აგია ნაპა - თანამედროვე ტურისტული ქალაქი, რომელიც სარგებლობს პოპულარობით, როგორც სხვადასხვა ქვეყნის ტურისტებში, ასევე კვიპროსელ მოსახლეობაში: ლარნაკასა და ნიქოზიას მაცხოვრებლები ჩამოდიან აქ უქმეებზე დასასვენებლად. რის გამო უყვართ ტურისტებს ეს კურორტი? მზიანი განწყობის, ლურჯი მზის, ოქროსფერი პლაჟების, კრისტალურად სუფთა ზღვის, მიმზიდველი პეიზაჟების - ამ ყველაფრის არაჩვეულებრივი კომბინაცია უხვად მიანიჭა ბუნებამ აგია ნაგას!
წარსულში პატარა მეთევზეთა სოფელი კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, Cape Greco-ს კონცხის ყურეში მყუდროდ განთავსებული, აგია-ნაპა - პრესტიჟული ევროპული კურორტია უნიკალური იერსახითა და ისტორიული კოლორიტით. ლეგენდის თანახმად ამ ადგილმა სახელწოდება მრავალი საუკუნის წინ მიიღო: IX საუკუნეში, როდესაც აქაური მიწები დაფარული იყო ხშირი ტყეებით, მონადირემ შემთხვევით აღმოაჩინა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც სინათლეს ასხივებდა. ხატს აგია ნაპა ეწოდა რაც ტყის მდელოს ღვთისმშობელს ნიშნავს.
ბოლო წლებში აგია ნაპა გახდა ქვეყნისა და ხმელთაშუაზღვის ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი, ხშირად მას კვიპროსის ლასვეგასსაც უწოდებენ აქტიური, ნათელი, დატვირთული ცხოვრების სტილის გამო. გარდა ამისა კურორტს აქვს «მეორე იბიცის» სტატუსი: ეს ჭეშმარიტად სამოთხეა მათთვის, ვისაც უყვარს ზღვა, წყლის სპორტის სახეობები და ხმაურიანი ღამის ცხოვრება. მრავალრიცხოვანი ტურისტები ძირითადად ახალგაზრდები ერთობიან მთელი ღამის განმავლობაში. რესტორნები, ბარები, დისკოთეკები, მოდური კლუბები მუშაობენ პრაქტიკულად შეუჩერებლად.
ტურისტებს იზიდავს მოვლილი ფართე პლაჟები წვრილი, ოქროსფერი და თეთრი ქვიშით, სადაც აქტიური დასვენების შესაძლებლობაა: ზღვის სპორტის სახეობები (წყალქვეშა ცურვა, ნავით სეირნობა, კატერები და იახტები, ნაოსნობის სპორტის სახეობები, ქარის სერფინგი, წყლის თხილამურები, საზღვაო თევზაობა), ასევე ველოსიპედით სეირნობა, ცხენით ჯირითი, ჩოგბურთი, გოლფი, არის კარგი ფეხბურთის მოედნები.
აგია ნაპადან შეგიძლიათ გაემგზავროთ ექსკურსიაზე კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში, იმოგზაუროთ სხვადასხვა სანაპიროებზე და მეთევზეთა სოფლებში, გაემგზავროთ Water World-ის თემატურ აკვაპარკში, სადაც დაგხვდებათ ანტიკური ელადის ღმერთებისა და გმირების სამყარო. შეგიძლიათ იმოგზაუროთ შტამბეჭდავ საფარაში ვირებით, გასინჯოთ ღვინო, ბარბექიუ, და დაესწროთ სირტაკის გაკვეთილებს.
კურორტი აგია ნაპა რეკომენდირებულია ახალგაზრდა და დინამიური ტურისტებისათვის, ასევე მათვთის, ვინც მიჩვეულია აქტიურ დასვენებას. აბსოლიტურად მშვიდი დასვენებისთვის ღირს კვიპროსის სხვა კურორტის არჩევა, ხოლო აგია ნაპა შეეფერება მათ ვისაც სურთ ნათელი, სანაპირო დასვენება, დაინტერესებულნი არიან ზღვის სპორტის სხვადასხვა სახეობებით და სურთ აქტიური ღამის ცხოვრება. აქ ყოველთვის მოიძებნება ადგილი რომანტიული საღამოსთვის ან მყუდრო ადგილი რელაქსაციისთვის. კურორტი ასევე მოუხდება ბავშვიან ოჯახებს, რომლებსაც სურთ გაერთონ აკვაპარკში, ხოლო მყუდრო ქვიშის პლაჟები სასიამოვნო ზღვასთან ერთად კარგი საფუძველია მზიანი არდადეგებისთვის.
კურორტზე სტუმრებს ელოდებათ არაჩვეულებრივი, ფართე პლაჟები ოქროსფერი ქვიშით.
