ბანსკო ბალკანეთის სამთო-სათხილამურო კურორტი
თქვენი ქალაქი
თბილისი
 ზარი
x
+
ჩვენი კოორდინატები
70, Ir. Abashidze Str.+995 322 00 13 12

სამთო-სათხილამურო ტურები პამპოროვოში 2024-2025

სათხილამუროდ პამპოროვოში!

პამპოროვო – ბულგარეთის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია. ბანსკოს შემდეგ მნიშვნელობითა და სიდიდით ეს ბულგართის  მეორე სამთო-სათხილამურო კურორტია. განლაგებულია როდოპის მთებში, რომელიც ჯერ კიდევ  ძველი ბერძნული მითებიდანაა ცნობილი. სწორედ აქ, თქმულების თანახმად დაიბადა და ცხოვრობდა ორფეი. კურორტი მდებარეობს ულამაზესი მთის - სნეჟანკას (1926 მ) ძირში, ზღვის დონიდან  1650 მ. სიმაღლეზე.  აქედან ქვეყნის დედაქალაქამდე  260 კმ-ია, სალონიკამდე კი სულ რაღაც  – 55 კმ. კარგ ამინდში სნეჟანკას მწვერვალიდან მოჩანს ეგეოსის ზღვა. 

ეს არის ბულგარეთის უძველესი სამთო-სათხილამურო კურორტი. რომელიც ფუნქციონირებს 1933 წლიდან. თოვლის საფარი აღწევს 1,5-მეტრს. სეზონი აქ დეკემბრიდან იწყება და აპრილის შუა რიცხვებამდე გრძელდება.  საშუალო წლიური ტემპერატურა ამ ადგილებში - 5.5- დან -8 °C-მდეა .

სახელწოდება «პამპოროვო» გამომდინარეობს სიტყვიდან "pampor", რაც ნიშნავს  «ქარავანს». აქ ოდესღაც გადიოდა უძველესი საქარავნო გზები. ეს ერთადერთი ზამთრის კურორტია, რომლის საბაგიროებიც მუშაობს ზაფხულობითაც.

პამპოროვო – ბულგარეთის ყველაზე მზიანი კურორტია. აქ ბულგარეთის სხვა კურორტებთან შედარებით მზიანი დღეების ყველაზე დიდი რაოდენობაა. მზე უარყოფითად არ მოქმედებს აქაური თოვლის ხარისხზე, რომელიც ინარჩუნებს თავის სიმკვრივეს. უთოვლო ზამთრის შემთხვევაში ან თუ ცხელი მთის მზე მაინც დაადნობს თოვლს , კურორტზე განთავსებულია 80  ხელოვნური თოვლის  «თოფი», რომლებიც უზრუნველყოფენ ტრასების ფუნქციონირებას. 

რეგიონის კლიმატი იდეალურია ზამთარში დასვენებისთვის. თოვლი, მზე, მთის ჰაერი ენერგიით ავსებს ორგანიზმს. კურორტს გააჩნია კიდევ ერთი თავისებურება-ჰაერი აქ უარყოფითი იონებითაა დამუხტული, რაც თანამედროვე ექიმების აზრით დღეგრძელობის საწინდარია! 

პამპოროვო-სამოთხეა ზამთრის სპორტის მოყვარულთათვის , რომელიც არაფრით ჩამოუვარდება სხვა ევროპულ კურორტებს. მისი 15 მარკირებული ტრასა, რომელთა საერთო სიგრძეა 37 კმ, მდებარეობს  სნეჟანას ჩრდილოეთ, აღმოსავლეთ და დასავლეთ  ფერდობებზე.  გათვლილია ყველა დონის მოთხილამურეებისთვის: 1 მწვანე, 5 ლურჯი, 4 წითელი და 3 შავი.  

