ბანსკო ბალკანეთის სამთო-სათხილამურო კურორტი
თქვენი ქალაქი
თბილისი
 ზარი
x
+
ჩვენი კოორდინატები
70, Ir. Abashidze Str.+995 322 00 13 12

ბანსკო ტრასებს მიღმა

ბანსკო ტრასებს მიღმა : ფანი, ფრისტაილი, ბეკანტრი და ფრირაიდი 


საინტერესო მარშრუტები, რთული ტრასები პროფესიონელებისთვის და იოლი დამწყებლებისთვის- ბანსკოში სასრიალო პირობები ძალიან მრავალფეროვანია და შესაძლებლობას აძლევს მშვენიერი დრო გაატარონ როგორც პროფესიონალებმა, ასევე მათ ვინც პირველად დადგება თხილამურებზე.
ბანსკოში სტარტის მაქსიმალური წერტილია-ტოდორკას მწვერვალი, რომელიც განლაგებულია 2746 მ. სიმაღლეზე.

ფრისტაილი და ფანი


ბანსკო - ეს არ არის მხოლოდ  მთის თხილამურები და სნოუბორდი, არამედ ფანი და ფრისტაილიც. გთავაზობთ თავად დარწმუნდეთ ამაში!მე-5 და მე-10 ტრასებზე სრიალის დროს, თქვენ შეგხვდებათ უამრავი ბუნებრივი დაბრკოლება, რომელიც იდეალურია ნახტომებისთვის  და სხვადასხვა ტრიუკებისთვის. «კოლარსკის» საბაგიროს ქვეშ მდებარეობს მინი-დროპების და გეპების სუპერხაზი. გპირდებით მხიარულებას!

ბეკკანტრი (backcountry)


ისინი ვინც ფეხით ასვლას ანიჭებენ უპირატესობას, უნდა გაემგზავრონ №6 ტრასის ზონაში, აქ მშვენიერი დაღმართებია ბეკკანტრისთვის.  ასვლის დრო კი 4 - 5 საათს შეადგენს.

ფრირაიდი


მათვის ვინც ვერ წარმოიდგენს ცხოვრებას ექსტრიმის გარეშე და უპირატესობას ანიჭებს სრიალს ტრასებს მიღმა, გაუკვალავ თოვლში, ბანსკო საინტერესო სიურპრიზს უმზადებს.
მშვენიერი ადგილები ფრირაიდისთვის გელოდებათ №5 ტრასის ზონაში, მაგრამ ყველაზე გრძელი დაღმართი განლაგებულია საშუალო სირთულის ტრასის ზონაში. ადრენალის და ემოციების ზღვა გარანტირებულია! მაგრამ თუ, თქვენ ხეზე დაგხვდათ წარწერა «ზვავის საფრთხე!», ეს ნიშნავს რომ საჭიროა გადაადგილდეთ ტრასებთან.
№1 ტრასის ზონაში დამწყებლებისთვის მდებარეობს საინტერესო მარშრუტები. საბაგიროს 100 - 300 მ. თუ დავშორდებით, აღმოვჩნდებით უღრან ტყეში.

 

დროპები, თოვლის მინდვრები და კულუარები 


№4 ტრასსის ზონაში თქვენ შეგხვდებათ პატარა დაღმართი კულუარში და რამდენიმე კლდიანი დროპები. ხედები რომლებიც აქედან ბანსკოს მთავარ მწვერვალზე-ტოდორკას მთაზე-იშლება, ნამდვილად არ დაგტოვებთ იმედგაცრუებულს.
უფრო მსხვილი ზომის კულუარები განლაგებულია №2 ტრასის ზონაში. ამ მონაკვეთს ახასიათებს ტრავერსი და  მნიშვნელოვანი ფეხით ასასვლელი (30 წუთიდან 1 საათამდე).
თუ თქვენ გსურთ ნამდვილად მძაფრი შეგრძნებები, გიწვევთ № 1 ტრასის ზონაში, სადაც გელით გასაოცარი კულუარები და რთული დროპები. მათვის, ვინც უპირატესობას ანიჭებს გაუკვალავ თოვლს , უზარმაზარი მინდვრები და მცირე დაქანების მქონე დაღმართებია.

 

უსაფრთხოება!


ადრენალის და მძაფრი შეგრძნებების ძიებაში არ დაივიწყოთ ფრირაიდის მთავარი წესი: «არ იჩქაროთ, მოასწრებთ!». კულუარიდან კულუარში სრიალის საშიშროება, უხილავი დროპები,მძაფრი დაქანება, ზვავის საშიშროება – ზამთრის ექსტრიმის უსიამოვნო ატრიბუტებია, ამიტომ ყოველთვის გახსოვდეთ თქვენი უსაფრთხოების შესახებ!

Orphus system