სასტუმრო სპუტნიკი მდებარეობს აჭარის რეგიონის ქალაქ ბათუმში, 2 კმ-ის დაშორებით სანაპიროდან და ქალაქის ცენტრიდან. სასტუმროდან იშლება შავი ზღვისა და ქალაქის უნიკალური პანორამული ხედი. სასტუმროს უჭირავს 9308 მ2 ტერიტორია, გარშემორტყმულია ულამაზესი ტროპიკული ბაღით , რომელიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გპირდებათ. ზღვისა და მთის კლიმატის გასაოცარი კომბინაცია მოგცემთ საშუალებას სასიამოვნოდ დაისვენოთ და გამდიდრდეთ ახალი შეგრძნებებით
რესტორანი “პანორამა” აქ თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ საუზმე, სადილი და ვახშამი. პროფესიონალი მზარეულები გთავაზობენ უგემრიელეს ქართულ კერძებს. თქვენ შეგიძლიათ გაერთოთ ცოცხალი მუსიკით და ამავდროულად დატკბეთ რესტორნის პანორამული ხედით.
რესტორანი “ანტიკა” განასახიერებს სასტუმრო სპუტნიკის მემკვიდრეობას, ისტორიას და სტუმართმოყვარეობას. “ანტიკა” ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ დაისვენოთ და თვალყური ადევნოთ ზღაპრულ გარემოს. ‘ანტიკა” შესანიშნავი ნაზავია ძველისა და ახლის, რომელიც ასე ხიბლავს თავისი ბრწყინვალებით.
სიგარის ბარი, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი სასტუმროში, სადაც შეგიძლიათ დაისვენოთ სასიამოვნო მუსიკის ატმოსფეროში, ისიამოვნოთ ტერასის ლამაზი ხედებით. სიგარეტის ტერასა შეიძლება დააგემოვნოთ ჩილიმი, რომელიც სპეციალურად მომზადებულია.
სასტუმროს ტერიორიაზე არის საუნა.
სასტუმროს მთელ ტერიტორიაზე შეგიძლიათ ისარგებლოთ უფასო Wi-Fi - ით.
სასტუმრო მდებაროებს ცენტრიდან 2.5 კმ-ში.
სასტუმრო სპუტნიკის 110 სტანდარტული ნომერი აღჭურვილია თანამედროვე ავეჯით და დიზაინით, რომელიც მეტს სიმყუდროვეს მატებს ოთახებს. ყველა ნომერს აქვს ტელევიზორი , უკაბელო ინტერნეტი,ჩაისა და ყავის საშუალებები, მინი ბარი, სეიფი, ინდივიდუალურად კონტროლირებადი კონდენციონერი და სააბაზანო აქსესუარები .
საოჯახო ნომერი - ნათელი და დიდი ოროთახიანი ნომერი ზღვის ხედით უფრო მეტ კომფორტს და შესაძლებლობებს გთავაზობთ. საოჯახო ოთახში განლაგებულია 2 ტელევიზორი , უკაბელო ინტერნეტი,ჩაისა და ყავის საშუალებები, მინი ბარი, სეიფი, ინდივიდუალურად კონტროლირებადი კონდენციონერი და სააბაზანო აქსესუარები .
დელუქს ნომრები - ამ ტიპის ყველა ნომერი კეთილმოწყობილია ჯაკუზით, აივნით – შავი ზღვისა და ბათუმის პანორამული ხედით , უფასო უკაბელო ინტერნეტით, მინი ბარით, კაბელური ტელევიზიით, სეიფით, ინდივიდუალურად კონტროლირებადი კონდენციონერით და სააბაზანო აქსესუარებით.
დაშორება სანაპირომდე 2 კმ.
ენა: Georgian