თქვენი ქალაქი
თბილისი
 ზარი
x
+
ჩვენი კოორდინატები
70, Ir. Abashidze Str.+995 322 00 13 12
ON-LINE დაჯავშნა
25°C

სალონიკი

აღწერა

თესალონიკი

ეს ქალაქი ტურისტებისთვის ძალიან საინტერესოა,რადგანაც აქ გვხვდება მსოფლიო მნიშვნელობის ისტორიული და არქიტექტურული მემკვიდრეობა:მუზეუმები,ძეგლები,მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ადგილები.ამ ქალაქის მოედნები და ქუჩები გარსშემორტყმულია უძველესი შენობებით,რომლებიც ისტორიული წიგნის ილიუსტრაციებს მოგვაგონებს.

აი,ამ ქალაქის რამოდენიმე ღირსშესანიშნაობა: ”თეთრი კოშკი”,რომელიც ქალაქის ბულვარს ამშვენებს და ამ ქალაქის სიმბოლოცაა,უძველესი აგორა, ქალაქის უძველესი ციხე სიმაგრე,ტრიუმფალური არკა, წმინდა დიმიტრი თესალონიკელის ტაძარი,წმინდა სოფიოს ბაზილიკა,არქეოლოგიური მუზეუმი,არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტი,თავისი უმდიდრესი ბიბლიოთეკით,ასტრონომიული ობსერვატორია, ჩრდილოეთ საბერძნეთის სახელმწიფო თეატრი.

შეიძლება ითქვას , რომ თესალონიკი ჩრდილოეთ საბერძნეთის ულამაზესი ქალაქია.აქ მჭიდროთაა გადახლართული სამი უძველესი ცივილიზაცია:ანტიკური,რომაული და ბიზანტიური. აქ ყველა იპოვის იმას, რაც მასთან უფრო ახლოსაა: საინტერესო საექსკურსიო პროგრამები,რომელიც საშუალებას მოგცემთ უკეთ გაეცნოთ ძველი ელლადის ისტორიას.შოპინგ ტურები და რა თქმაუნდა დასვენება ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კურორტზე- ნახევარკუნძულ ქალკიდიკზე.

ქალაქის ტურისტული ინფრასტრუქტურა მაღალ დონეზეა განვითარებული: სხვადასხვა კატეგორიის კომფორტული სასტუმროები და არაჩვეულებრივი პლიაჟები გალაქის გარეუბნებში, რესტორნების,კაფეების,ბარების,ღამის კლუბების დიდი არჩევანი და რა თქმა უნდა ბერძნების სტუმართმოყვარეობა.შეუდარებელ სიამოვნებას მოგანიჭებთ ერთი ფინჯანი არომატული ყავა ქალაქის ბულვარის კაფეში ან უგემრიელესი სადილი ტრადიციულ ტავერნაში ქალაქის ზემო ნაწილში, საიდანაც ქალაქის არაჩვეულებრივი ხედები იშლება. და თუ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა მაშის თესალონიკი თავის ღამის ცხოვრებას გთავაზობთ.შეგიძლიათ ღამის კლუბში დილამდე იცეკვოთ,ბარებში , დისკოტეკებზე ან ტრადიციულ ბერძნულ გასართობ ცენტრებში ”ბუზუკი”, სადაც მღერიან პოპულიარული ბერძენი მომღერლები.

ამ ქალაქში ყოფნის შემდეგ და იმის შემდეგ რაც მის გულის ძგერას შეიგრძნობთ,თქვენ ისევ და ისევ მოგინდებათ აქ დაბრუნება.

                                                                                   შოპინგი თესალონიკში

შოპინგი ჩრდილოეთ დედაქალაქში, ქ, თესალონიკში-ეს არის თავბრუსდამხვევი კოლეიდოსკოპი ვიტრინების, მოდური ბუტიკების,მსოფლიო ბრენდების,უამრავი აქციის და ფასდაკლების,მომგებიანი საყიდლების და საჩუქრების.

