ბანსკო ბალკანეთის სამთო-სათხილამურო კურორტი
თქვენი ქალაქი
თბილისი
 ზარი
x
+
ჩვენი კოორდინატები
70, Ir. Abashidze Str.+995 322 00 13 12

მოთხილამურეს ლექსიკონი

მოთხილამურეები –ეს არის ცალკე კასტა, რომლებიც ლაპარაკის დროს ხმარობენ სხვებისთვის გაუგებარ  ტერმინებს. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მინი-ლექსიკონი დაგეხმარებათ მათთან ურთიერთობაში და გამოგადგებათ სამთო-სათხილამურო კურორტზე და ტრასებზე ყოფნისას.


Big air – ბიგ-აირ – დიდი ტრამპლინი მარალი ნახტომებისთვის. შეჯიბრი ხტომაში.  
Free-ride –ფრირაიდი – სტილის გარეშე სრიალი, ტრასებს მიღმა.
Freestyle – ფრისტაილი (თავისუფალი, ლაღი სრიალი) – სამთო-სათხილამურო მრავალჭიდი, თხილამურებზე ან სნოუბორდით.შეიცავს სათხილამურო ბალეტს, საჰაერო-სათხილამურო აკრობატიკას და მოგულს.
Half-pipe – ჰაფ-პაიფი –  ნახევარმილი- დაშვება ნახევარცილინდრულ ღარში აკრობატული ელემენტების შესრულებით. განლაგებულია, როგორც წესი სნოუ-პარკში.
Ski-bus – სკი-ბას – ავტობუსი, რომელიც  საკურორტო ქალაქში კურსირებს და გადაყავს ტურისტები სასტუმროდან სათხილამურო ცენტრამდე და უკან.  
Ski lift – სკი -ლიფტ– საბაგირო.
Gondolas –გონდოლური ტიპის საბაგირო – ჩქაროსნული საბაგირო გზა კაბინებით, რომელშიც ეტევა 6-24 პერსონა.
Baby lift – ბეიბი-ლიფტი – საბავშვო საბაგირო (ბუგელი). 
Ski-pass – სკი-პასს - აბონიმენტი საბაგიროზე ან საკურორტო ზონაში. სკი-პასი შეიძლება იყოს ერთდღიანი, რამოდენიმე დღიანი ან სეზონური.   
Snow park – სნოუ პარკ– ხელოვნური პარკი,  მოწყობილი ფრისტაილისთვის, ნახტომებისთვის , სნოუბორდისტებისთვის. 

Orphus system