თქვენი ქალაქი
თბილისი
 ზარი
x
+
ჩვენი კოორდინატები
70, Ir. Abashidze Str.+995 322 00 13 12

ბულგარეთის დღესასწაულები

ბულგარეთი, როგორც ყველა სხვა ქვეყანა პატივს სცემს თავის წარსულს და ნაციონალურ ტრადიციებს. ქვეყანა  გამოირჩევა დღესასწაულების დიდი რაოდენობით ,როგორც სახელმწიფო (ოსმალეთის ბატონობისგან განთავისუფლება, ბულგარული არმიის დღე, ბულგარეთის გაერთიანების დღე, დამოუკიდებლობის დღე და სხვ.),  რელიგიური (აღდგომა, ქრისტეს შობა და სხვ.), ასევე ნაციონალური, რომლებიც საუკუნოვანი კულტურის მატარებლებია (ტრიფონ ზარეზან, ბაბა მარტა და სხვ.).

ბულგარეტის ოფიციალური დღესასწაულები 

1 იანვარი – ახალი წელი
3 მარტი – ოსმალეთის ბატონობისგან განთავისუფლების დღე 
მარტი-აპრილი – აღდგომა
1მაისი – შრომის დღე
6 მაისი – ბულგარეთის არმიის დღე 
24 მაისი – ბულგარული კულტურისა და დამწერლობის დღე 
6 სექტემბერი – ბულგარეთის გაერთიანების დღე 
22 სექტემბერიя – ბულგარეთის დამოუკიდებლობის დღე 
24 დეკემბერი – შობის წინა დღე 
25 და 26 დეკემბერი – ქრისტეს შობა


 ბულგარეთის ეროვნული დღესასწაულები

14 თებერვალი – ტრიფონის დღე
1 მარტი – ბაბა მარტა
8 მარტი – საერთაშორისო ქალთა დღე 
1 აპრილი – იუმორის დღე 
21მაისი – წმ. კონსტანტინეს და ელენეს დღე 
1 ივნისი – ბავშვთა დაცვის დღე
2 ივნისი – ბულგარეთის თავისუფლებისთვის დაღუპულთა ხსოვნის დღე
15 სექტემბერი – სწავლის დაწყება
18 აგვისტო –წმ. იოანე რილას დღე 

შობა
შობა – ეს არის ყველასთვის საყვარელი საოჯახო დღესასწაული ბულგარეთში. შობის წინა საღამოს, 24 დეკემბერს, ამზადებენ გოჭს სადღესასწაულო სუფრისთვის და ტრადიციულ სამარხვო კერძებს: წითელი ბულგარული წიწაკა, ბრინჯის ან ლობიოს შიგთავსით-«ჩუშკი», სამარხვო ტოლმა – «სარმი», გოგრის ფენოვანი ღვეზელი, და ასევე სპეციალური «ბანიცა» (ღვეზელი), რომელშიც დებენ მონეტას და შინდის ხის პატარა ტოტს, რომელიც ბედნიერების მომტანია. საინტერესოა, რომ სუფრაზე კერძების რაოდენობა აუცილებლად უნდა იყოს კენტი – შვიდი, ცხრა ან თერთმეტი.
შობა, ბულგარულად კოლიადა, 25 დეკემბერს აღინიშნება. ბავშვები «კოლედარჩატა» აკაკუნებენ კარებზე, მღერიან საშობაო სიმღერებს-ულაცავენ სახლის მასპინძლებს,  ურტყამენ მათ შინდის ტოტებს - «სურვაკნიცებს», რომლებზეც ზარები, მონეტები და წითელი ძაფებია დაკიდებული,რათა წელიწადი იყოს იღბლიანი. მასპინძლები ბავშვებს ტკბილეულით ასაჩუქრებენ. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ საშობაოდ მორთული ნაძვის ხე არ არის ამ დღესასწაულის აუცილებელი ატრიბიუტი, ბულგარეთში ნაძვს საახალწლოდ რთავენ.
შობის დღესასწაულზე მარხვა მთავრდება, ამიტომაც საშობაო სუფრა სავსეა ხორციანი კერძებით: გოჭი, ხორცის ტოლმა, ფარშირებული ქათამი ან ინდაური, ტრადიციული ქაბაბი და რა თქმა უნდა ყველაფერი ეს ბულგარული ღვინის  ან რაკიას თანხლებით..
ბულგარული შობის კიდევ ერთი საინტერესო ტრადიციაა, რომ ამ დღეს ყველას ელოდება უფასო ტკბილეული რესტორნებსა და კაფეებში. ხშირად პირდაპირ ქალაქის ქუჩებში წვავენ ხორცს გრილზე და  გამვლელებს სთავაზობენ უგემრიელეს ღვინოს!

ახალი წელი
მხიარული დღესასწაული იწყება 31 დეკემბრის საღამოს. ამ დღეს მეგობრები და ნათესავები იკრიბებიან ერთად , ულოცავენ ერთმანეთს და ჩუქნიან საჩუქრებს. სუფრა აუცილებლად უნდა იყოს მდიდრული, კერძების ფართო არჩევნით, რადგანაც ბულგარელებს სჯერათ,რომ რაც უფრო მეტი კერძი იქნება სუფრაზე, მით უფრო კარგი წელიწადი ექნებათ მასპინძლებს. სუფრაზე ტრადიციული კერძების გარდა, აუცილებლად უნდა იყოს ბევრი ტკბილეული და ხილი. ბულგარელებს სწამთ რომ, როგორც  შეხვდებიან ახალს წელს, მთელი წელიწადი ისეთი ექნებათ.  ამიტომაც იცვამენ ახალ ტანსაცმელს, მხიარულობენ  და ერთობიან დილამდე.  