კეთილი იყოს თქვენი ფეხი ამ უნიკალურ ქალაქში, რომელიც ცნობილია არა მხოლოდ თავისი ღირსშესანიშნაობებით და სტუმართმოყვარე ხასიათით,არამედ ცხოვრების თანამედროვე სტილითაც! აქ განლაგებულია უდიდესი სავაჭრო ცენტრები,მსოფლიოს ცნობილი ბრენდების ბუტიკებით,ასევე უფრო დემოკრატიული მაღაზიებით.

თუ თქვენ მოგბეზრდებათ თანამედროვე მაღაზიებში სიარული,კონტრასტისთვის შეიარეთ ბერძნულ ბაზრობაზე,რომელიც მდებარეობს ეგნატიას და ციმისკის ქუჩებს შორის.არისტოტელეს მოედნის მახლობლად.აქ თქვენ დაგხვდებათ უამრავი ხილი და ბოსტნეული.ზეთისხილის ,ყველის,სუნელების,თევზის და ზღვის პროდუქტების დიდი არჩევანი..... ნამდვილი ბერძნული ბაზარი.აქ თქვენ შეგიძლიათ შეევაჭროთ ბერძენ გამყიდველებს,არ მოგერიდოთ,მათ ეს მოსწონთ კიდეც!

ამის მერე თქვენ შეგიძლიათ ციმისკიზე გაისეირნოთ,სადაც ქუჩის ორივე მხრიდან უამრავი მაღაზიაა განლაგებული.

                                                                                        გართობა თესალონიკში

თესალონიკი-ახალგაზრდული ქალაქია,ამიტომ ამ ქალაქის ღამის ცხოვრების შესახებ ხმები ,საბერძნეთის საზღვრებს გასცდა.ქალაქში უამრავი დისკოტეკა,ღამის კლუბები და ბარებია.ყველანაირი გემოვნებისთვის და ტემპერამენტისთვის.

ეს ის ქალაქია ,რომელიც ღამე ცოცხლდება და ხალხმრავალი ხდება.აქ ისვენებენ ახალგაზრდები საბერძნეთის სხვადასხვა ქალაქიდან და უცხოეთიდან:ახალგაზრდები ღამის კლუბებში დილამდე ცეკვავენ თანამედროვე მუსიკის ქვეშ,უფროსი თაობა კი ”ბუზუკი”-ში გართობას ანიჭებს უპირატესობას,სადაც ბერძენი ვარსკვლავები ცოცხალი შესრულებით მღერიან.

შეუძლებელია თესალონიკში მოიწყინო!

არისტოტელეს მოედანი

შეუძლებელია იყო თესალონიკში და არ დალიო ყავა არისტოტელეს მოედანზე განლაგებულ ქალაქის პოპულიარულ კაფეებში.არისტოტელეს მოედანზე და მის ჩიხებში მშვენიერი ტრადიციული ბერძნული ტავერნებია,სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ბერძნული სამზარეულოს კერძები.

ქალაქის ბულვარი

მაღაზიების ან სადილის მერე, კაი იდეა ბულვარზე გასეირნება.რამოდენიმე წუთში თქვენს ფეხთაა თერმაიკოსის ყურე,რომანტიული მზის ჩასვლა და მშვენიერი საღამოს ქალაქის ხედი.მთელი ბულვარის სიგრძეზე განლაგებულია თანამედროვე კაფე-ბარები,”თეთრი კოშკიდან” დაწყებული ქალაქის პორტთან დამთავრებული.ყველა მათგანი დილამდე მუშაობს და გამოირჩევა მაღალი სერვისითა და სასმელის ფართო არჩევანით.

ლადადიკა

თესალონიკში ყოფნისას აუცილებლად ეწვიეთ ლადადიკას-ქალაქის ისტორიულ უბანს,რომელიც პორტის პირდაპირაა განლაგებული.ქალაქის ღამის ცხოვრებაში ეს უბანი მნიშვნელოვან როლს თამაშობს,რადგანაც აქ არის თავმოყრილი უამრავი ბარი,ტავერნა,დისკოტეკა და ბუზუკი. ეს არის გართობის,მხიარულების და მშვენიერი დროს ტარების უბანი,როგორც დღე,ასევე ღამე!