ქალაქის პლაჟი Golden Beach გადაჭიმულია ერთ კილომეტრზე აღმოსავლეთით მეთევზეთა ნავსადგურამდე. Nissi Beach-ის პლაჟი, რომელიც გადაჭიმულია ორ კილომეტრზე ერთ-ერთი ულამაზესია, არამხოლოდ აგია ნაპაში არამედ კვიპროსზეც.
Limanaki-ის ქვიშიანი სანაპირო იწყება ლამაზი ნავსადგურიდან და კურორტის სტუმრებს სთავაზობს თბილ დასვენებას ულამაზესი ხედებით.
აგია ნაპას პლაჟებზე შეგიძლიათ აირჩიოთ წყლის სპორტის სახეობები თქვენი სურვილისამებრ. პლაჟები, რომლებიც კურორტის ცენტრთან ახლოს არის განთავსებული, სეზონის დროს სავსეა დამსვენებლებით. მათ, ვისაც სურთ დასვენება შედარებით განცალკევებულ ვითარებაში, შეუძლიათ გაემგზავრონ მუნიციპალური ავტობუსით ან ტაქსით კურორტ პროტარასამდე, სადაც შედარებით მშვიდი ატმოსფეროა - მოგზაურობის დრო სულ რამდენიმე წუთს წაგართმევთ.
Главной городской открытой сценой становится площадь Сеферис. Среди наиболее красочных событий в Айя Напе – февральский карнавал накануне Масленицы, Зеленый понедельник (первый день Великого поста, приходится на февраль-март), пасхальные торжества, майский праздник цветов Анфестирия, фестиваль Катаклизмос, или Праздник воды (Троица, приходится на май-июнь), любимый горожанами и жителями других частей острова фестиваль Айя Напы (последняя неделя сентября).
კურორტი, რომელიც აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს მთელი წლის განმავლობაში, უბრალოდ შექმნილია საფესტივალო მოვლენებისთვის! მაღალ სეზონზე სტუმრების დასვენებას ავსებს განსაკუთრებით მრავალფეროვანი კულტურული პროგრამა: კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები, ფოლკლორული საღამოები, სამხატვრო და ფოტო გამოფენები, ბაზრობები ტრადიციული ხელნაკეთობებითა და ხელოვნების ნიმუშებით. ქალაქის მთავარ ღია სცენას სეფერისის მოედანი წარმოადგენს. აგია ნაპას ულამაზეს მოვლენათა შორის არის - თებერვლის კარნავალი, რომელიც ყველიერამდე ტარდება - მწვანე ორშაბათი (დიდი მარხვის პირველი დღე, რომელიც თებერვალ-მარტში აღინიშნება), სააღდგომო დღესასწაულები, მაისი ყვავილების დღესასწაული-ანფესტირია. წყლის ფესტივალი - კატაკლიზმოსი (სამება, აღინიშნება მაისი-ივნისის თვეში), ადგილობრივებისა და კუნძულის მაცხოვრებლების საყვარელ ფესტივალს წარმოადგენს აგია ნაპას ფესტივალი (სექტემბრის ბოლო კვირა).
ღვთისმშობლის მონასტერი
Интереснейшее место для посещения в Айя Напе – монастырь эпохи Венецианского правления, возведенный в честь Девы Марии. В монастырской церкви, которая является приходской, проводятся церковные службы, венчания и крещения. С внутреннего двора монастырь украшен сводчатой галереей. На территории сооружен колодец, который наполняют воды чудодейственного источника, неиссякаемого с давних времени и по сей день.
აგია ნაპაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადგილი - ვენეციელების მმართველობის პერიოდის მონასტერი, რომელიც ღვთილსმშობლის საპატივცემულოდ ააგეს. მონასტრის სამრევლო ეკლესიაში, სრულდება წირვა, ჯვრისწერა და ნათლობა. შიდა ეზოდან მონასტერი მორთულია თაღებით. ტერიტორიაზე მდებარეობს ჭა, რომელსაც სასწაულმოქმედი წყაროს წყალი ავსებს, წყარო უძველესი დროიდან მოედინება და არ შრება.
Thalassa ზღვის მუზეუმი
საზღვაო ფლორისა და ფაუნის მუზეუმს არტეფაქტების დამატებითი ექსპოზიციით (კერპები, ქანდაკებები, ვაზები) ყოველწლიურად სტუმრობს ათასობით ტურისტი. მუზეუმი განთავსებულია კრიუ ნერუს გამზირზე, ქალაქის ცენტრში. მის კოლექციაში - ძვ.წ. IV საუკუნის გემის ზუსტი ასლია, რომელიც XX საუკუნის შუა პერიოდში კერინიასთან აღმოაჩინეს.
მონასტრის მოედანზე მდებარე სოფლის სახლი
С укладом кипрской жизни можно познакомиться в сельском доме-музее на Монастырской площади. Дом построен из глиняных кирпичей в традиционном кипрском стиле, обставлен старинной мебелью и наполнен предметами быта.
