სასტუმრო "ქართული" მდებარეობს ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, ორბი ბიჩ თაუერსის კომპლექსში, 37-ე და 38-ე სართულზე. სასტუმრო გამორჩეულია თავისი განლაგებით. (ზღვის პირველი ზოლი) სანაპირომდე დაშორება 50 მეტრი..სასტუმროში სულ 23 ნომერია, ყველა მათგანს აქვს დიდი აივანი და ულამაზესი პანორამული ხედები შავ ზღვასა და მცირე კავკასიონის ქედზე.სასტუმრო "ქართული"-ის დასახელება გულისხმობს, რომ აქ თქვენ დაგხვდებათ ქართული დეტალებით გაჯერებული ინტერიერი.
საუზმე 08:00 - 11:00 შვედური მაგიდა
სასტუმრო "ქართულში" 6 სხვადასხვა კატეგორიის ნომერია, რომელთა სახელწოდებაც შთაგონებულია ქართული ღვინის ჯიშებისაგან. სტანდარტული ნომრები - Sweet Queen და Sweet Twin, ისეთივე ჰარმონიული და მსუბუქია, როგორც დესერტისთვის განკუთვნილი ქართული, პოპულარული ღვინოები. უფრო დიდი ოთახები - Sweet Suite , იზოლირებული საძინებლით და Semi sweet suite მისაღები ზონით (სტუდიოს ტიპი) ისეთივე დახვეწილია, როგორც ნახევრადტკბილი ღვინის ჯიშები. ყველაზე ფართო და ტევადი ოთახები - Sparkling suite შთაგონებულია შუშხუნა, ცქრიალა, ქართული ღვინოების მდიდარი და სადღესასწაულო გემოებით. ისინი აღჭურვილია ორი იზოლირებული საძინებლით, მისაღები ოთახი და საუკეთესო ხედი აივნიდან თქვენს განკარგულებაშია.
ნომრებში დაგხვდებათ: კონდიციონერი, ტელევიზორი, სეიფი, ელექტრო ჩაიდანი, ყავისა და ჩაის მოსამზადებელი ნაკრები, სააბაზანო, თმის საშრობი, ჰიგიენური ნაკრები.
ენა: Georgian