 

                                                                                            ღირსშესანიშნაობები

თესალონიკი-უმშვენიერესი ქალაქი მდიდარი ისტორიით.ბიზანტიური ეპოქის დროს აქ იყო მნიშვნელოვანი ცენტრი.ქალაქში უამრავი ძეგლი და არქეოლოგიური ადგილებია რომლებიც ტურისტების დიდ ინტერესს იწვევენ.

 

არისტოტელეს მოედანი

ქალაქის გაცნობა სწორედ ამ მოედნიდან უნდა დაიწყოთ.თავისი დღევანდელი სახე ამ მოედანმა მიიგო 1917 წლის ხანძრის შემდეგ,(როდესაც თითქმის მთელი ქალაქი დაიწვა).მოედანი აშენებულია ფრანგული არქიტექტორის ე. ემბრარის პროექტით.ამ მოედანზე მდებარეობს ცნობილი ფილოსოფოსის არისტოტელეს ძეგლიც.არსებობს მოსაზრება,რომ ,თუ მისი ხელის ცერა თითს შევეხებით ჩაფიქრებული სურვილი აგვიხდება. არისტოტელეს მოედანზე ქალაქის მნიშვნელოვანი ღონისძიებები ტარდება.

უძველესი ანუ რომაული აგორა

ეს არის დიდი ოთხკუთხედი მოედანი ქალაქის ცენტრში-რომაული ბაზარი,რომელიც წარმოადგენდა,ეკონომიურ, სავაჭრო,საზოგადო და ქალაქის ადმინისტრაციულ ცენტრს მე-5 საუკუნეში.აქ იყო განთავსებული საჯარო შენობები,ოდეონის კონსერვატორია,სხვადასხვა სანახაობის გამართვის ადგილი,არქივი,აბანოები,მაღაზიები და მსხვილი გალერეები,რომელთაგანაც ყველაზე კარგად შემოინახა გალერეა cryptoporticus.მუზეუმში ინახება ექსპონატები ,რომლებიც აღმოაჩინეს აგორის გათხრის დროს.აგორის ქვემოთ სამეფო გზა-ეგნატია გადიოდა.აგორის სამხრეთით,სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში განლაგებულია 15 საუკუნის თურქული აბანოები -ბეი ჰამამ.

ანო პოლი (ზედა ქალაქი)

ზედა ქალაქი ,ეს ის უბანია რომელიც 1917 წლის ხანძარს გადაურჩა.იგი მდებარეობს ქალაქის ყველაზე მაღალ ადგილას.აქ ყველაზე გრილი მიკროკლიმატია.ანო პილიდან იშლება მშვენიერი ხედები.აქედაბ მთელი ქალაქი მოჩანს.ზედა ქალაქი ბრწყინვალედ შეესაბამება რაიონის საერთო სტილს და მიუხედავად იმისა ,რომ იგი განლაგებულია ხმაურიანი ცენტრიდან რამოდენიმე ნაბიჯში,აქ შეიმჩნევა ცხოვრების უფრო მშვიდი და ნელი ტემპი.თესალონიკში ვიზიტი სრულფასოვნად არ ჩაითვლება , თუ თქვენ არ გაისეირნებთ ზედა ქალაქის ვიწრო ქუჩებში,თავისი მომხიბვლელი ტავერნებით და სუვენირების მაღაზიებით.

ტრიუმფალური თაღი 

 იმპერატორ გალერიის თაღი -ქალაქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირსშესანიშნაობაა.იგი ცნობილია სახელწოდებით ”კამარა”. აშენებულია 305 წელს რომის იმპერატორ გალერეეს მიერ სპარსელებზე გამარჯვების საპატივცემულოდ. ოდესღაც ამ თაღის ქვეშ გადიოდა ცნობილი გზა -ეგნატია,რომელსაც რომში მივყავდით. თესალონიკის დატოვება შეუძლებელია ისე ,რომ სამახსოვრო ფოტო არ გადაიღოთ ამ თაღის ფონზე.

