სასტუმროს სახელწოდება ოაზისი სრულად ასახავს კომპლექსში შექმნილ გარემოებას.იგი წარმოადგენს ყველაზე დიდ კომპლექსს შავი ზღვის სანაპიროზე ტერიტორიით და შეთავაზებული სერვისებით.სასტუმრო დრიმლენდ ოაზისი ჩაქვში გთავაზობთ დასვენებას შავი ზღვისპირას, ღამის ბათუმის და მტირალას მთის შთამბეჭდავი ხედებით.
გარდა უნიკალური არქიტექტურისა და არაჩვეულებრივი ლანდშაფტური დიზაინისა, სასტუმრო დრიმლენდ ოაზისი გთავაზობთ რესტორნების და ბარების ფართო არჩევანს. აქ ყველაფერია აქტიური და პასიური დასვენების მოყვარულთათვის.
ლობი ბარი მდებარეობს სასტუმროს “A” კოპუსში, რომელიც ღიაა 24 საათის განმავლოდაში. ბარს გააჩნია ღია ტერასაც. აქ თქვენ შეგეძლებათ დააგემოვნოთ ევროპუსი სამზარეულოს სხვადასხვა დელიკატესები.
ბუნგალო ბარი, რომელიც განლაგებულია სასტუმრო კომპლექსის ცენტრში , გთავაზობთ საუკეთესო სასმელებს. ბუნგალო ბარი თქვენს განკარგულებაშია 08:00-02:00-მდე.
Morocco bar - ახლადგახსნილი chill out lounge ბარი საუკეთესო ადგილია დასვენებისთვის და მეგობრებთან ერთად გართობისთვის. ბარი მდებარეობს პატარა საცურაო აუზთან ახლოს.
სასტუმროს აქვს ღია და დახურული აუზი.
სასტუმრო მდებარეობს ბათუმიდან 6 კმ-ში.
სასტუმრო შედგება 4 შენობისგან. ნომრებში დაგხვდებათ: კონდიციონერი, ტელევიზორი, მისაღები ზონა, სააბაზანო, თმის საშრობი, ხალათი, ჩუსტები, ჰიგიენური ნაკრები. ყველა ნომერს აქვს აივანი საიდანც იშლება ულამაზესი ხედები.
ნომრების კატეგორიები :
ენა: Georgian