ბანსკო ბალკანეთის სამთო-სათხილამურო კურორტი
თქვენი ქალაქი
თბილისი
 ზარი
x
+
ჩვენი კოორდინატები
70, Ir. Abashidze Str.+995 322 00 13 12

უსაფრთხოების წესები ბანსკოში

ტრასებზე გასვლის წინ გადაიკითხეთ ეს მარტივი უსაფრთხოების წესები.  ამ წესების დაცვით შესაძლებელია  თავი აირიდოთ ტრამვებს.

წესი1 - სათხილამურო კურორტზე გამგზავრების წინ, აუცილებლად გააფორმეთ სამედიცინო დაზღვევა. მთებში შესაძლებელია სხვადასხვა გაუთვალისწინებელ სიტუაციებში აღმოჩნდეთ.  

წესი 2 - ისარგებლეთ მხოლოდ იმ ტრასებით, რომლებიც შეეფერება თქვენს შესაძლებლობებს. თუ თქვენ ხართ დამწყები მოთხილამურე, ნუ იჩქარებთ პროფესიონალების ტრასებზე გასვლას. 

წესი 3 - მოთხილამურეები და სნოუბორდისტები ყურადღებით უნდა გაეცნონ გამაფრთხილებელ და საინფორმაციო აბრებს  და გაითვალისწინონ  ამინდისა და სასრიალო ტრასების შესახებ მოცემული ინფორმაცია მითითებები.

წესი 4 - გახსოვდეთ რომ, თქვენ არ სრიალებთ მარტო. მოიქეცით ისე, რომ ზიანი არ მიაყენოთ სხვა დამსვენებლებს.  ეცადეთ დაიჭიროთ დისტანცია, არ მიხვიდეთ ძალიან ახლოს სხვა მოთხილამურესთან.  შეჯახების  და ვარდნის შემთხვევაში შესაძლებელია არა მხოლოდ  გააფუჭოთ საკუთარი ან სხვისი აღჭურვილობა, არამედ დაშავდეთ თავად ან დააშავოთ სხვა დამსვენებელი. 

წესი 5 - დაშვების დროს აკონტროლეთ სიჩქარე. ყურადღება მიაქციეთ დაღმართს, ამინდის პირობებს, ტრასაზე მოსრიალეთა რაოდენობასა და  დაბრკოლებების არსებობას: თქვენმა სრიალმა არ უნდა ჩააგდოს საფრთხეში სხვა. შეჯახების ძირითადი მიზეზი სისწრაფეა.

წესი 6 - არავითარ შემთხვევაში არ გახვიდეთ ტრასებზე ალკოჰოლის, ტოქსიკური ან ნარკოტიკული ნივთეერების ზემოქვედების ქვეშ. 

წესი 7 - თუ ისე მოხდა, რომ დაეცით, მთავარია მაქსიმალურად სწრაფად გადაადგილდეთ ტრასის განაპირა მხარეს. შეეცადეთ ხელი არ შეუშალოთ სხვას. 

წესი 8 - მოთხილამურეები და სნოუბორდისტები ტრასაზე ფეხით ასვლა/ჩასვლისას ტრასის განაპირა მხარეს უნდა მოძრაობდნენ, დარწმუნებულნი იმაში, რომ არც თავად და არც მათი აღჭურვილობა სასრიალო ტრასაზე მოსრიალეებს დაბრკოლებას არ უქმნის. 

წესი 9 -  ტრასის გადაკვეთისას დარწმუნდით, რომ არავინ არ ჩამოდის თხილამურით ან სნოუბორდით. 

წესი 10 - ნუ გაჩერდებით ტრასების ვიწრო ან შეზღუდული ხილვადობის მონაკვეთებში, ვირაჟებზე და ბორცვების უკან: დაღმავალი მოთხილამურეები ვერ დაგინახავენ.  

Orphus system