როტონდა

ეს ნაგებობაც იმტერატორ გალერეის დროსაა აშენებული. იმტერატორმა როტონდა საკუთარი პანტეონისთვის და მავზოლეუმისთვის ააშენებინა 300 წელს. ბიზანტიელი იმპერატორის თეოდორე დიდის დროს გადაკეთდა ქრისტიანულ ეკლესიად,ხოლო თურქეთის ბატონობის დროს-მეჩეთად.დღეს იგი ფუნქციონირებს , როგორც მუზეუმი.სხვადასხვა სახის ხელოვნების ნიმუშების გარდა ,სტუმრებს შესაძლებლობა ეძლევათ დაკბენ ულამაზესი მოიზაიკით და 4 საუკუნის იშვიათი ფრესკებით.

 

ნავარინუს მოედანი

კამარიდან ციმისკისკენ მიმავალ გზაზე ,თქვენ შეხვდებით გათხრებს- ეს ნავარინუს მოედანია.

აქ ვთქვენ იმპერატორ გალერეის სასახლის ნანგრევებს ნახავთ. მისგან ოდნავ მოშორებით იპოდრომი იყო,რომლისგანაც რამოდენიმე ფრაგმენტი შემორჩა. მშვენიერ შთაბეჭდილებებს კიდევ უფრო გააღრმავებს,თუ თქვენ ნავარინუს მოედანზე ბლინებს-კრეპებს გასინჯავთ,თქვენთვის სასურველი შიგთავსით,რომლებსაც იქვე,თქვენს თვალწინ მოამზადებენ.

 

თეთრი კოშკი

ეს ქალაქის ყველაზე პოპულიარული შენობაა,მისი სიმბოლო.კოშკი აშენებულია 15 საუკუნეში. თერქეთის ბატონობის დროს მას გამოიყენებდნენ როგორც ციხეს და ამის გამო მას ეწოდა ”წითელი”(სისხლიანი) კოშკი. თურქებისგან განთავისუფლების შემდეგ კოშკი თეთრად შეღებეს,რომ აღარ აგონებდეთ სისხლს, რომელიც აქ დაიღვარა.ამის მერე ამ კოშკს ”თეთრ კოშკს” უწოდებენ. დღეს აქ მუზეუმი ფუნქციონირებს.

თესალონიკს უწოდებენ მუზეუმს ღია ცის ქვეშ. იგი მეორე ქალაქია,კონსტანტინოპოლის( სტამბულის) მერე,ბიზანტიური ეკლესიების და ძეგლების რაოდენობით.

ღვთისმშობლის ტაძარი

ეს ტაძარი მდებარეობს კამარის გვერდით.იგი აგებულია 5 საუკუნეში და ერთადერთი ეკლესიაა ქალაქში ,რომელსაც ბაზილიკური ფორმა აქვს. კარგად არის შემონახული 13 საუკუნის ფრესკა,რომელზეც 40 დიდმოწამეა გამოსახული.სამწუხაროდ ბევრი ფრესკა განადგურდა 15 საუკუნეში,როდესაც თურქებმა ტაძარი მეჩეთად გადააკეთეს.

წმინდა დიმიტრი

აგიოს დიმიტრიოს-საბერძნეთის ყველაზე დიდი და ცნობილი ეკლესიაა.ბიზანტიის ეპოქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი. ეკლესია მდებარეობს ქალაქის ცენტრში,რომაული აგორის ზემოთ. ეკლესიას უმშვენიერესი მოზაიკები ამშვენებს.ეკლესია აგებულია რომაული აბანოების ადგიმზე,სწორედ იმ ადგილზე სადაც ტანჯვით გარდაიცვალა დიმიტრი,რომელიც რომაული ჯარის ოფიცერი იყო,დიდგვაროვანი ოჯახიდან და ქრისტიანობა მიიღო.მისი გარდაცვალების ადგილას წარმოიქმნა წყარო , რომელსაც მირონი სდიოდა.ეკლესიის ისტორიისთვის მნიშვნელოვანი თარიღია 1978 წელი, როდესაც წმინდა დიმიტრის წმინდა ნაწილები დააბრუნეს წმ. ლავრენტის სააბატოდან(იტალიიდან) და დაასვენეს ეკლესიის შიგნით.ეკლესიის სარდაფში განლაგებულია მუზეუმი.