კვიპროსის ცხოვრების სტილთან გაცნობა შესაძლებელია მონასტრის ტერიტორიაზე მდებარე სოფლის სახლ-მუზეუმში. სახლი აშენებულია გამომწვარი აგურისგან კვიპროსის ტრადიციულ სტილში, გაწყობილია ძველი ავეჯითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით.
აკვაპარკი WaterWorld
Крупный тематический аквапарк на Кипре, предлагающий увлекательный отдых в формате древнегреческой мифологии. Время здесь летит быстро, насыщенно и весело, впрочем, о его ходе можно не беспокоиться: входной билет действует весь день, а гостям парка остается только выбирать интересующие аттракционы и развлечения. Можно кататься на горках, плавать, отдыхать, загорать, заглянуть на обед в кафе, прогуляться по сувенирным лавочкам. Для детворы здесь можно устроить празднование дня рождения – празднки станет незабываемым! Все юные посетители парка получают на память кепки с эмблемой парка, именные сувенирные значки со своим именем и фото на память.
კვიპროსის მსხვილი თემატური აკვაპარკი, გთავაზობთ ძველბერძნული მითოლოგიის ფორმატში დასვენებას. აქ დრო დატვირთულად, მხიარულად და სწრაფად გადის. შესასვლელი ბილეთი მთელი დღის განმავლობაში მოქმედებს, პარკის სტუმრებს უწევთ მხოლოდ ატრაქციონისა და გასართობის შერჩევა. შესაძებელია გართობა ატრაქციონებზე, ცურვა, დასვენება, კაფეში სადილობა, სუვენირების მაღაზიებში სეირნობა. ბავშვებისთვის აქ შესაძლებელია დაბადების დღეების აღნიშვნა - დღესასწაული გახდება დაუვიწყარი! პარკის ყველა ახალგაზრდა დამთვალიერებელი სამახსოვროდ იღებს კეპს პარკის ემბლემით, სამკერდე ნიშანსა და სამახსოვრო ფოტოს.
პარკი ღიაა აპრილიდან ნოემბრის ჩათვლით.
ლუნა-პარკი
პარკის პოვნა მარტივია, სანაპიროზე აღმართული «ეშმაკის ბორბლის» წყალობით, რომელიც ქალაქის სხვადასხვა წერტილიდანაც კი მოჩანს. განთავსებულია ზღვის სანაპიროზე, მნახველებს იღებს დილიდან გვიან საღამომდე, პარკი დამსვენებელს სთავაზობს უამრავ ატრაქციონს, სათამაშო მოედანს, გართობებს, საბავშვო კარტინგ-ცენტრს.
მინი-გოლფი
მინი-გოლფის სათამაშო მოედნები მდებარეობს აგია ნაპას მთელს ტერიტორიაზე. დამწყებ მოთამაშეებს შეუძლიათ აითვისონ გოლფის ხელოვნება Makronissos-ის პლაჟთან მდებარე მოედანზე.
დაივინგის ცენტრი
В районе Айя Напы действует несколько центров подводного плавания, где можно получить информацию о интересующих объектах для погружения и взять напрокат оборудование. Для начинающих – вводные курсы и экскурсии с инструктором к различным местам подводного плавания вдоль курортного побережья. Можно увидеть подводные пещеры и рифы, посещение которых доступно дайверам разного уровня подготовки. Чистейшая вода позволяет видеть на глубину до 40 м.
აგია ნაპას რაიონში მოქმედებს წყალქვეშა ცურვის რამდენიმე ცენტრი, სადაც გაგიწევენ რეკომენდაციას ჩასაყვინთი ადგილების შესახებ. აქვე შესაძლებელია აღჭურვილობის დაქირავება. დამწყებთათვის-წყლის კურსები და ექსკურსიები ინსტრუქტორთან ერთად სხვადასხვა ადგილებში. შესაძლებელია წყალქვეშა გამოქვაბულებისა და რიფების დათვალიერება, რომელთა მონახულებაც ხელმისაწვდომია სხვადასხვა მომზადების მქონე მყვინთავებისთვის. სუფთა წყალი ხილვადობის საშუალებას იძლევა 40 მეტრ სიღრმეზე.
Популярнейшее место для погружений с аквалангом – пещеры у мыса Cape Greco, восточная часть залива национального парка с его потаенными бухтами, прибрежными гротами и изрезанными скальными берегами.
პოპულარული ადგილი აკვალანგით ჩასაყვინთად არის - Cape Greco-ს გამოქვაბული, რომელიც მდებარეობს ნაციონალური პარკის ყურეს აღმოსავლეთ ნაწილში თავისი ფარული გამოქვაბულებითა და სანაპიროში შეჭრილი კლდეებით.