ტრიფონის დღე 
ტრიფონის დღე (ტრიფონ ზარეზან) - ღვინისა და გართობის დღეა! ტრიფონი -  იყო ქრისტიანი მღვდელი, რომელიც ეწამა ქრისტიანობისთვის ქალაქ ნიკეაში (თანამედროვე თურქეთი)  250 წ. ლეგენდის თანახმად, იმ დღეს, როდესაც იგი უნდა მოეკლათ მთელი ქვეყნის ვენახებს მწერი დაესია. მევენახეებმა შესთხოვეს  წმინდანს დაეცვა ისინი ამ საშინელი ტრაგედიისგან.   14 თებერვალი  -  არის დღესასწაული, არა მხოლოდ მევენახეებისთვის, არამედ  მებაღეებისთვის, ღვინის მაღაზიის  მფლობელებისა და უბრალოდ ამ ღვთაებრივი სასმელის მოყვარულთათვის. იმისათვის, რომ შემოდგომა უხვ მოსავლიანი მოსავლიანი იყოს, ამ დღეს მიღებულია ვაზის გასხლა, აქედან  გამომდინარეობს ამ დღესასწაულის სახელწოდება ტრიფონა-ზარეზან, ან «პოდრეზანი».

ბაბა მარტა
ბულგარეთის კულტურული ტრადიციის მიხედვით გაზაფხულს განსაკუთრებით მხიარული დახვედრა ჭირდება, ამიტომაც ყველა ბულგარელი 1 მარტს ერთმანეთს ჩუქნიან  განსაკუთრებულ სუვენირებს – «მარტენიცებს» – და წარმოთქვამენ: «ჩესტიცა ბაბა მარტა!» (ბედნიერი ბაბა მარტი!). უჩვეულო თოჯინები – «მარტენიცები», დამზადებულია თეთრი და წითელი ძაფებისგან, მათი ფუნქციაა გაამხიარულონ ბაბა მარტა, რომელიც ბულგარული ფოლკლიორის თანახმად ბუზღუნა ბებიაა, მისი ხასიათი კი ძალიან ცვალებადია, რაც მარტის ცვალებად ამინდზე აისახება. თუ ბაბა მარტა იღიმის, ამინდი თბილი და მზიანია, თუ ბრაზობს, ცივი ქარი უბერავს, წვიმის მაგივრად კი შეიძლება წამოვიდეს სველი თოვლი. წითელი ფერი ჯანმრთელობისა და ნაყოფიერების სიმბოლოა, თეთრი - სიძლიერის, სისუფთავისა და ბედნიერების.  «მარტენიცა»-ს ხელზე, წელზე ან ზედა სამოსზე იბამენ, და არ იხსნია 3,9 ან 25 დღის განმავლობაში, ასევე ამ პატარა თოჯინებს კიდებენ ხოლმე ბაღში: ვაშლის, ალუბლის ან ქლიავის ხეებზე, რათა კარგი მოსავალი ჰქონდეთ.

აღდგომა
ველიკდენ (აღდგომა) – მარლთმადიდებელი ქრისტიანების მთავარი დღესასწაული. ბულგარეთში აღდგომა და მისი მომდევნო ორშაბათი ოფიციალურად უქმე დღედ ითვლება. აღდგომისთვის მზადებას ხუთშაბათიდან იწყებენ, ამ დღეს ღებავენ კვერცხებს  და აცხობენ «კოზუნაკეს» - სააღდგომო კულიჩს. სააღდგომო კვერცხები ტრადიციულად წითელი ფერისაა . 
ეკლესიებში შაბათს ღამე იწყება სადღესასწაულო ლიტურგია, რომლის მერე ბულგარელები ერთმანეთს ულოცავენ შემდეგი სიტყვებით:«ხრისტოს ვოსკრესე ! ვოისტინუ ვოსკრესე!». კვირას კი შლიან სუფრას, რომლის აუცილებელი ატრიბიუტია, კვერცხებისა და კულიჩების გარდა, ტრადიციული ბანიცები (ფენოვანი ღვეზელი), ბატკნის ხორცის ცხელი კერძი, ბოსტნეულის სალათი და წითელი ღვინო. 

წმ. კონსტანტინესა და ელენეს დღე
მეფე კონსტანტინე და მისე დედა, დედოფალი ელენე- ბულგარეთში მნიშვნელოვან  წმინდანებად ითვლებიან. ამ დღეს ხალხი მიდის ეკლესიებსა და წმინდა წყაროებთან. ითვლება,რომ 21 მაის წყაროს წყალს სამკურნალო თვისებები გააჩნია. ეს დღე ასევე უკავშირდება ზაფხულის მოსვლას, ამიტომაც იკრიბებიან ცეცხლის გარშემო, მღერიან , მიირთმევენ ბატკანს და დადიან ნაკვერჩხლებზე.

 

ენა: Georgian

Ok
არჩევა