тест
თითოეულ კორპუსში არის რესტორანი და ბარი.
დილით 09:00-დან 11:00-მდე იშლება შვედური მაგიდა. რესტორანში ასევე შესაძლებელია სადილობა და ვახშმობა.
725 B Hotel 3* გააჩნია ლიფტი. თითოეულ ნომერს აქვს აივანი, ხედით მდინარეზე, მთებზე, ბაღზე ან ქალაქზე.
სასტუმროს გააჩნია შიდა ეზო სადაც დგას მაყალი. ეზოში არის ავტოსადგომი.
სასტუმროში არის საბავშვო მოედანი, სამაგიდო ჩოგბურთი, ბილიარდი. სტუმრებს შეუძლიათ ივარჯიშონ სარბენ ბილიკზე.
სასტუმროს შენობაში მდებარეობს მაღაზია, რომელიც მუშაობს 24 საათის განმავლობაში. აგრეთვე არის საკონფერენციო დარბაზი, რომელიც იტევს 50 პერსონას.
უფასო Wi-Fi სასტუმროს მთელ ტერიტორიაზე, ნომრების ჩათვლით.
მდებარეობს ტურისტული ზონიდან მოშორებით. 3,5 კმ მოშორებით ქალაქის ცენტრიდან, 2 კმ ბათუმის აეროპორტიდნ.
ფართე ნომრებს გააჩნიათ: აბაზანა საშხაპეთი, მაცივარი, ტელევიზორი სატელიტური ტელევიზიით. ნომერში დგას ელექტრო ჩაიდანი და ჩაისა და ყავის ნაკრები. ასევე ერთი ბოთლი წყალი, რომლის შევსებაც ხდება ყოველდღიურად.
ნომრების დალაგება ხდება ყოველდღიურად, თეთრეული იცვლება სამ დღეში ერთხელ.
ნომრების კატეგორიები იყოფა შემდეგნაირად: ერთადგილიანი (29 м², 31 м², 35 м²), ორადგილიანი (29 м², 31 м², 35 м²), სამადგილიანი (29 м², 31 м², 35 м²), სადაც მესამე საწოლი არის გასაშლელი. ასევე ნომერი LUX (51 м²) დიდი კვადრატულობით, ნომერში დგას დივანი, მაგიდა და სკამები.
ნომრებში და სასტუმროს მთელ ტერიტორიაზე აკრძალულია მოწევა. ასევე აკრძალულია ცხოველების განთავსება სასტუმროში.
სანაპირო მდებარეობს 2კმ მოშორებით, რაც 25 წუთი ფეხით გასავლელ მანძილს შეადგენს. სანაპირომდე გასვლა შესაძლებელია ტაქსით.
ენა: Georgian