სასტუმრო Kiparisi მდებარეობს ქ. ქობულეთში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან 38 კმ.-ის მოშორებით. სასტუმრო მდებარეობს სანაპირო ზოლზე. შედგება ორი შენობისა და 66 ნომრისგან. აშენდა 2016 წელს. მთელ ტერიტორიაზე სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ უფასო Wi-Fi ინტერნეტით.
ნომრებში აკრძალულია მოწევა.
სასტუმროს რესტორანში 08:00-დან 11:00-მდე იშლება საუზმე შვედური მაგიდის სისტემით.
სასტუმროში არის ბარი, რესტორანი, ღია აუზი.
ნომრებში: კონდიციონერი, ტელევიზორი სატელიტური არხებით, სააბაზანო ოთახში: საშხაპე, თმის საშრობი, შამპუნი, შხაპის გელი, ერთჯერადი ჩუსტები. ზოგიერთ ნომერში არის პატარა სამზარეულო, რომელიც აღჭურვილია ჭურჭლის სარეცხი მანქანითა და მაცივრით. ნომრების დალაგება ხდება ყოველდღიურად, ხოლო თეთრეულის შეცვლა სამ დღეში ერთხელ.
სასტუმროში წარმოდგენილია შემდეგი კატეგორიის ნომრები:
Dbl / Twin standard room (28 м2, 1 ორადგილიანი საწოლი / 2 ერთადგილიანი საწოლი);
Family room (40м2, 1 ორადგილიანი საწოლი და 1 გასაშლელი დივანი );
Deluxe room (40 м2, 1 ორადგილიანი საწოლი და მისაღები ოთახი დივანით);
Lux room (60 м2, 1 ორადგილიანი საწოლი 1 ერთადგილიანი საწოლი და დივანი);
Duplex room (65 м2, 1 ორადგილიანი საწოლი და 2 ერთადგილიანი საწოლი);
ენა: Georgian