ბანსკო ბალკანეთის სამთო-სათხილამურო კურორტი
თქვენი ქალაქი
თბილისი
 ზარი
x
+
ჩვენი კოორდინატები
70, Ir. Abashidze Str.+995 322 00 13 12

ბულგარეთის შესახებ

ბულგარეთი – ბალკანეთის ნახევარკუნძულის  უმშვენიერესი ადგილი, კომფორტული კლიმატით, ლამაზი მთებით,ზღვის კურორტებით,სამკურნალო თერმული წყლებით, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით, მართმადიდებლური ტაძრებით, ნაციონალური ტრადიციებით და სხვ.   
«MOUZENIDIS TRAVEL»- ი გიწვევთ ბულგარეთში, რათა უკეთესად გაიცნოთ ეს ქვეყანა და შეიგრძნოთ აქაური ატმოსფერო ,  კოლორიტი და რა თქმა უნდა ბულგარელების უსაზღვრო სტუმართმოყვარეობა!


ქვეყნის დედაქალაქი:სოფია  
ოფიციალური ენა: ბულგარული
ვალუტა: ბულგარული ლევი (BGN)
ბულგარეთის დრო: GMT +1 
კლიმატი:ზომიერი კონტინენტალური, ხმელთაშუაზღვის 
მოსახლეობა: 7 364 570 
სახელმწიფო მმართველობა: საპარლამენტო რესპუბლიკა
სატელეფონო კოდი: საერთაშორისო სატელეფონო კოდი  +359


ბულგარეთის რესპუბლიკა განლაგებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. 
ბულგარეთს ესაზღვრება ხუთი სახელმწიფო:ჩრდილოეთიდან რუმინეთი, დასავლეთიდან სერბეთი და მაკედონია ,სამხრეთიდან კი საბერძნეთი და  თურქეთი. შავი ზღვა მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთით. მცირე ზომის მიუხედავად,110 550 კვ. კმ, ქვეყანა გამოირჩევა პეიზაჟების მრავალფეროვნებით. 
აქ დაგხვდებათ თვალწარმტაცი ხეობები, მთის მდინარეები, დათოვლილი მწვერვალები,დაბლობები და მაღალმთიანი პლატოები.  ქვეყანაში არის რამდენიმე განსაკუთრებით მაღალი მთათა სისტემა, ესენია: სტრატა-პლანინა და როდოპების მთათა სისტემა. ბულგარეთშია ბალკანეთის ნახევარკუნძულის უმაღლესი მთის მასივი რილა, ასევე ბალკანეთის უმაღლესი მწვერვალი მუსალა . 
ქვეყნის დედაქალაქია -სოფია. სოფია-ეს არ არის მხოლოდ, ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრი, ეს  არის სამი კულტურის -ანტიკური ( სერდიკას ციხე) , ბიზანტიური (წმ. სოფიას ტაძარი, წმ. გიორგის როტონდა) და ოსმალეთის (შავი მეჩეთი, ბაშას მეჩეთი) უნიკალური არქიტექტურული  მემკვიდრეობის კონცენტრაცია. ქალაქის სავიზიტო ბარათია ალექსანდრე ნეველის ტაძარი, რომელიც აგებულია 1908 წელს. 
ქვეყნის სხვა დიდი ქალაქებია- პლოვდივი, ვარნა, ბურგასი,რუსე,  სტრადა-ზაგორა და სხვ.
ბულგარეთი დაყოფილია  28 ოლქად და  264 რეგიონად, ყოველი მათგანი თავისებურად მშვენიერია და მრავალსაუკუნოვანი ნაციონალური ტრადიციების მატარებელია. 
2007 წლის 1 იანვრიდან ბულგარეთი გაწევრიანებულია ევროკავშირში. 


