული სისტემა
ნეიროცირკულატორული დისტონია, უძილობა
შარდ-კენჭოვანი დაავადებები
თირკმლის ქრონიკული დაავადებები, მარილოვანი დიათეზი, ასევე მკურნალობა პროფილაქტიკური მიზნით
პროცედურები:
წყალქვეშა მასაჟი
კანში, კანქვეშა ცხიმოვან შრეში,კუნთოვან და მყესოვან ქსოვილებში უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლის პროცესი. ასევე: 1. ცენტრალურ ნერვულ სისტემა, 2. სისხლძარღვოვანი სისტემა 3. კანის დაავადებები
შარკოს შხაპი
აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ნივთიერებათა ცვლას,სხეულიდან შლაკების გამოდევნას, ეფექტურია ცელულიტებისა და სხეულის პროფილაქტიკისთვის.
ფიზიოთერაპია
ზრდის ორგანიზმის იმუნურ აქტივობას ,ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, გამწოვი, ანტისპაზმური მოქმედება.
ჰიდროკოლონოთერაპია
ნაწლავების გამორეცხვა თერმული, მინერალური წყლების საშუალებით. პროცედურა სასარგებლოა ქრონიკული კოლიტებისა და ჰემოროიდული(არა სისხლმდენი) დაავადებების დროს.
მშრალი მასაჟი
მასაჟის დროს ზეგავლენა ხდება ნერვულ, ჰუმორულ და მექანიკურ ფაქტორებზე. კანში უმჯობესდება ლიმფის მოძრაობა, კანი ხდება ელასტიური და სრიალა. სახსრებში, იოგებში და მყესებში ჩქარდება სინოვიური სითხის წარმოქმნა.
ჰალოთერაპია (მარილის ოთახი)
კურნალობის არამედიკამენტოზური მეთოდი ემყარება ბუნებრივი მარილის მღვიმის ანალოგიური მიკროკლიმატის გამოყენებას. მკურნალობის პროცესში მთავარი მოქმედი ფაქტორია მარილის მშრალი, მაღალდისპერსული აეროზოლი, რომელიც სპეციალური დანადგარის, ჰალოგენერატორის, საშუალებით მიეწოდება ჰალოკამერაში (მარილის ოთახში). მთელი ოთახი, კედლები და იატაკი დაფარულია ეკოლოგიურად სუფთა მარილით.
საკურორტო პოლიკლინიკა
კურორტზე ფუნქციონირებს სადღეღამისო საკურორტო პოლიკლინიკა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გერმანული ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკური აპარატურით.
ლინიკაში ფუნქციონირებს ულტრასონოგრაფიის კაბინეტი, აფთიაქი. კლინიკაში განთავსებულია უროლოგიური, ენდოკრინოლოგიური, კარდიოლოგიური და თერაპიული კაბინეტები, სადაც მაღალკვალიფიციური ექიმ-სპეციალისტები 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ დამსვენებლების ჯანმრთელობაზე.
პირველადი კონსულტაცია
ყველა პაციენტს ენიშნება მინერალური წყლების მიღების გრაფიკი და ორგანიზმზე მორგებული პროცედურები
ლაბორატორიული კვლევა
ზოგადი კლინიკური ლაბორატორია, ბიოქიმიური ლაბორატორია
ინსრუმენტული კვლევები
ულტრაბგერითი კვლევა, ე.კ.გ. ანუ კარდიოგრამა
კარდიოლოგის კონსულტაცია (ე.კ.გ)
პირველადი სამედიცინო დახმარება
დიაგნოსტიკის სრული სპექტრი
ულტრასონოგრაფიული გამოკვლევები
იმუნოფერმენტული, ვირუსული და ჰორმონალური კვლევები
ბიოქიმიური ანალიზი
კურორტის რეაბილიტირება 2011 წელს დაიწყო, დასრულებული სახე 2013 წელს მიიღო, ხოლო სრული რეაბილიტაცია კი 2018 წელს დასრულდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო სასტუმრო საირმე, რომელიც 152 ნომრისგან შედგება და 390 დამსვენებელზეა გათვლილი. მოხდა საირმის ლანდშაფტის მოდერნიზება: ჩატარდა მნიშვნელოვანი სამუშაოები სარეკრეაციო, სავაჭრო და საკვები ობიექტების მოსაწყობად.
ფიტნეს ცენტრი
ისარგებლეთ კურორტ "საირმის" უმაღლესი სტანდარტების ფიტნეს-ცენტრით, მოგზაურობის დროსაც შეინარჩუნეთ ჯანსაღი ცხოვრების წესი და არ მისცეთ ორგანიზმს მოდუნების საშუალება.
თერმული აუზები
აუზების ლოკაცია სპეციალურად შევარჩიეთ და მათი სარგებლობა ტემპერატურის მიუხედავად შეგიძლიათ. ისინი თერმული წყლებით ივსება, მიწიდან 1500 მეტრიდან ამოედინება და ტემპერატურა 410-ს შეადგენს.
სპორტული მოედნები
სპორტული აქტივობების ფართო არჩევანი - ფეხბურთის, კალათბურთის, ხელბურთის მოედნები ახალი სპორტის გამოცდისა და ჰობის აღმოჩენის საშუალებაა.
პარკის აქტივობები
პარკში მოზარდებსა და ბავშვებს გართობა ერთნაირად შეუძლიათ - მაგიდის ჩოგბურთზე ძალის კონტროლის, ხოლო ბატუტზე მოქნილობის გამოცდა, ან ტირით შეგიძლიათ ისროლო და გაარკვიო, იმსახურებს თუ არა საკუთარი მიზანში სროლის შესაძლებლობები ფუმფულა სათამაშოებს.
ზიპ ლაინი
800-მეტრიანი ზიპ ლაინი, რომელიც კურორტის პარკში მთებიდან ეშვება ყველაზე გრძელია ამიერკავკასიაში.
კომპაკ სპორტინგი
“სასროლეთი”, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ბრიტანული აპარატურით, გაძლევთ საშუალებას 5 სხვადასხვა ლოკაციიდან 6 მიმართულებით ესროლოთ თეფშებს ბერეტას ტიპის იარაღებიდან.
თოკების ქალაქი
თოკების ქალაქი, რომელიც საკმაოდ ექსტრემალური და ძალიან სახალისო გასართობია, იდეალურია კორპორატიული შეჯიბრებებისთვის.
ჯიპ-ტური
თუ ექსტრემალური თავგადასავლები გიზიდავს, მაშინ მოემზადე რეალური გამოწვევებისთვის: გამოსცადე შენი ინსტიქტები საჭესთან, მთის გზებზე, ჯიპ-ტურით და კიდევ ერთხელ დარწმუნდი, რომ საირმის ბუნება მართლაც რომ ყველასგან გამორჩეულია.
ველოსიპედების სერვისი
თუკი ექსტრემი შენი ჰობია, ველოსიპედების სერვისით აუცილებლად უნდა ისარგებლო. საირმეში ბევრი უცნობი, მიუვალი და მისტური ადგილია აღმოსაჩენი, რომელთა აღმოჩენაც ველოსიპედით შეგიძლიათ.
ენა: Georgian