კურორტზე ფუნქციონირებს  კარგად განვითარებული საბაგიროების სისტემა: 13 ბუგელური და 5 სავარძლიანი, რომლებსაც 1 საათში 10000  ადამიანი გადაჰყავთ. საბაგიროები მუშაობენ  დილის 8  საათიდან  საღამოს 16.30-მდე.

პამპოროვოში არის მშვენიერი ტრასები დამწყებლებისთვის. მათვის განკუთვნილია ტრასა სნეჟანკა1 და სნეჟანკა 6-ყველაზე გრძელი ტრასა  (5130 კმ).  3 ფართო და გრძელი ტრასა საშუალო  დონის მოთხილამურეებისთვის – სნეჟანკა, სნეჟანკა 5 და ტრასა სტუდენეცე.  აქ დამსვენებლებს ემსახურებიან გამოცდილი ინსტრუქტორები. ტრასები სნეჟანკა 2,3, და 4 განკუთვნილია პროფესიონალებისთვის. ტრასა-სტენატა, ვიწრო და ძალიან დაქანებულია, იგი ურთულეს  ტრასად ითვლება. 

გამოცდილი მოთხილამურეებისთვის  არსებობს გიგანტური სლალომის  საერთაშორისო ტრასა და ბიატლონის ტრასა.  მათი საერთო სიგრძე– 34 კმ-ზე მეტია. შესანიშნავი ტრასებია სნოუბორდისტებისთვისაც. ზამთრის სპორტის ეს სახეობა ძალიან პოპულარულია პამპოროვოში. აქ  ფუნქციონირებს სნოუბორდის სკოლაც. 

ზამთრის სპორტის  უზომო თაყვანისმცემლებისთვის აქ არის ტრასა სტენატა 2 , რომელზე სრიალი შესაძლებელია საღამოობითაც:  17:30დან  22:00- მდე.

 კურორტზე შექმნილია არაჩვეულებრივი პირობები  ბავშვებისთვისაც. პამპოროვოში ფუნქციონირებს  ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საბავშვო სათხილამურო სკოლა 7 დან 12 წლამდე ბავშვებისთვის. სკოლაში 5  სხვადასხვა სირთულის კლასია  (А, В, С, D, Е). გაკვეთილები ტარდება ჯგუფურად ან ინდივიდუალურად. გაკვეთილების ხანგძლივობაა 3-დან 14 დღემდე, დღეში 4 საათი.  ყველაზე პატარებისთვის (4-დან  7 წლამდე) ფუნქციონირებს საბავშვო ბაღი.  ბაღი იღება დილის 8 საათიდან  და იკეტება 16.30 საათზე. პროფესიონალი პედაგოგები ეხმარებიან ბავშვებს თხილამურებზე სრიალის ათვისებაში.  

საბაგიროებთან ახლოს არსებობს სათხილამურო აღჭურვილობის გამქირავებელი 9 პუნქტი, რომლებიც სტუმრებს სთავაზობენ 5000-ზე მეტ თანამედროვე სათხილამურო კომპლექტს, ასევე აღჭურვილობას სნოუბორდისტებისთვის.  

კურორტის ტექნიკური პერსონალი სისტემატურად აკონტროლებს ტრასების მდგომარეობას, ამიტომაც ისინი აბსოლუტურად უსაფრთხოა. 100-ზე მეტი გამოცდილი ინგლისურ და რუსულ ენოვანი ინსტრუქტორი, მუდმივად არიან ტრასებზე, იმისათვის რომ დაეხმარონ  მოთხილამურეებს. ასევე მზადყოფნაში არიან  მაშველებიც. 

პამპოროვო - იდეალური ადგილია საოჯახო დასვენებისთვის. აქ შესაძლებლობა გექნებათ ისეირნოთ ულამაზეს ბუნებაში. ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს დამსვენებლებს შორის პანორამული ექსკურსიები ვერტმფრენით.  ბევრისთვის უკვე ტრადიციად იქცა ოჯახთან ერთად ახალი წლის შეხვედრა ამ დათოვლილ და მზიან კურორტზე. 

