თქვენი ქალაქი
თბილისი
 ზარი
x
+
ჩვენი კოორდინატები
70, Ir. Abashidze Str.+995 322 00 13 12
ON-LINE დაჯავშნა
კატეგორია
ტიპი




რეგიონი
Region

ექსტრავაგანტული სასტუმრო Mondrian Doha მდებარეობს Laguna Mall - თან ახლოს და 10 წთ-ის სავალზე Pearl Qatar - იდან. 

სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს ცნობილი მზარეულის, ვოლფგანგ პაკის ცნობილი რესტორანი CUT რომელიც დაჯილდოებულია მიშლენის ვარსკვლავით. 

დამატებითი ინფორმაცია :

  • სასტუმროში არის რუსულენოვანი პერსონალი
  •  სასტუმროში განთავსების დროს საჭიროა დეპოზიტის ქონა. 
  • სასტუმროში არის ნომრები როგორც მწეველთათვის ასევე არამწეველთათვის. 
  • ტელეფონის და სხვა მოწყობილობის დასატენად საჭიროა ადაპტერი. 

სასარგებლო ინფორმაცია

სასტუმრო შესანიშნავი არჩევანია ნებისმიერი სირთულის ღონისძიების,  კონფერენციების, გამოფენების, კორპორატიული ღონისძიებების, ქორწილების ჩასატარებლად. 

ადგილმდებარეობა

25 კმ აეროპორტიდან. 

ინდივიდუალური ტრანსფერის ხანგრძლივობა 20 წთ. 

ნომერის აღწერა

ჯამში 211 ნომერი : Standard (~48 კვ.მ), Superior (~48 კვ.მ), Superior Terrace (~48 კვ.მ).

Suites: 
ჯამში 59 suites: Studio Suite (~80 კვ.მ); Loft Suite (~88 კვ.მ), Deluxe Loft Suite (~126კვ.მ), Deluxe Terrace Suite (~229 კვ.მ), Deluxe Two Bedroom Suite (~229 კვ.მ), Opal Suite (~650 კვ.მ), Sky House (~687 კვ.მ), Penthouse (~849 კვ.მ).

ნომრებში: ორადგილიანი საწოლი ან ორი ერთადგილიანი საწოლი, სააბაზანო, თმის საშრობი, ხალათი, ჩუსტები, ექსკლუზიური აბაზანის ნაკრები, ტელევიზორი, საკაბელო ტელევიზია, უფასო Wi-Fi, ტელეფონი, კონდიციონერი, ელექტრონული სეიფი, მინი-ბარი (დამატებითი ღირებულებით), ყავისა და ჩაის მოსამზადებელი ნაკრები, ყავის აპარატი, პანორამული ფანჯრები. 

თითოეული ოთახი ინდივიდუალურად არის შემუშავებული და კეთილმოწყობილი დიზაინერ მარსელ ვანდერსის მიერ, რომელიც მოიცავს სააბაზანოს ექსკლუზიურ სანთლებს, ბროლის ჭაღებს რომელიც ასახავს ჰოლანდიელი მოგზაურის ზღაპრის ისტორიას შუა აღმოსავლეთში ექსპედიციის დროს.

Standard (~48 კვ.მ) - პანორამული ხედი, აივნის გარეშე. 

Superior (~48 კვ.მ) - ნომრები მდებარეობს მაღალ სართულებზე (10-19), პანორამული ხედი, აივნის გარეშე. 

Superior terrace (~48 კვ.მ) - პანორამული ხედი, ტერასა.

Studio Suite (~80 კვ.მ) - საძინებელი მისაღები და სამუშაო ზონა, სამზარეულო. პანორამული ხედი, აივნის გარეშე. 

Loft Suite (~88 კვ.მ) საძინებელი, მისაღები, სასადილო და სამუშაო ზონა. პანორამული ხედი, აივნის გარეშე. 

Deluxe Loft Suite (126 კვ.მ) საძინებელი, დიდი მისაღები სასადილო და სამუშაო ზონა. პანორამული ხედი, აივნის გარეშე. 

სანაპირო

სასტუმროს არ ააქვს საკუთარი სანაპირო. 

ენა: Georgian

Ok
არჩევა