წმინდა სოფიას ტაძარი

წმინდა სოფიას ტაძარი აგებულია მე-8 საუკუნეში ,იმ ადგილზე სადაც იდგა ადრექრისტიანული დიდი ბაზილიკა,რომელიც 620 წელს მიწისძვრამ დაანგრია. ეს ტაძარი ზუსტი ასლია ცნობილი აგია სოფიასი,რომელიც კოსტანტინეპოლში (სტამბულსში) მდებარეობს.ბიზანტიური ეპოქის დროს,წმინდა სოფიას ტაძარი ქალაქის საკათედრო ტაძარი იყო. დღეს ეკლესია მოქმედია.აქ შეიძლება ულამაზესი მოზაიკის და ფრესკების დათვალიერება. აუცილებლად ეწვიეთ მას.

არქეოლოგიური მუზეუმი

მუზეუმის ეკსპოზიცია მოიცავს -ნეოლიტის ეპოქის,რკინის ხანის,არქაული,კლასიკური და რომაული ეპოქის აღმოჩენებს. აქ შეგიძლიათ იხილოთ ოქროს სამკაულები და უძველესი საომარი იარაღი მაკედონიის და მისი მეზობელი რეგიონებიდან. ცალკე კუთხეში ინახება უნიკალური ნივთები ამოღებული მეფე ფილიპე მაკედონელის საფლავიდან და თვით ფილიპეს ნეშტიც. თესალონიკის არქეოლოგიური მუზეუმი,ითვლება მსოფლიოში საუკეთესო არქეოლოგიურ მუზეუმად.

ბიზანტიური კულტურის მუზეუმი

მუზეუმის მუდმივი ექსპოზიცია შეიცავს სხვადასხვა სახის ბიზანტიური ეპოქის ექსპონატებს მოყოლებული იმპერიის აღორძინებიდან მის დაშლამდე 1453 წელს.ეს ექსპონატები არა მხოლოდ ხელოვნების ნიმუშებია,არამედ მოწმეები იმ ხალხის კულტურისა რომლებმაც ისინი შექმნეს და იმ საზოგადოების, რომლებიც მათ იყენებდნენ. მუზეუმში დროთა-დრო ეწყობა გამოფენები სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილი ექსპონატების,რომლებსაც კავშირი აქვთ ბიზანტიის ხელოვნებასთან და კულტურასთან.



სასტუმროები
  • Hotel's photo დან 260 ლარი
    Grand Hotel Palace
    რეგიონი:
    სალონიკი  Thessaloniki
     ნომრები
     261
    კლასიკური სტილი, დახვეწილი ინტერიერი,კომფორტული ოთახების ფართო არჩევანი, რესტორანი, ბარი, ინტერნეტი, კვალიფიცირებული პერსონალი, კომფერენც-დარბაზი, გამაჯანსაღებელი კლუბი, დახურული საცურაო აუზი, სატრენაჟორო დარბაზი, საუნა, მასაჟი. იდეალურია როგორც კომფორტული დასვენებისთის , ასევე საქმიანი ტურიზმისთვის. 
    მთელი წელიწადი
  • Hotel's photo
    Mediterranean Palace Hotel
    რეგიონი:
    სალონიკი  Thessaloniki
     ნომრები
     118
    დახვეწილი სასტუმრო რომელიც აშენებულია კლასიკურ სტილში, მდებარეობს პორტის პირდაპირ, ყველზე პოპულარულ რაიონ ლადადიკასთან, ტრადიციული ბერძნული ტავერნებით. სასტუმროში არის კომფორტული ნომრები და მაღალი კლასის სერვისი. იდეალურია ყველა ტიპის დასვენებისთვის.
    მთელი წელიწადი
  • Hotel's photo
    Daios Luxury Living Hotel
    რეგიონი:
    სალონიკი  Thessaloniki
     ნომრები
     49
    მდიდრული ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმრო ქალაქის ცენტრალურ  სანაპიროზე. გავს ზღვაში მიმავალ იალქნიან გემს. თანამედროვე და ელეგანტური სტილი ქმნის შეუდარებელ ატმოსფეროს. კომფორტული ნომრების არჩევანი, იტალიური სამზარეულო, ბარი, ვერანდა ზღვის ხედით, კონფერენც-დარბაზები, მაღალი...
    მთელი წელიწადი