თქვენი ქალაქი
თბილისი
 ზარი
x
+
ჩვენი კოორდინატები
70, Ir. Abashidze Str.+995 322 00 13 12
ON-LINE დაჯავშნა
27°C

ბათუმი. დასვენება და ტურები 2024

აღწერა

ბათუმი აჭარის რეგიონის დედაქალაქია და მისი მოსახლეობა 120 000-ს აჭარბებს. ბათუმი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. ბათუმს ახსენებს ჯერ კიდევ ბერძენი ფილოსოფოსის არისტოტელესთან დაკავშირებული ძვ.წ. IV საუკუნის ისტორიული წყაროები. თავდაპირველად ბათუმს ერქვა „ბათუსი“, ბერძნული სიტყვიდან «Βαθύς» - ღრმა.

 

ბათუმს ძალიან ხელსაყრელი გეოგრაფიული ადგილმდებარეობა უკავია და ამიტომ, უძველესი დროიდან მრავალი რეგიონალური ძალა იბრძოდა მასზე კონტროლის დასამყარებლად. იმ ხანად, ქალაქის მოსახლეობას ინტენსიური სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა მეზობელ ქვეყნებთან და ქალაქებთან. რომის იმპერატორის ადრიანის მმართველობის დროს ბათუმის ტერიტორიაზე დაარსდა რომის სამხედრო ბანაკი. XVIII საუკუნეში ბათუმი უკვე ოსმალეთის იმპერიის გავლენის ქვეშ მოექცა.

 

მღელვარე ისტორიულმა წარსულმა დიდი გავლენა მოახდინა ქალაქ ბათუმის არქიტექტურულ იერ-სახეზე. პორტო ფრანკოს დროს (მე -19 საუკუნის დასაწყისი) ცნობილმა ევროპელმა არქიტექტორებმა ქალაქი მრავალი ღირსშესანიშნაობის მქონე ნაგებობებით დაამშვენეს, რამაც ქალაქს ახალი და უნიკალური სახე მისცა. ყოველივე ამან ბათუმი პოპულარულ ტურისტულ მიმართულებად გადააქცია.

 

ქალაქი შთამბეჭდავია თავისი კონტრასტული კულტურული მრავალფეროვნებით. იგი ბრწყინავს თანამედროვე ევროპული იერსახით და ამავე დროს ინარჩუნებს ტრადიციულ ხასიათს. აქ, თანამედროვე ცათამბჯენები და შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრული შედევრები, ისევე როგორც ტრადიციული ფერადი ქუჩები და ახლად აშენებული უბნები ქმნიან შთამბეჭდავ ურბანულ მოზაიკას.

 

ბათუმი განთქმულია ცნობილი რელიგიური ადგილებით: ყოვლადწმინდა მარიამის დაბადების ტაძარი, წმინდა ნიკოლოზის ეკლესია და სხვა მნიშვნელოვანი კულტურიულ-რელიგიური ძეგლები.

 

ბათუმი ტურისტებს არა მხოლოდ თავისი ისტორიული და კულტურული მრავალფეროვნებით იზიდავს. მზიანი პლაჟები, მაღალი დონის მომსახურება და სტუმართმოყვარეობა ამ ქალაქს ქართველი და უცხოელი კოგზაურებისათვის ერთ–ერთ საყვარელ კურორტად აქცევს.

 



სასტუმროები