ზამთრის ტურიზმი ბულგარეთში
ზამთრის ზღაპრის ლამაზი ბუნება, თბილი ბულგარეთის მზე, ახალი ტრასები, კურორტის თანამედროვე აღჭურვილობა, მყუდრო გარემო და კომფორტული სასტუმროები, ბულგარეთის ზამთრის კურორტებს საშუალებას  აძლევს გახდნენ სულ უფრო და უფრო პოპულარულნი. აქ ჩამოდიან ტურისტები მთელი ევროპიდან, ტარდება საერთაშორისო სპორტული ღონისძიებები, მუდმივად ვითარდება ინფრასტრუქტურა, შენდება სხვადასხვა კატეგორიის (2*-5*) ახალი სასტუმროები, რომლებიც უზრუნველყოფენ ხარისხიან და კომფორტულ დასვენებას  ყველა ტურისტისთვის. 
უმშვენიერესი მწვერვალები, დათოვლილი ტყეები, ზამთრის პეიზაჟები....ბულგარეთის ყველაზე პოპულარული სამთო-სათხილამურო კურორტია ბანსკო, რომელიც ზღვის დონიდან 990 – 2600 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. კურორტთან ახლოსაა უნიკალური ნაციონალური ნაკრძალი, რომელიც  UNESCO-ს ექსპერტთა მიერ ჩართულია მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.  
აქ თქვენ მოგემსახურებათ პროფესიონალი ინსტრუქტორები. ბანსკოში გელით სხვადასხვა სირთულის არაჩვეულებრივი ტრასები, ყველანაირი პირობა პატარა ბავშვებისთვის, ფან-პარკი სნოუბორდისტებისთვის,  მყუდრო სასტუმროები, უამრავი რესტორანი და პირინის მთის გასაოცარი ბუნება. 
2-მეტრიანი თოვლის საფარი და ხანგრძლივი სათხილამურო სეზონი, რომელიც აქ ნოემბრიდან იწყება და აპრილამდე გრძელდება,საშუალებას აძლევს მოთხილამურეებსა და სნოუბორდისტებს ისრიალონ და ისიამოვნოს საყვარელი სპორტით 6 თვის განმავლობაში.  ულამაზესი ხედები, ხელსაყრელი კლიმატი და თანამედრო, კომფორტული სასტუმროები ელის ყველა სტუმარს ამ მშვენიერ ზამთრის კურორტზე!  


ვალუტა
ქვეყნის ოფიციალური ვალუტაა-ლევი. არსებობს კუპიურები   2, 5, 10, 20, 50, 100 ლევი, ასევე მონეტები 1, 2, 5, 10, 20, 50 და 1 ლევ.

 

კლიმატი – ამინდი
კლიმატი, ისევე როგორც ბულგარეთის ბუნება, საკმაოდ მრავალფეროვანია. თითოეული რეგიონის კლიმატურ პირობებს მისი ლანდშაფტის უნიკალურობა განსაზღვრავს. ზამთარში კლიმატი  ძირითადად კონტინენტურია, დაბალი ტემპერატურითა და თოვლით, ზაფხულში კი– ხმელთაშუაზღვიური, რაც უზრუნველყოფს თბილ და მშრალ ამინდს მთელი ზაფხულის განმავლობაში.

ამინდი ბულგარეთში თვეების მიხედვით:

  იანვარი თებერვალი მარტი აპრილი მაისი ივნისი ივლისი აგვისტო სექტემბერი ოქტომბერი ნოემბერი დეკემბერი
დღე  +6 ˚C   +5 ˚C   +7˚C   +12˚C   +19 ˚C   +25 ˚C   +27 ˚C   +28 ˚C   +25 ˚C   +12 ˚C   +10 ˚C   +12 ˚C 
ღამე -6 ˚C -4 ˚C -1˚C +5 ˚C +10 ˚C +18 ˚C + 21˚C +22˚C +17 ˚C +5 ˚C +3 ˚C -3 ˚C

 

 

 

 

თავისუფალი დრო

გართობა ბულგარეთში მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აქ გელით- მომხიბვლელი მარშრუტები უმშვენიერეს ტრადიციულ ქალაქებში (დობარსკო, ოგნიანოვო, მელნიკი), სოფიას ცნობილი ღირსშესანიშნაობები, მართლმადიდებლური მონასტრები (რილას მონასტერი, როჟენის მონასტერი),უნიკალური ეკო-პარკი, მოგზაურობა ბუნების წიაღში, გამაჯანსაღებელი პროცედურები თერმული წყაროების სამკურნალო წყლებში (სანდანსკი), ცხენებით გასეირნება, ღვინის დეგუსტაცია, გასტრონომიული აღმოჩენები და მრავალი სხვ. ყოველი თქვენი დღე სავსე იქნება ახალი შთაბეჭდილებებით!  


შოპინგი ბულგარეთში 
ბულგარეთის ყველა ქალაქში მაღაზიები ღიაა ორშაბათიდან პარასკევამდე 10:00-დან 20:00 საათამდე, შაბათს კი 10:00-დან  18:00-მდე. საკურორტო ზონებში კი შეგიძლიათ არ ინერვიულოთ და დატკბეთ შოპინგით საღამომდე, კვირის შვიდივე დღეს. ასევე, არსებობს მაღაზიები, რომლებიც ღიაა 24 საათის განმავლობაში.
რა შეგვიძლია წამოვიღოთ ბულგარეთიდან?  აქ სუვენირების საკმაოდ ფართო არჩევანია: ვარდისფერი ეთერ-ზეთით , ულამაზესი მაქმანებითა და პატარა ზომის ხატებით დაწყებული,  ანტიკვარიატითა და ღვინით დამთავრებული. 

 

Orphus system