სასტუმრო Savane მდებარეობს ქუჩის ხმაურიდან მოშორებით. სასტუმროს აქვს მყუდრო ეზო უნიკალური სუბტროპიკული ხეებითა და ყვავილებით.
ეზოს ამშვენებს პატარა აუზი, ხელოვნური ჩანჩქერით, ბამბუკის ფანჩატური, მაგიდები - თეთრი ქოლგებით, საქანელები და ლამპიონები.
სასტუმრო მდებარეობს ეგზოტიკური ბაღის შუაგულში, ქობულეთის სანაპიროდან ფეხით 5 წუთის სავალ მანძილზე. შიდა ბაღის ფართი შეადგენს 1500კვ.მ-ს
26 კომფორტული ნომერი (2-ადგილიანი, 3-ადგილიანი, 4-ადგილიანი, ლუქსი, ოჯახური ნომერი). სასტუმრო შედგება ორი შენობისგან, აქვს დიდი, ფართო ტერასები-მაგიდებითა და სავარძლებით.
ნომრებში: გარდერობი, ტელევიზორი, კონდიციონერი, მაცივარი და სააბაზანო ოთახი.
ენა: Georgian