ეს კურორტი მოუხდება მათ ვისაც უყვართ  ზამთარში თევზაობა და ნადირობია. ისინი ვინც ბუნებასა და აქტიურ დასვენებას სასტუმროში ყოფნას ამჯობინებენ, შესაძლებლობა ექნებათ  იცურაონ დახურულ აუზში, დაისვენონ საუნასა და ჰამამში ან ითამაშონ ბოულინგი და ბილიარდი. 

როდოპები განთქმულია თავისი სამზარეულოთი. ნამდვილ გურმანებს აქ ელით  ადგილობრივი რესტორნები და კაფეები.  შესაძლებლობა მოგეცემათ დააგემოვნოთ ნაკვერჩხალზე შემწვარი ბატკანი, როდოპის ბანიცა, კავურმა და სხვა ნაციონალური კერძები. უგემრიელეს კერძებთან ერთად შემოგთავაზებენ ბულგარული ღვინის ფართო არჩევანს და რათქმაუნდა ბულგარულ არაყს-რაკის. 

«ღამის » ცხოვრება პამპოროვოში ჯერ კიდევ დაბნელებამდე იწყება.  კურორტზე არსებული  19 რესტორანი, 2 ღამის კლუბი და 2 ბარი ელოდება მათ, ვისაც ღამით არ სძინავს. ტრასებზე გატარებული მთელი დღის შემდეგ, თუ შემოგრჩათ ენერგია, მაშინ შეგიძლიათ იცეკვოთ ღამის დისკოტეკებზე. 

პამპოროვოში  იმართება სხვადასხვა  სახის შეჯიბრებები: ნაციონალური ჩემპიონატი თხილამურებსა და სნოუბორდში, გიგანტურ სლალომში. ასევე ევროპის თასის ჩემპიონატები და მრავალი სხვა.

მათ ვისაც არ სურთ მხოლოდ დასვენება, არამედ უნდათ გაეცნონ ქვეყნის  და ამ რეგიონის კულტურასა და ისტორიას  შეუძლიათ გაემგზავრონ ექსკურსიაში პლოვდივში და უძველეს ჩეპელარეში, ეთნოგრაფიულ სოფელში შიროკა ლიკა, უძველეს ბაჩკოვი მონასტერში, რომელიც პამპოროვოსთან  ახლოს მდებარეობს. ასევე შეუძლიათ გაემართოთ ლაშქრობაში რუენის მწვერვალთან, სმოლიანსკის ტბებზე და ულამაზეს სოფლებში. 

სოფელი შიროკა ლიკა მდებარეობს პამპოროვოდან 20 კმ-ში. ეს სოფელი ცნობილია თავისი მუსიკალური სკოლით, სადაც ასწავლიან ბულგარულ ტრადიციულ მუსიკას. სოფელთან ახლოს მდებარეობს პლანიტარიუმი თანამედროვე ტელესკოპით . საინტერესოა ისიც, რომ სწორედ ამ რეგიონშია აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე სუფთა ცა. ამიტომაც, აქ ხშირად ხდება ახალი ვარსკვლავების აღმოჩენა. 

კურორტზე ტარდება სათხილამურო კარნავალი და შოუები, სხვადასხვა ფოლკლორული და კულტურული ღონისძიებები.

პამპოროვოში თქვენი  ზამთრის დასვენება დაუვიწყარი გახდება!

 

რატომ უნდა დაისვენოთ პამპოროვოში?

1. დაბალი ფასები და ევროპული დონის სერვისი 

2. ყველანაირი პირობა მოთხილამურეებისთვის და მათვის ვისაც უბრალოდ დასვენება სურთ

3. ნებისმიერი სირთულის ტრასების ფართო არჩევანი

4. სასტუმროების ფართო არჩევანი 

5. განუმეორებელი ნაციონალური კოლორიტი და უგემრიელესი სამზარეულო

6. მრავალფეროვანი გართობა და თევზაობა ზამთარში 

 

Orphus system