სასტუმრო PRESTIGE აშენდა 2009 წელს, მდებარეობს ქ. ბათუმის ძველი ნაწილის ცენტრში.
ექვს სართულიან შენობაში 35 ნომერია.
ზოგიერთ ნომერს აქვს აივანი ხედით ზღვასა და ქალაქზე.
09:00-დან 11:00-მდე იშლება საუზმე შვედური მაგიდის სისტემით.
სასტუმროს მთელ ტერიტორიაზე, ნომრების ჩათვლით შესაძლებელია უფასო Wi-Fi სარგებლობა.
მანძილი აეროპორტამდე შეადგენს 4,6 კმ-ს.
ნომრებში: კონდიციონერი, მაცივარი, ტელევიზორი სატელიტური არხებით, ჩაიდანი. ყავისა და ჩაის ნაკრები, რომელიც ივსება საჭიროებისამებრ.
სააბაზანო ოთახში: საშხაპე, თმის საშრობი, შამპუნი, შხაპის გელი, ჩუსტები.
ნომრების დალაგება ხდება ყოველდღიურად, ხოლო თეთრეულის შეცვლა სამ დღეში ერთხელ.
სასტუმროში წარმოდგენილია შემდეგი კატეგორიის ნომრები:
SGL/DBL/TWIN (30 м²);
SUITE (30 м²);
FAMILY ROOM (35 м²).
დამატებითი საწოლის კატეგორია - გასაშლელი.
6 წლამდე ბავშვებისთვის დამატებითი საწოლი უფასოა.
სასტუმროში მოწევა აკრძალულია.
სანაპირო მდებარეობს სასტუმროდან 600 მეტრში, რაც ფეხით 10 წუთის სავალ მანძილს წარმოადგენს.
ენა: Georgian