თქვენი ქალაქი
თბილისი
 ზარი
x
+
ჩვენი კოორდინატები
70, Ir. Abashidze Str.+995 322 00 13 12

კვიპროსის შესახებ

  • საერთო ინფორმაცია

კვიპროსი– კუნძული ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში. მთელი წლის განმავლობაში მიმზიდველია როგორც დასასვენებლად, ასევე  საექსკურსიო მარშრუტებით: კეთილმოწყობილი საკურორტო ცენტრებისა და უმაღლესი კლასის თანემედროვე სასტუმროების გვერდით, შესაძლებელი ხდება ისტორიული და ანტიკური ატმოსფეროს შეგრძნება.

 კუნძული სთავაზობს ტურისტებს ფართო შესაძლებლობებს სხვადასხვა ტიპის დასვენებისთვის: დასვენებას ზღვაზე,ოჯახურ არდადეგებს, საექსკურსიო, სამომლოცველო, შემეცნებით ტურებს. დამსვენებლებს ბავშვებთან ერთად დახვდებათ  აკვაპარკები და დელფინარიუმი; აქტიური  დასვენების  მოყვარულებს შეუძლიათ დრო დაუთმოთ ცხენებით გასეირნებას, გაემგზავრო საფარი-ტურში ან კრუიზში, ასევე გელით იახტინგი, დაივინგი, თევზაობა. გასტრონომიული აღმოჩენების მსურველებს ექნებათ  შესაძლებლობა დააგემოვნონ  კერძები ტრადიციულ ტავერნებში, ზღვის პროდუქტების რესტორნებში, მიირთვან ადგილობრივი ღვინო, ხილი და რათქმაუნდა შესანიშნავი დესერტები საკონდიტრო მაღაზიებში. საღამოს საკურორტო ცენტრები, სასტუმრო კომპლექსები და ტავერნები გვთავაზობენ გასართობ პროგრამებს და შოუებს. ყოველ სეზონზე კვიპროსი მასპინძლობს მრავალ ფესტივალსა და აღნიშნავს ადგილობრივ დღესასწაულებს.

  • მოსახლეობა

კვიპროსის მოსახლეობა 839 ათასი ადამიანია (2011 წლის მონაცემებით). ეთნიკური შემადგენლობა: ბერძნები - 80%, თურქები - 18%, სხვა ეროვნება - 2%. უამრავი უცხოელი ირჩევს კვიპროსს, როგორც  მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, რაც აიხსნება შედარებით იაფი ცხოვრების დონით,  ხელსაყრელი კლიმატით,  უსაფრთხო გარემოთი, ოფშორული ბიზნესის ხელშეწყობის პოლიტიკით. 

  • ენა

 ოფიციალური ენებია ბერძნული და თურქული. ფართოდ გამოიყენება ინგლისური, ასევე ფრანგული და გერმანული. 

  • გეოგრაფია

კვიპროსის კუნძული მდებარეობს ხმელთაშუაზღვის აუზის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ეგვიპტედან 380 კმ დაშორებით, სირიიდან 105 კმ-ით, საბერძნეთიდან კი 800 კილომეტრში. 9,251 კვადრატული მეტრი ფართობითა და 240 კმ მაქსიმალური სიგრძით, ხმელთაშუა ზღვის მესამე უდიდესი კუნძულია. საბერძნეთის უახლოესი კუნძულები - როდოს და კარპათოსი - მდებარეობს კვიპროსის დასავლეთით 380 კილომეტრში. 

კვიპროსის სანაპიროებს სამხრეთით გრძელი სანაპირო ზოლი აქვს, ჩრდილოეთით კი კლდოვანი.  სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს პროდროსის მთები (ყველაზე მაღალი წერტილი - ზღვის დონიდან 1952 მ). კუნძულზე 2 მარილიანი ტბაა.

 

 

  • კლიმატი

კვიპროსი განთქმულია ხელსაყრელი კლიმატური პირობებით. ჰავა სუბტროპიკული ხმელთაშუა ზღვის. დამახასიათებელია ცხელი (25-35 °C) ზაფხული და რბილი (10-15 °C), შედარებით წვიმიანი ზამთარი. გარდა ამისა, კვიპროსი ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთი მზიანი კუნძულია (წელიწადში დაახლოებით 340 მზიანი დღით) და ძალიან თბილი ზღვის წყლით (იანვარში 16 გრადუსიდან 32 გრადუსამდე აგვისტოში).

კუნძულზე ყველაზე გრილი ადგილი დასავლეთ სანაპიროა, პაფოსის რეგიონში. აქ ზაფხულის ტემპერატურა საშუალოდ რამდენიმე გრადუსით დაბალია, ვიდრე კურორტ ლიმასოლსა და ლარნაკაში.

  • ვალუტა

ფულადი ერთეულია ევრო. დიდ სავაჭრო ცენტრებში, სასტუმროებსა და რესტორნებში შესაძლებელია პლასტიკური ბარათით გადახდა.

  • სამედიცინო დახმარება და დაზღვევა 

კვიპროსში სამედიცინო მომსახურება ფასიანია, მოგზაურობისას იქონიეთ სამედიცინო დაზღვევა.

აფთიაქები მუშაობენ მაღაზიების გრაფიკის შესაბამისად.

თუ საჭირო გახდება ექიმთან ვიზიტი, აუცილებელია სადაზღვეო  შემთხვევის რეგისტრაცია და სადაზღვევო კომპანიის ინფორმირება,  ექიმისგან კი უნდა მიიღოთ  გადახდის ქვითარი და გამოწერილი მედიკამენტების რეცეპტი.

ზაფხულში კვიპროსზე მზისგან დაცვაა საჭირო - გამოიყენეთ მზის დამცავი კრემი, სათვალეები, ქუდი. გარუჯვისათვის უსაფრთხო დროა 10:00 საათამდე და 16:00 საათის შემდეგ.

  • უსაფრთხოების ზომები

არ არის რეკომენდებული ონკანის წყლის დალევა, უმჯობესია შეიძინოთ ბოთლიანი წყალი სუპერმარკეტში.

 

 

  • პოლიცია

 იმისათვის,რომ პოლიციას დაუკავშირდეთ კვიპროსის ნებისმიერ ქალაქიდან , აკრიფეთ ნომერი  199. პოლიციელები საუბრობენ ინგლისურად.

  • სატელეფონო კოდი

კვიპროსის კოდი – 357

ენა: Georgian

Ok
არჩევა