სასტუმრო CATTALEYA HOTEL, აშენდა 2009 წელს და განახლდა 2016 წელს.
ოთხ სართულიან შენობაში სულ 15 ნომერია. შენობაში არ არის ლიფტი.
15 ნომრიდან 12-ს აქვს აივანი ქალაქის ხედით.
პირველ სრთულზე მუშაობს რესტორანი, სადაც 08:00-დან 11:00-მდე იშლება საუზმე შვედური მაგიდის პრინციპით.
დღის სხვა ნებისმიერ მონაკვეთში შესაძლებელია სადილობა და ვახშმობა ქართული, თურქული და ევროპული სამზარეულოს კერძებით.
სასტუმროს მთელ ტერიტორიაზე, ნომრების ჩათვლით შესაძლებელია უფასო Wi-Fi სარგებლობა. ასევე უფასოა სეიფით სარგებლობა რესეფშენში.
სასტუმრო მდებარეობს ბათუმის ცენტრში.
ნომრებში: კონდიციონერი, მაცივარი, ტელევიზორი სატელიტური არხებით, ჩაიდანი.
სააბაზანო ოთახში - საშხაპე, თმის საშრობი, შამპუნი, ჩუსტები.
ნომრების დალაგება ხდება ყოველდღიურად, თეთრეულის შეცვლა ხდება სამ დღეში ერთხელ.
სასტუმროში მდებარეობს შემდეგი კატეგორიის ნომრები:
6 LUX ROOM – ორი სივრცე 3 პერსონის განსათავსებლად (25 м²);
DBL/TWIN (15 м²), TRPL (25 м²).
დამატებითი საწოლი – გასაშლელი საწოლი ან დივანი.
სასტუმროს ნომრებში და მთელ ტერიტორიაზე აკრძალულია მოწევა.
ასევე აკრძალულია სტუმრების განთავსება ცხოველებით.
მანძილი სასტუმროდან სანაპირომდე შეადგენს 500 მეტრს.
ენა: Georgian